საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მოახლოებულ მატჩებში სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ.

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი მაკარიძე ("ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი", შვეიცარია), გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვეიქსი", აშშ), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა ("არსენალი", ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ლევან ხარაბაძე ("ციურიხი", შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", ბათუმი), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ვაკო გვილია ("ლეგია", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე "რუბინი", ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია ("ტვენტე", ჰოლანდია), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე "ანორთოსისი", კვიპროსი), ლევან შენგელია ("დინამო", თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვეიქსი", აშშ)

როგორც ვხედავთ, საქართველოს ნაკრებს ორი დებიუტანტი ჰყავს - ლევან შენგელია და ზურიკო დავითაშვილი.

აქვე, ამ დროისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე "დინამო", ბათუმი), ნიკოლოზ მალი ("საბურთალო", თბილისი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი", დანია), ნიკა ნინუა ("დინამო", თბილისი), ლუკა ზარანდია ("ზულტე-ვარეგემი", ბელგია), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი ("გეტებორგი", შვედეთი), ვატო არველაძე ("კორონა", პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("მეზოკოვეშდი", უნგრეთი), ბექა მიქელთაძე ("რუბინი", ყაზანი, რუსეთი)

საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, სტამბულში ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდთან. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

8 სექტემბერს კი, საქართველოს ეროვნული გუნდი "დინამო არენაზე" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ჩაატარებს დანიის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

r ezi
აუ დროზეა გასაშვები ეს კაციი
ზურა
გაუშვით ეს კაცი არაადეკვატურია ხომ ხედავთ
გიგა
უკვე რამდენი ხანია ხარაიშვილს ველოდებით მაგრამ კიდე არ გამოიძახა. ეს ერთი მერე მეორე ის რომ, როცა თამაშის დროს ნაკრები რთულ მდგომარეობაშია შთაბეჭდილება მრჩება რომ ამ კაცს სწრაფი და სწორად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია
გიორგი
იქნებ თავად დაფიქრდე შენს კომენტარს რატომ არავინ იზიარებს?! რუსმა რაგბისტებმაც თქვეს თბილისში თამაშზე უარი და ამით ქვეყანა არ დაქცეულა! პირიქით, უფრო კარგი სპარინგ - პარტნიორი მოიძებნა! ასე იქნებოდა ამ შემთხვევაში თუკი ფედერაცია ცოტა მაინც შეიწუხებდა თავს!!!
Ikas
Shen rame piradi interesi gaqvs kvaracxeliaze? Yvela postze ro landzgav , araswori xar da mikerdzoebuli
კახა ქ.
მე სხვა კონტინენტიდან ვხედავ რომ ნინუა და ხარაიშვილი არიან ძირითადში გამოსაძახებელი და ეს ვერ ხედავს, თუ თავს იბრმავებს.კანკავას გამოძახებაც არ მესმის,კაცს არა აქვს თამაშის უფლება და.....მოკლედ აღარ შემიძლია ყოველი ნაკრების თამაშებზე, ამ კაცის სულელური არჩევანის ყურება.მერე დაიწყებს რაღაც მიზეზების მოგონებას და ფეხბურთელების დადანაშაულებას.
