უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ჯანაშიას ქუჩა N15-ში უკვე დაწყებულია
ცნობილია, რომ ზუგდიდში უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა გადაწყდა. საამისოდ, ტერიტორია ქაღალდკომბინატის დასახლებაში შეარჩიეს, სადაც არენის აშენებას ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის ბოლო წლებსა და 90-იან წლებში აპირებდნენ.

ერთი თვის წინათ, პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტადიონის აშენების თემა ბათუმში ისევ აქტუალური გახდა და შესაბამისი მაკეტები კიდევ ერთხელ წარმოადგინეს. არადა, დიდი ხანია, ამ ორი საფეხბურთო ქალაქის გულშემატკივრებსა და გუნდებს მსგავსი დაპირებებით კვებავენ. სწორედ ამან გამოიწვია, მსგავს ინფორმაციებს გულშემატკივართა მხრიდან მწვავე რეაქცია რომ მოჰყვა...

ეს პესიმიზმი და გაღიზიანება გასაგები იყო, რადგან ბოლო 10 წელიწადში არაერთი სტადიონის მაკეტი და პროექტი წარმოადგინეს, უფრო მეტი დაპირებაც გვახსოვს, მაგრამ მაკეტების პრეზენტაციისა და მშენებლობის დასრულების პროგნოზის გარდა, არაფერი შეგვრჩა ხელთ.

იმავე ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით, საქმე წინ ვერ მიიწევდა. პირველი ტენდერის ერთადერთი მონაწილე რუსეთში რეგისტრირებული კომპანია "ლიტომის" საქართველოს წარმომადგენლობა იყო. მაშინ ზუგდიდის მერიამ კომპანიას უარი არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრა. მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. როცა ტენდერების შემდეგ საქმე ვერ კეთდება, ცხადია, იმედიც კვდება.

მეორეცაა - სტადიონები დიდი ფუფუნებაა და მის აშენებას ფულის გარდა, ცოდნაც უნდა. გულშემატკივართა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საარჩევნო ტრიუკია და მეტი არაფერი. ანუ ჯერ ააშენეთ და "ჰოპლა" მერე დაიძახეთო. აბსოლუტურად მართალია.

ზუგდიდში შედეგიანი მხოლოდ მესამედ გამოცხადებული ტენდერი აღმოჩნდა, რომელშიც ორი კომპანია მონაწილეობდა: "ლიტომი" და შპს "დაგი". საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა და ქალაქის მერიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 9,747 მილიონი ლარია.

ზუგდიდის მერიის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქმე მკვდარი წერტილიდან დაძრულია და უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ჯანაშიას ქუჩა N15-ში უკვე დაწყებულია. სამშენებლო სამუშაოები სამ ეტაპად დაიგეგმა: პირველი - 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა - 2017 წლის 30 სექტემბრამდე. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს.

იმედია, ზუგდიდსა და ბათუმს თანამედროვე სტადიონები ამჯერად მაინც ეღირსებათ და ხალხს ამ ქალაქებში ჩატარებული მორიგი ტენდერების ამბავს აღარ ვაცნობთ. ეს უკვე ხალხის დაცინვა იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

oto
ტყუილი იქნება ისევ
dato
კარგია ყველა გუნდს უნდაქონდეს ესეთი სტადიონი
gizog
დიდი სიხარულით ვულოცავ ზუგდიდელ ფეხბურთის გულშემატკივრებს, ზუგდიდი ყოველთვის იყო ქართველი ფეხბურთელების დიდი სამჭედლო.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ზუგდიდში ახალი, უეფას III კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დაიწყო
სამი სტადიონის ამბავი: ბათუმში ისევ იმედია, ზუგდიდში პროექტი, რიგშია ჭიათურა
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
რა ხდება ზუგდიდის სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით?!