NBA. პლეი ოფი. 1/2 ფინალი: აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალის მეორე მატჩში "მაიამიმ" "ჩიკაგო" სტუმრად დაამარცხა
აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალის მეორე მატჩში "მაიამიმ" სტუმრად დაამარცხა "ჩიკაგო" და საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა. ეს გამარჯვება მატჩის ბოლოს "ჰიტის" ბრწყინვალე დაცვამ განაპირობა - მეოთხედში მეოთხედში "ხარებმა" მხოლოდ 10 ქულა დააგროვეს.

წინა მატჩში სამარცხვინო წაგების შემდეგ "მაიამი" დროულად მოეგო გონს და დაცვითი თამაშის ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა მეტოქეს. სტუმრებმა მხოლოდ 75 ქულა გაუშვეს, აქედან 29 მეორე ტაიმში, ტყორცნების 34.1 პროცენტი ჩააგდებინეს და 20-დან მხოლოდ სამი სამქულიანი გამოაყენებინეს მეტოქეს. ფლორიდელმა სუპერვარსკვლავებმა ყველაფერი დადეს მოედანზე, რათა დაევიწყებინათ გულშემატკივრებისთვის წინა შეხვედრა.

პირველ მატჩში ლუოლ დენგთან წაგებული დუელის შემდეგ ლებრონ ჯეისმა სრულად იძია შური ბრიტანელზე. იმ შეხვედრაში "მეფემ" მხოლოდ 15 ქულა დააგროვა, თანაც საშინელი პროცენტით ისროლა, ახლა კი 21-დან 12 ტყორცნა მოათავსა კალათში, თავად დენგს კი 15-დან მხოლოდ ხუთი ჩააგდებინა - ზუსტად იმდენი, რამდენიც პირველ მატჩში თავად ჩააგდო.

დუეინ უეიდმაც მოახდინა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც შეეხება "დიდი ტრიოს" მესამე წევრს - კრის ბოშს, წინა მატჩთან შედარებით მან მკვეთრად უკლო - პირველ შეხვედრაში 30 ქულა ჰქონდა, ახლა მხოლოდ - ათი. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფორვარდი ჩრდილში იმის გამო მოექცა, რომ მისმა პარტნიორებმა გაილაღეს და არა იმიტომ, რომ ბევრი სროლა ააცილა. ბოშმა ამ მატჩში რვაჯერ ისროლა და ოთხჯერ ზუსტად. სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით კი საუკეთესო იყო ორივე გუნდის რიგებში - "+22". აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დაცვაში ბოში ძალიან საიმედო და სასარგებლო იყო.

შესანიშნავად გამოიყურებოდა ბოშის შემცვლელი უდონის ჰასლემი. ეს უნივერსალი ფორვარდი, როგორც იქნა, სრულად გამოჯანმრთელდა და 23 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.

"ხარების" რიგებში კი ვინმეს გამოყოფა რთულია. დენგზე უკვე გითხარით, ჟოაკიმ ნოა ცუდი იყო, კარლოს ბუზერი - საშინელი, სეზონის MVP-ს დერიკ როუზს კი ამჯერად თამაში არ წაუვიდა. 21 ქულა, 8 შედეგიანი პასი და 6 მოხსნა ერთი შეხედვით კარგი სტატისტიკაა, მაგრამ საშინელი შედეგია 23 ტყორცნიდან მხოლოდ შვიდი ჩაგდება. ეს რეალიზაციის 30.4 პროცენტი გახლავთ. საერთოდაც, მასპინძლების სასტარტო ხუთეული ერთიანად მოექცა ჩრდილში - სარგებლიანობის კოეფიციენტი "-45"-ს უდრიდა. პოზიტიური კუთხით მხოლოდ "ჩიკაგოს" სათადარიგოების - გიბსონის, ბრიუერისა და აშიქის გამოყოფა შეიძლება.

სხვათა შორის, "ჩიკაგოს" მარცხი იმ მომენტიდან დაიწყო, როცა მოედანი თურქმა ცენტრმა დატოვა. ევროპელმა ახალბედამ ნიკაპი იმ დროს დაიზიანა, როცა ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო - 73:73. სათამაშო რჩებოდა დაახლოებით ოთხნახევარი წუთი და დროის დარჩენილი მონაკვეთი ფლორიდელებმა 12:2 მოიგეს. ის, რომ ბოლო ოთხ "ჩიკაგომ" მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, ადგილობრივი პუბლიკისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ახლა უკვე "ხარებს" სჭირდებათ ფსიქოლოგიური შოკიდან გამოსვლა. წინ ორი მატჩია მაიამიში.

აღმოსავლეთი

ჩიკაგო-მაიამი 75:85

26:19, 20:29, 19:23, 10:14

ჩ: როუზი (21+8 პასი+6 მოხსნა), დენგი (13+5 მოხსნა), ნოა (9+8 მოხსნა), გიბსონი (8+3 დაფარება), ბუზერი (7+8 მოხსნა+2 დაფარება), ბრიუერი (7), ბოგანსი (5), კორვერი (3), უოტსონი (2), აშიქი.

მ: ჯეიმსი (29+10 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (24+9 მოხსნა+2 დაფარება), ჰაესლემი (13+5 მოხსნა), ბოში (10+8 მოხსნა), ბიბი (5+4 პასი), მაგლოირი (2), მილერი (2+7 მოხსნა), ენტონი, ჰოვარდი, ჯონსი, ჩელმერსი.

სერია: 1-1

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება