ჩემპიონატის სისტემის შეცვლა მოედნებზეა დამოკიდებული
კლუბებთან შეხვედრის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციიის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მედიისთვის საგანგებო პრესკონფერენცია გამართა:

- აზრთა სხვადასხვაობას წინასწარ ველოდი, რადგან კლუბები კატასტროფულ მდგომარეობაშია. აღმასკომზე საკითხის განხილვა გადაიდო, პროექტი დაიხვეწება და კლუბების წარმომადგენლებთან ერთად კვლავ განვიხილავთ. მოწინააღმდეგები უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდას პრინციპულად არც ეწინააღმდეგებიან, თუ მოედნები გაკეთდება, სიამოვნებით დაგთანხმდებითო. ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კი ითქვა, რომ მოედნებისთვის თანხა გამოიყოფა.

რაც შეეხება თავად პროექტს, მიამჩნია, რომ ახალი ფორმატი ჩვენს ჩემპიონატს მეტ პრესტიჟს შესძენს და საფეხბურთო ქალაქების გეოგრაფიასაც გაზრდის. ფაქტია, რომ რაიონებში მეტი მაყურებელია, ვიდრე თბილისში - "დინამოს" შეხვედრებსაც კი 500 გულშემატკივარი ესწრება, როდესაც ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ფოთში სტადიონები ივსება.

ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების დასაქმებაც. საბჭოთა საქართველოში 25 ათასი ბავშვი ვარჯიშობდა, ახლა 17 ათასი, ანუ 8 ათასი დავკარგეთ, ბავშვები კი გუნდების სიმცირის გამო თამაშს თავს ანებებენ. ეს პრობლემაც გახდა ახალი პროექტის საფუძველი, რათა მეტმა ითამაშოს და მეტი გაიზარდოს.

იკითხეს, 44 შეხვედრა თუ ჩატარდა, ფეხბურთელები ძალების აღდგენას როდის მოასწრებენო. როდის ასწრებენ ინგლისში, გერმანიაში? წამყვან გუნდებს 50-მდე მატჩის გამართვა მოუწევს, ფეხბურთელი ყველაზე კარგად თამაშებით იზრდება.

- ბრძანეთ, რომ ოთხი კომპანია მზად არის, ეროვნულ ჩემპიონატში ფული ჩადოს. რომელ კომპანიებს გულისხმობდით?

- ეს საკითხი 99,9 პროცენტით გადაწყვეტილია, ლაპარაკია მილიონლარიან საპრიზო ფონდზე, მაგრამ ჯერ მათ ვერ დავაკონკრეტებ. ამას გარდა, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღოს კლუბების ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილი და ისინი დიზელის საწვავით მოამარაგოს. ამას გარდა, ვეძებთ სასტუმროებს, რომლებიც უმაღლესი ლიგის მატჩებამდე გუნდებს შედარებით იაფად მოემსახურებიან.

- რეგლამენტის დარღვევას არც ადრე მოუტანია შედეგი. არ ჯობდა სეზონის დასრულების მერე წარგედგინათ? სახელმწიფოს კარნახი ხომ არ იყო ასეთი სიჩქარის მიზეზი?

- სახელმწიფო არაფერ შუაშია, უბრალოდ, საფეხბურთო მეორნეობას ბევრ ქალაქში მიხედეს. მაგალითად, გორში ახლა კიდევ სამ მოედანს და სტადიონს აკეთებენ, "სოკარი" ორ მოედანს მოაწყობს, გარემონტდება "ლოკომოტივის" სტადიონი. ამ მოედნებს ვინ მოუვლის, გუნდები თუ არ იქნება? ახლა ვეღარ განმეორდება ის, რაც ამ ჩემპიონატში ხდებოდა, პირველი წრის შემდეგ გუნდები უფულოდ რომ რჩებოდნენ. მაგრამ ჯერ არც ვიცით, მიიღებს თუ არა აღმასკომი ამ პროექტს. თუნდაც ლიცენზირების კომიტეტი ყველა გუნდს მისცემს ლიცენზიას? ამიტომ გვაინტერესებდა კლუბების პოზიციების მოსმენა.

- სულ რამდენი ლიცენზირებულია კლუბია?

- ძალიან ცოტა, ბევრს ეროვნული ლიცენზიის მიღებაც უჭირს, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად უნდა შეიცვალოს.

- ახლა რომელ სტადიონზე კეთილმოეწყობა მოედნები?

- სამტრედიაში, ფოთში, ქობულეთში, გორში. ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში თუ არ გადმოვა, ეს არ ნიშნავს, რომ აჭარაში ფეხბურთის განვითარებაზე არ ვიზრუნოთ.

- რატომ გადაწყდა ჩემპიონატის ჩატარების სისტემის შეცვლა, სახელმწიფოსგან დაფინასების მყარი გარანტია მიიღეთ?

- უცებ არ მოგვიგონია, ამ პროექტზე ექვს თვეზე მეტია ვმუშაობთ. სახელმწიფო ფეხბურთში დიდ თანხას ხარჯავს და ჩვენი სურვილია, ეს ფული იქ გადანაწილდეს, სადაც საქმე კეთდება. სახელმწიფოს რაც შეეხება, ფეხბურთის განვითარებაზე პრეზიდენტმა ილაპარაკა.

ბოლოს, ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელმა ჩვენი საერთო საფიქრალი გააჟღერა:

- ჩემპიონატის სისტემის შეცვალსთან დაკავშირებით განცხადებას რომ აპირებდით, მხოლოდ ტელევიზიები გააფრთხილეთ. ჩვენი მოწოდება იქნება, ნუ გამოტოვებთ ბეჭდვით მედიას, რადგან ქართული ფეხბურთისთვის არავისზე ნაკლებ არ ვზრუნავთ.

- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ კითხვა მე არ მეხება, ამის თაობაზე ჩვენს პრესსამსახურს მიმართეთ.

kaxa
ესენი საქართველოში ფეხბურთს მთლად მოსპობენ
daviti
ექვსი თვე თუ მუშაობდი ამ პროექტზე,იქნებ ისიც გვითხრა ამ 12 გუნდს ფული ექნებათ და საიდან?თუ მოედნები ექნათ და ფული ისევ არა,როგორ ფიქრობთ ფეხბურთიდან იმ 5 (აქედან 4 30წელს გადაცილებული)ფეხბურთელის სამუდამო დისკვალიფიკაცია არის გარანტია რომ ასეთი აღარ განმეორდება?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა