საქართველოს 18-წლამდე 7-ქალა ნაკრები დღეს გამთენიისას პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს.

წელს ტურნირი ერთ ჯგუფად იმართება და ქართველ გოგონებსაც ელიტარულ გუნდებთან მოუწევთ თამაში. 16 ნაკრები ოთხ ჯგუფშია განაწილებული და საქართველო "გ" ჯგუფში ირლანდიის, შოტლანდიის და ლატვიის ნაკრებებთან მოხვდა; "ა" ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია და ჩეხეთი განაწილდნენ; "ბ" ჯგუფში ინგლისი, უელსი, ბელგია და უკრაინა; ხოლო "დ" ჯგუფში რუსეთი, ესპანეთი, შვედეთი და პოლონეთი.

ქალაქ იაროცინში ჯგუფური ეტაპის მატჩები 31 აგვისტოს, საქართველოს დროით 12 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 13:28 საათზე ირლანდიასთან გამართავს; 16:46-ზე შოტლანდიას ეთამაშება; ჯგუფურ ეტაპს კი 20:04 საათზე ლატვიასთან მატჩით ასრულებს.

1-ელი სექტემბერი ფლეი ოფების დღეა და ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გადის, ხოლო დანარჩენები მე-9-მე-16 ადგილებს გაითამაშებენ. პოლონეთში ყველა გუნდს 6-6 თამაშის ჩატარება მოუწევს.

პოლონეთში ითამაშებენ:

მარიამ სიხარულიძე, ლიკა ბჟალავა, ლიკა ტოტოჩია, სალომე ჩხაიძე (ყველა თბილისი), რუსუდან რუსიშვილი, ინგა კაზაროვა, ნათია გოგოლაშვილი, მარიამ ჟორჟოლიანი (ყველა ქუთაისი), მარიამ ბერაძე, მარიამ გუგუჩია (ორივე ზუგდიდი), ნინო მელუა, ნინო მეფარიშვილი (ორივე ოზურგეთი).

მწვრთნელები: ტიხონ ხახალეიშვილი, ვლადიმერ დოლაბერიძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

ექიმი: ოთარ თაბაგარი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას