ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.

ლიპარტელიანი პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას შეხვდა და იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ფონსეკამ საპასუხოდ დააგდო. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ფონსეკას მონაწილეობა ლიპარტელიანის დაგდებაში არ მიუღია, თუმცა გამეორებიდან გამოჩნდა, რომ ქართველი მას შემდეგ დაეცა, რაც ფონსეკამ ფეხი დაუდო.

მსაჯებმა ფონსეკას იპონი ჩაუთვალეს. გაასაჩივრებს თუ არა ჩვენი მხარე ამ ეპიზოდს, ჯერჯერობით უცნობია.

Video

30.08.19. ხოსე ფონსეკა - ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი კი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე ჰოლანდიელი მაიკლ კორელი იქნება. ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "სილქ უნივერსალზეა" შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრ იდირს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია.

Video

30.08.19 ვარლამ ლიპარტელიანი - ალექსანდრე იდირი

მეორე წრეში კი ესტონელ გრიგორი მინასკინს იპონით მოუგო. პირველ წრეში ქართველი ისვენებდა.

Video

30.08.19. ვარლამ ლიპარტელიანი - გრიგორი მინასკინი

უკაცრავად და რა უნდა გააპროტესტონ? ან რა უნდა დაუკმაყოფილონ? არც არაფერი გასაპროტესტებელი
giorgi
ვინ გითხრა რომ ევროპაზე ოქრო ვერ მოიპოვა?
11
წელს ვერ მოიგო ევროპაზე ოქრო, მაგრამ ევროპის 3-გზის ჩემპიონია.
გიორგი
ბეგო-იო რა შუაშია შიდა სამზარეულო,ეს ფეხბურთი არაა ეს ინდივიდუალური სპორტია და თუ თავდადებით არ ივარჯიშე ვერაფერსაც ვერ მიაღწევ.
giorgi
100 პროცენტიანი იპონია
Irakli Apkhaidze
რეებს ამბობ კაცო, 4 ევროპა აქვს მოგებული!
ბეგო
ვინც ძიუდოში ოდნავ მაინც ერკვევა იპონი იყო, აქ მსაჯები არაფერ შუაშია,ორივე ბრძოლა უღიმღამოდ დაიწყო და მოიგო.ეტყობოდა ფავორიტი მხოლოდ ფურცელზე იყო...აშკარაა ნაკრების შიდა სამზარეულოშიც არაა მთლად ჯანსაღი სიტუაცია...ლიპო დიდი სპორცმენია ,მაგრამ გული მწყდება 30 წლისაა და ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე ოქრო ვერ მოიპოვა,,,ამას ნიშნისმოგებით არ ვიძახი უბრალოდ როგორც გულშემატკივარს ძალიან გული მწყდება.
სოსო
მისი სამივე ბრძოლა ვნახე და მოდით გულახდილად ვთქვათ,ლიპოს არ ეტყობოდა ბრძოლის წყურვილი,როგორღაც ჩამქრალი ჩანდა და ორი წუთის შემდეგ,უკვე სუნთქვა ჰქონდა არეული.ჩვენ ხომ ვიცით მისი შესაძლებლობები და და ეს,ლიპო არ იყო.არ ვიცი შუადღის ბრძოლებში რას იზავს,მაგრამ ასეთი ჭიდაობით,მედალთან არაფერი ესაქმება.დარწმუნებული ვარ,რაღაც მიზეზი არსებობს.უტიტულო ბიჭებმა,მაგრად იბრძოლეს (ლუხუმსაც მათ რიცხვში ჩავთვლი მაინც,რადგან მხოლდ ამ სეზონში გაიბრწყინა),სტაჟიანებმა და წონებში მსოფლიოს ლიდერებმა კი ერთიმეორის მიყოლებით,ჩემპიონატი ჩააგდეს.თუში ისედაც არ გამოირჩევა სტაბილური საიმედოობით,მეტოქეს თითქმის ყოველთვის აძლევს შანსს და შემდეგღა იწყებს ნამდვილ ჭიდაობას,ახლა უკვე სერიოზულად მეშინია,რომ ისიც უღიმღამოდ იქნება.ფუი ეშმაკს.სამჯერ დავაკაკუნე.ღმერთმა ნუ ქნას და თუშმაც რომ ვერაფერი გააკეთოს და ლიპომაც კიდევ წააგოს,ოქრო და ბრინჯაო,მისაღებ შედეგად ჩაითვლება,თუ ორივემ მაქსიმუმი დადო,მაშინ ცაში აიყვანენ,მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ,რომ ეს ის არ არ არის,რასაც ველოდით.წარმატებები ბიჭებს.
გიორგი
ძიუდოს ყველა მოყვარულს მსურს აზრი ვკითხო და ვთხოვო, იქნებ გავარკვიოთ როგორ შეიძლება რომ ძიუდოს ფედერაციას მოვთხოვოთ (კი არ ვთხოვოთ) მიიღოს ორი წესდება ან შინაგანაწესი ან რა ვიცი რაც გინდა დაარქვან: 1. როგორ უნდა დაკომპლექტდეს ნაკრები (და ვთვლი რომ აქ საქართველოს ჩემპიონატს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება); 2. დისციპლინარული წესდება (თუ წესრიგი არ იქნა კვლავ ასეთი იმედგაცრუებები იქნება ნაკრებში). სამწუხაროა რომ ბევრი სპორტსმენი სწორედ უსამართლობის გამო ანებებს სპორტს თავს. პირდაპირ აცხადებს ჩვენი ძიუდოს ფედერაცია რომ საქართველოს ჩემპიონატი არანაირ ფასეულს არ წარმოადგენს - სპორტსმენმა შეიძლება იგი მრავალჯერ მოიგოს და ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე ვერ მოხვდეს. დაახლოებით ყოველწლიური სტიპენტია/ხელფასების განსაზღვრას ემსახურება.
გიორგი
ლიპარტელიანი საქართველოსაც კი არ ჭიდაობს 100 კილოგრამში. სამწუხაროდ რეალურად კონკურენტიც მართლა არ ყავს ამ წონაში არც მას და არც შავდათუაშვილს. ეს ალბათ არასწორი სელექციის და რა თქმა უნდა ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შედეგია: რეალურად წესდებაც კი არა აქვთ თუ როგორ და ვინ შეიძლება გახდეს ნაკრების წევრი, დისციპლინაზე ხომ საერთოდ აღარაა საუბარი. ღვინიაშვილს რაც შეეხება, ვფიქრობ ყავს რამდენიმე კონკურენტი თუნდაც მარგიანი, ჭრიკიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც წელს საქართველო მოიგო და მარგიანი და ჭრიკიშვილი დაამარცხა.
მარკი
ბრწყინვალე იპონი იყო
ლაშა L.S.R.
პრესკომპერენციაზე ლაღად გამოიყურებოდა და ოქროს მედალსაც "უმიზნებდა". საწყის ეტაპებზეც აშკარად გაუმართლა. ორივე შეხვედრაში მეტოქემ "აჩუქა" ქულა.შარშანდელი ევროპა გამახსენდა. ერთი მომენტიც არის – შარშან ლიპოს ზვიადაურის სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა, წელს კი მის პირად მწვრთნელად "მოგვევლინა". ზურაბი ბევრს კარნახობდა, მაგრამ ლიპო საერთოდ არ იღებდა ყურად მის რჩევებს. ერთი სიტყვით წკეპლა უნდა ამათ, სპორცმენებსაც და მწვრთნელებსაც.
ეჰჰჰჰ...
უკვე ვიცოდი რომ ასეთი სტატიები დაიდებოდა მარცხი ჩაუთვალეს და გასაჩივრებაო. რას ნიშნავს ჩაუთვალეს მარცხი გდება გააკეთა და არ ჩაუთვალეს თუ რამე არ შეუფასეს? :) სანამ ზვიადაური იქნება სეკუნდანტი და სანამ ლიპარტელიანი ნაკრების კაპიტანი იქამდე არაა საშველი ამ ნაკრების :) ფრანგთანაც როგორ მოიგო მიკვირს ქოშინებდა ტიპი
სპორტ ფაზა
რატო არ ვიცი მარა აშკარაა სპორტის უკვე მრავალ სახეობაში უმოტივაციო და გამო-ფეისბუკებული ხალხის მომრავლება.. წადით რა ნუ გვარცხვენთ!!! დაუთმეთ გზა ახალგაზრდებს, რომლებიც მართლა არ წავლენ ტურისტებად მსოფლიოზე ბიჯოო და ილეთს მაინც გააკეთებენ... ფეხბურთში უფრო მეტი ილეთი კეთდება დღეს ვიდრე ჩვენი ძიუდოისტები აკეთებენ..

იყო იპონი. აშკარად..
Michael
ეს შედეგები იმის ბრალია შავდათუაშვილი ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი რომ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე გადიან ტურნირებზე ლამის. დავიჯერო 73 ში სხვა არავინაა რომ სულ შავდათუაშვილი გადის? ან გელა ზაალიშვილი რატო არ შეიძლებოდა 100+ ში გაეშვათ და ეგ წონა გაეყოთ? ჩხვიმიანმა აჩვენა რომ სახელი და გამოცდილება არ იგებს მარტო მედალს. მედალი მაგ ბიჭმა მოიგო სუფთა ქართული დუხით და მონდომებით :)
ხვიჩა
ლიპარტელიანი იყო და რჩება ძალისმიერ მოჭიდავედ, ამიტომაც ის ვერასოდეს ვერ მოიგებს მსოფლიოს და ოლიმპიადას, როგორც ვერასოდეს ვერ მოიგებს მსოფლიოს და ოლიმპიადას ღვინიაშვილი.
semi
როგორ გიყვართ ამ ჟურნალისტებს და კომენტატორებს ძიუდოისტების ბოლომდე გაპრავება, სუფთა იპონი იყო
Kkk
არც ფრანგთან იმსახურებდა ეგ გამარჯვებას, ძლივს სუნთქავდა რას გავდა.ან ეს ზვიადაური სადაური სეკუნდანტი გამოაცხვეს?დდ
zaza
ჩხვიმიანის დიდი წარმატებას თუ არ ჩავთვლით ნაკრები ძალიან სუსტათ გამოიყურება! თავიანთი შესაძლებლობების 10% ვერ აჩვენებს! ნაკრებს უნდა ყავდეს ერთი ძლიერი მწვრთნელი შეკრებებს უნდა გადიოდნენ ერთად და ერთ გუნდათ ჭიდაობდნენ!!!! სხვა შემთხვევაში შედეგი არ დადგება! პირადათ ჩემთვის ლიპო ბრინჯაოს აიღებს თუ მეშვიდე ადგლიზე გავა დიდი მნიშვნელობა არ ააქვს იმიტომ რომ ვიცი მისი შესაძლებლობები და მისგან მხოლოთ ოქროა დადებითი შედეგი! ხვალე წარმატებები ჩვენს ლიდერს თუშის!
ოკრიბელი
იპონიც იყო და ძალზედ უსუსური ლიპოც... თვითონ ამბობდა, სულ სხვააო, თავად იაპონიაში რომ გაიმარჯვებო და ასეთი მოუმზადებელი, ტლანქი, უნიათო და სიქა გამძვრალი ვარლამა, მე არ მახსოვს. ეს ალბათ ტატამის გარეთ, კულუარებში სისტემატური "ჭიდაობის" ბრალია. არადა როგორ კარგად მიდიოდა ყველაფერი. ადამიანის დამარცხება მაქვს მხედველობაში და არც იაპონელი ბრწყინავს
11
მოგვწონს თუ არა, იყო იპონი.
ვვვ
რა უნდა გაასაჩივრონ?.. მთავარია, ფედერაციაში დაალაგა ყველაფერი :/
DAVE
არა რა, უნდა შეუწყვიტოს სახელმწიფომ ძიუდოს დაფინანსება :)
jiji
ძალიან სუსტად იჭიდა,პრონციპში არც იყო ფავორიტი
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..