ემზარ დუისბურგი
და საერთოდ კანკავა რატომაა გამოძახებული ,დანიასთან მაინც ვერ ითამაშებს და
ბრიუსი
10 სექტემბერს კორეას ოფიცალური თამაში აქვს და მთელი კორეა გადარეულია თურმე, ვის მოუვიდა თავში გუნდის იმ სიშორეზე, სტამბოლში წაყვანა და ქართველებთნ თამაშიო.
სფფ-ს
მოვიდეს ზაზა!
ფედერაციას
წავიდეს ვაისი
ვასიკო
ვერ ვხვდები დაუსვილი რატომ გამოიძახა ნინუა მაგარი მოთამაშეა ჯარიმებს მაგრად ასრულებს ნაკრებში ჯარიმების შემსრულებელი არ გვყავს თან მარტო მეჯარიმე არაა ვიღაცა იძახდა მაგის მეტი არაფერი არ იცისო დინამოს თამაშები მას მიჰყავს მოედანს მაგრად ხედავს, უკვე 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და მაგარ ფორმაშია
Geo_Dinamo
ნინუამ ისეთი შედევრი გოლები გაიტანა საჯარიმოებიდან და ვაისი დაბრმავდა? ყველა მხრიდან ურტყავს ბიჭი, ამაზე კაი რა უნდა გააკეთოს დაუშვილმა, ან რაღა დროსია მისი ნაჯრებში დაბრუნება? არ ვიცი ვაისს საერთოდ რამეზე ფიქრი თუ შეუძლია. ამ წუთში ისეთი შეუცვლელი ფეხბურთელი რომელი გვყავს ნაკრებში ასე რომ უფრთხილდება მათ. მოსინჯოს სანამ მარტი მოვა და რამეზე პრეტენზია გვექნება.
პნდ.
გიორგი ლორია, გიორგი მაკარიძე-გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ნიკოლოზ მალი, ლევან ხარაბაძე, გიორგი ნავალოვსკი, გია გრიგალავა-ოთარ კიტეიშვილი, ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე, მურთაზ დაუშვილი, ნიკა ნინუა, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი აბურჯანია, ჯაბა ჯიღაური.-საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე, ლუკა ზარანდია. ძირითადი: მაკარიძე-კაშია, კვირკველია, კაკაბაძე, ხარაბაძე-ნინუა, გვილია-შენგელია, ანანიძე, ოქრიაშვილი-ყაზაიშვილი.
ika
სიმართლეს იძახი,ვიღაცა კვარაცხელია იძახებს და ზარანდიას არა,,თანაც ეს კვარაცხელია გუნდშიც ძალიან უსუსურად გამოიყურება,,სავარაუდოდ პირადი ინტერესია
ika
სიმართლეს იძახი,ვიღაცა კვარაცხელია იძახებს და ზარანდიას არა,,თანაც ეს კვარაცხელია გუნდშიც ძალიან უსუსურად გამოიყურება,,სავარაუდოდ პირადი ინტერესია
semi
სანამ ვინმეს გააკრიტიკებ იქნებ მოიფიქრო რომ არ გევთამაშნენ თბილისში. ყველამ უარი თქვა დარც მოხერხდა ის თამაშია.
სულში გვაფურთხებს
ზარანდია ხარაიშვილისგან რა უნდააა ???? რა კვარაცხელია შე არაადეკვატურონკაცო რა გაუკეთებია კლუბში ან სადმე რავიცი რუსთავში რომ იყო მაშინ არ მინახავს მაგის თამაში ... ანუ ამას იმიტომ აკეთებს რომ მერე პრესკომფერენციაზე თქვას ააა უთამაშებლებმა ასე წააგესო და პრაქტიკიანებს და დონიანებს არ იძახებს
გიორგი
საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში დანიელებთან ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ, სამი დღით ადრე, სტამბოლში გუნდის წაყვანა და იქ თამაში????!!!!. კორეელებთან თამაში ასეთ მცრე შუალედში, მეტნაკლებად მისაღები იქნებოდა თუკი თამაში თბილისში ჩატარდებოდა!!!
aburjga
მალის და კაკაბაძის დუეტი მარჯვენა ფლანგზე კი იქნებოდა საინტერესო?! მოსინჯვა ღირდა
გოჩა
ჯიღაურის, დაუშვილის, ანანიძის და ჭანტურიშვილის ნაცვლად მალის, მიქელთაძეს, ხარაიშვილს და ზარანდიას გამოვიძახებდი.
Ladicha
Adre iyo ganugrava tu gaxsovt, verada ver gayides, exlaa da chanturishvils tenian magram verc amas uxerxeben rames. Mokled sanam aseti lofikit iqneba gamodzaxebebi marazmi iqneba sul

