ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას.

სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10.5 მილიონი ლარია. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება.

სტადიონის მშენებლობა, რომელიც ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს, მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2016 წელს დაიწყო. მისი მშენებლობა 2017 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება ჯამში 20 მლნ ლარს შეადგენდა. თუმცა სტადიონის დადგენილ სტანდარტსა და ვადაში დასრულება ამ დრომდე არ მოხდა; უფრო მეტიც, სამუშაოები უხარისხოდ და ნორმების უხეში დარღვევით შესრულდა.

მშენებლობას კომპანია "დაგი" ახორციელებდა. გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი:

მინდვრის საფარს გარშემო რკინა-ბეტონის ჯებირი აქვს შემოვლებული, რომელთანაც შეჯახებისას ფეხბურთელებმა მძიმე ტრავმა შეიძლება მიიღონ.

ტრიბუნები ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელთა ნაწილი მოედანს კარგად ვერ ხედავს - მათ გვერდიდან ბეტონის კედელი ეფარებათ.

მინდვრის საფარი უსწორმასწოროა და რადგანაც სათანადოდ არ უვლიან, თითქმის გამხმარია.

წყალსადენი სისტემის გაუმართაობის გამო ნაწვიმარი წყალი ტრიბუნებზე გროვდება.

მოკვლევა "ფლანგვის დეტექტორმა" აწარმოა. როგორც "ფლანგვის დეტექტორი" განმარტავს, ზუგდიდის მერიაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მერიაში კი თითქმის ორჯერ გაზრდილ პროექტის ბიუჯეტს სამშენებლო ხარჯებზე მომატებული ფასებით ხსნიან, გამოვლენილ ხარვეზებს კი "საპროექტო შეცდომებს" უწოდებენ.

წყარო: https://odishinews.ge

გელა ნუგზარაშვილი
ქართველების გაკეთებული საქმე ესაა.კორუფცია კი არა თავმოუბმელობა!
levan
ვინც აშენებს არც ქვეყანა უყვართ და არც კანონების ეშინიათ. ცხრაჯერ გასაკეთებელი რო არიყოს ხო შეიძლება. დაგი რო ვიხაც ჩინოვნიკის არის ხო ეტყობა. ფულებს იდებენ საქმე არ კეტდება. არც თხოვენ. ხელფასაც არუხდიდნენ მუშა პერსონალს. სახელმწიფო კი არა კანტორაა.
კახა ქ.
წელიწადზე მეტია მესმის მაგ ბეტონის კედელზე,რომ არ შეიძლება დებულებით.რა გახდა,ბოლოსდაბოლოს მაგის დანგრევა,აშენებაა ძნელი თორე.....მაგი კი არა ბერლინის კედელი დაანგრიეს....
givi
სად სცალიათ კორუფციასთან ბრძოლისთვის. ჯერ ხომ ოცნების მტრებს ებრძვიან...როდის იყო კორუფცია "ოცნების" მტერი?..:))))
ლუკა
როგორც ჩანს, კორუფციასთან და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან საბრძოლველად არ სცალია პროკურატურას. სამაგიეროდ პოლიტიკური დაკვეთების და ბიზნეს ინტერესების მითითებების აღსრულებით არის დაკავებული. ტფუი ამ მთავრობას!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ზუგდიდში ახალი, უეფას III კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დაიწყო
სამი სტადიონის ამბავი: ბათუმში ისევ იმედია, ზუგდიდში პროექტი, რიგშია ჭიათურა
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
ზუგდიდის მერია: სტადიონის მშენებლობა დაიწყო