ლომებო-ხომ ვიცი და მჯერა ბდღვერს აადენენ და კუდით ქვას ასროლინებენ კიდეც 5-ში კორეელებს.დანიელებზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი,რომ მათთაც მოვუგებთ.
mosexoneli
როგორ საუკეთესო აქედან კარგ ფორმაში გვილია კიტეიშვილი და ვაკო არიან ხარისვილზ ედაგინებულია?ბიჭი სუფთა ევროპულ გამარტულ ფეხბურტს თმაშობს დაFრინავს თავის გუნდში და ტოვებ მერე წუწუნებ 90 წუთი ვრ ძლებენო.ხო დამავიწყდა დვალიც.დანრცნები 90 წუტს არაცერთი არ მზად და მგიტო ვაგებთ ბოლო წუთებზე
ika
ზარანდიას ტოვებ და კვარაცხელიას იძახებ ,ძალიან უსუსურად გამოიყურება რუბინში,აი დავითაშვილი კი საუკეთესოა და ნაკრებსაც იმსახურებს
გაგიკ ბოლო
ჯიღაური მცველი როდის გახდა?! ან ჭანტურიშვილს და დაუშვილს რა უნდათ ნაკრებში?! დაგვერხევა ორივე თამაშში!
va-le
უსამართლობა გერძელდებააააააააა,
levan
ზარანდია სადარი:) დაუშვილი ხო დაბრდღვნის იქაურობას:)
semi
მართლა საუკეთესო შემადგენლობაა, ერთადერთი ზარანდიას დამატება შეიძლებოდა. გამიხარდა რუბინიდან დავითაშვილის გამოძახებაც. რა ეროვნული ლიგა ხალხო? ევრო შესარჩევებს უყურეთ? 15 წუთში მკვდარი იყო დინამოს და საბურთალოს ფეხბურთელები. რა მალი? ერთი ორი ფინტი გააკეთა და უუუუ ავყირტდით ეგრევე. მინიმუმ 4 გოლი იყო პერსონალურად მალის ბრალი რაც გოლები გაუშვა საბურთალომ. შენგელიაც არ უნდა გამოეძახებინა.
მინდია
და ნინუა, რომელიც 40 მეტრის რადიუსიდან 5 დან 4 საჯარიმოს იტანს, ცუდად შეცვლიდა კანკავას?
Rezo
Malis
roma bejanidze
ჩემი აზრით ამ დროისთვის საუკეთესო შემადგენლობააა რაც შეიძლება რომ გამოეძახა, შენგელიას სავარაუდოდ კორეასთან ათამაშებს მეორე ტაიმს. დანარჩენი ყველაფერი რიგზეა, მეტნაკლებად ფორმაში არიან ბიჭები და გვილიასი მეიმედება ძალიან კარგ ფორმაშია და თან თავდამსხმელად კი არა ძალიან კარგ ფორმაში მყოფ ყაზაიშვილის უკან ითამაშებს რაც გვილიას აძლევს ბევრის კეთების საშვალებას, შემადგენლობას შევეცდები გამოვიცნო დანიასთან: მაკარიძე- კაკაბაძე, ხოჭოლავა, კვირკველია, ტაბიძე-დაუშვილი,აბურჯანია-ოქრიაშვილი, გვილია, ლობჟანიძე- ყაზაიშვილი.
ქომაგი
ასე თუ ისე ნორმალური შემადგენლობა გამოიძახა, თუმცა ვერ დავეთანხმებოდი ჭანტურიშვილის და დაუშვილის შემთხვევაში, მირჩევნია ხარაიშვილი მისცემოდა შანსი და ნინუაც ყოფილიყო შეკრებაზე. სხვა მხრივ მეტნაკლებად სამართლიანია.
meechveba
ვა რა მაგარი სასტავია. კუპატაძე, ჭანტურიშვილი, აბურჯანია, ჯიღაური და ა.შ.. მოკლედ ნებისმიერ გუნდს გახევენ. ამ ვაისს ვინმემ გადაუთარგმნოს სტატიები "სპორტალიდან". გაიგებს მაინც, ვის არ ათამაშებენ ტრამვის გამო, ვის ათამაშებენ რეზერვში, ვის საერთოდ არ ათამაშებენ, და სხვა.
Caruzo 9
არ მეზარება და გეტყვით რომ,ჯიღაური ნახევარმცველია, ხოლო დავითაშვილი, კვარაცხელია,შენგელია , პაპუნაშვილი და ლობჟანიძე თავდამსხმელები.
ლაშა
ეეჰ, ახურებს რა ვლადიმერი... ზარანდია, ხარაიშვილი და ნინუა აუცილებლად უნდა გამოეძახა, მე პირადად ამ სამ ფეხბურთელს ძირითადში ვისურვებდი, ამან კიდე გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა. ამას გარდა, მარცხენა მცველის პრობლემა ნამდვილად გვაქვს, ხარაბაძე ჯერ სუსტია დაცვაში, სხვები კიდე უფრო ცენტრალური მცველები არიან და შეტევაში მოიკოჭლებენ. ჩემი აზრით, დღეს ქიმაძე ჩვენი საუკეთესო მარცხენა მცველია, თანაბარია როგორც დაცვაში ისე შეტევაში, თან საკმაოდ ტექნიკურია, გამოძახებას ნამდვილად იმსახურებდა.
რეზი
წავიდეს ვაისი!!! მისი დაყენებული შემადგენლობა და ტაქტიკა არ ამართლებს. მწვრთნელი რომელიც ვერც შეტევას ვერ აძლიერებს და ვერც დაცვას. ცვლილებებს აგვიანებს, რაც უკვე ამაზრზენია.
irakli
ხარაიშვილი და ზარანდია უნდა გამოეძახებინა, მაგრამ ვაისი როგორც ყოველთვის გაუგებრად ტოვებს კარგ ფორმაში მყოფ ფეხბურთელებს ნაკრებს მიღმა
irakli
ხარაიშვილი და ზარანდია უნდა გამოეძახებინა, მაგრამ ვაისი როგორც ყოველთვის გაუგებრად ტოვებს კარგ ფორმაში მყოფ ფეხბურთელებს ნაკრებს მიღმა
გიონატ
ცოტა გაუგებარია როცა ხარაიშვილს და ზარანდიას ტოვებ და ჭანტურიშვილს იძახებ, მიუხედავა იმისა, რომ საბურთალომ მაგრად ჩაისვარა სომხებთან ნიკოლოზ მალს ვიხილავდი ნაკრებში
butxa
ჩაკვეტაძეს არ ყოპნას თუ არ ჩავთვლით საუკეთესო შემადგენლობააა ჩემი აზრით
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა