კარსმომდგარი მსოფლიო თასის წინ გულდასაწყვეტი ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან პირველ რიგში არა წაგება (10:44), არამედ არადამაჯერებელი თამაში იყო. შოტლანდიის რაგბის კავშირმა ამ შეხვედრას მიმოხილვა მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს.

"შოტლანდიამ წელს პირველი გასვლითი გამარჯვება თბილისში საქართველოსთან მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატის მომზადების ფარგლებში შოტლანდიას უნდოდა თავი გამოეცადა ქართველებთან ბრძოლაში და ზოგიერთი ელემენტი დაეხვეწა.

საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ტიერ 1-ის წარმომადგენელთან სურდა დაემტკიცებინა თავისი რაობა და ჩვენს გუნდს გულშემატკივართა მგზნებარე მხარდაჭერით დაუხვდა. თუმცა, მეტოქის არაორგანიზებული თამაშიდან გამომდინარე, შოტლანდიამ თავისი თანმიმდევრული, შემოქმედებითი ასპარეზობით კონტროლი დაამყარა და მალე ეს ტაბლოზეც აისახა.

სტუმართათვის ეს კარგი ვარჯიში და განწყობის ამაღლება გამოდგა, ხოლო მასპინძელთათვის 6 ერის წარმომადგენლის ძლევის იშვიათი და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ლელოდან ოთხი ისეთმა მორაგბეებმა დადეს, რომელთაც აქამდე ეროვნულ გუნდში გატანილი არ ჰქონდათ".

გურია
რას ეწევი ძამა ამფერს?!..
ალეკსანდრე
სწორედაც მწვრთნელის მოვალეობაა გუნდში დისციპლინის გამკაცრება და ორგანიზება
კოტე
44:10 სწორედ ის შედეგია, რა განსხვავებაც არის ჩვენს და შოტლანდიელ მორაგბეებს შორის. მწვრთნელი, რომელიც სულ რამდენიმე შეკრებაზე ხვდება სპორტსმენებს, მაქსიმალურად ცდილობს შეკრას გუნდი, თუმცა კლასს შორის განსხვავება ისევ დიდია. თუ უმაღლესი დონის ნაკრებებთან(6 ერის გუნდები, აგრეთვე ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა) მუდმივი შეხვედრები, ყოველწლიურად 4-5 თამაში არ გვექნა, კლასს ვერ ავიმაღლებთ. წარმატებები ბიჭებს.
ტარიელი
რაც ამ 2 თამაშიდან გამოჩდა ნაკრებს მწვრთნელი ს ხელი არ ეტყობა ტაკტიკურად და ტექნიკურად გუნდი არ არის მომზადებული: აუტი, ფეხით თამაში, დაცვა და აშშ!!! ამის და მიუხედავათ ჩვენი ბიჭები მსოფლიოზე თავის სათქმელს იტყვიან იმიტომ რომ უყვართ თავის ქვეყანა და თავისი ხალხი !!!! გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ საქართველოს საამაყო შვილები იყავით ხართ და მომოვალშიც დარჩებით !!! :) იმედია ფედერაცია სწორად შეაფასებს დაშვებულ შეცდომებს და მაღალი დონის სპეციალისტს მონახავენ ვისაც ექნება სანაკრებო გამოცდილება და პიარზე და მხოლოდ ლაყბობაზე არ იქნება გადასული!!!! წარმატებები ჩვენს ბიჭებს :)
Xerxi1xxxxxxxx
დაანებეთ ამ 6ერს თავი დავაი ოკეანეთში და ცოტა ხანში V*X#### თ ამათ ყველაზე მეტად მაგის ეშინიათ, ეს 6ერი არი სატყუარა რომელზეც თავი უნდა გვაჯახუნებინონ და ყურადღება გადაგვიტანონ ... ოკეანეთი არის ყველაზე ნაღდი ვარიანტი და დიდი საფრთხე “ელიტისთვის“ იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია იქ ისე მოვემზადოთ რომ მერე ესენი აქ V*X#### ოთ
Best
აუაორგანიზებული გუნდი 2 კვირით ადრე მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მილტონ ჰეიგმა გუნდი მოუმზადებელი იწყება მსოფლიო ჩემპიონატს !!!!!!
გურია
55%-ით უკეთესები ვართ.. გუშინ გუნდს მწვრთნელი არ ყავდა!
სოსო
სტატისტიკა მრავლის მეტყველია.შოტლანდიას სამჯერ ვეთამაშეთ და ყოველი მომდევნო,უფრო დიდი ანგარიშით წავაგეთ.აფრიკელებთან და გუშინდელ თამაშში,ვერც ერთი შეტევა ვერ მოვიგერიეთ,ყველა შეტევიდან ქულები წაიღეს და თუ აფრიკელებთან ბოლო წუთებში ფიზიკური ზეწოლით მატჩის შემობრუნება კიდევ შევძელით,შოტლანდიამ აშკარად მიგვითითა,რომ ვუკრავთ და თითებს არ ვაყოლებთ.თითქოს ფიზიკურად ბოლომდე გავუძელით,მაგრამ დიდ სიჩქარეებზე თამაშის ტექნიკა და ჩვევა არ გვკმარა.ისინი შეტევაზე ნიაღვარივით მოდიან,ჩვენ კი შესქელებული ლავასავით მდორედ ვუტევთ და ვერ ვარღვევთ ხაზს.სრულიად აშკარაა,რომ თუ არ გახშირდა და სისტემატური ხასიათი არ მიეცა ძლიერ გუმდებთან თამაშს,რეგრესი უკვე იგრძნობა და მას თავიდან ვერ ავიცილებთ.ეს,ჰეიგის ბრალი არ არის,ეს ასეთი თამაშების უპრაქტიკობის ბრალია.კიდევ უფრო ცუდია,რომ შერკინებაშიც დავკარგეთ აშკარა დომინაცია და ეს ნაკრებს,მთავარ საყრდენს ურყევს.კარგია,რომ სერიოზული ტრავმა,თითქოს არავის მიუღია.ძალიან კარგია,რომ უკვე ორი თამაში ვითამაშეთ სწრაფ გუნდთან და კიდევ ერთი გვექნება.ეს დაგვეხმარება მაღალ ტემპთან შეგუებაში,მაგრამ არა იმდენად,რომჩვენი ჯგუფის ბობოლებთან მოგებაზე გავიქაჩოთ.
შოკირებული გულშემატკივარი
ტემპი მოსამატებელია და ჰეიგი 20 სექტემბრამდე ამას როგორ შეძლებს იმაზე იქნება დამოკიდებული იაპონიაში ჩვენი თამაშის ხარისხი

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის ჩვენი მაქსიმუმი. ეხლა ის არის მთავარი, რამდენად მიგვყვება ფიზიკური მომზადება ფიჯისთან შეხვედრამდე. როცა წერენ არაორგანიზებული იყო მეტოქეო, იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელის ბრალია. თამაშის შემდეგ სხვა დასკვნას ვერ გამოვიტანთ - ხარვეზები თამაშიდან თამაშამდე ჩნდება,მაგრამ გამოსასწორებლად დრო უკვე აღარ არის. აშკარაა, რომ გუნდს უკანა ხაზში სჭირდება მომატება, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში . გორგოძის დაბრუნება კარგია, მაგრამ გამოსავალი ეს ნამდვილად არ არის
კახა
ესეიგი რაგბის მცოდნეებო ფედერაციაში არაორგანიზებულობა ნიშნავს ბატონმა მილტონმა გუნდი ვერ შეკრა ვერ დაალაგაო ეხლა მთავარი სამწუხაროდ ძალიან ჩამოვრჩებით სისწრაფეებში ამიტომ აყოლა არაფერს გვარგებს (გამოჩნდა ამ თამაშში) ჩვენი ტაქტიკა უფრო შეზავებული აგრესიულობის ზღვარზე უნდა ჩავითრიოთ მოწონაადეგეები ხშირ კონტაქტში ჩვენებს უნდა ვასწავლოდ რომ ეკაკგურონ დაანგრიონ სიქა გამოაცალონ რომ სირბილის ხასიათი გაუქრეთ უკვე შრკინებაში აღარ მოგვყვებინ შეაგდებენ და სწრაფად გამოაქვთ არ გვებრძვიან ცდილობენ ხრიკებით თავი აარიდონ ამიტომ ჩვენი შერკინებები ინდა გავწელოთ კაჯგურში ჩავითრიოთ სიქა გამოვაცალოთ შებოჭვაც მაქსიმალურად აგრესიულად კარიმის ზღვარზე დახეთქება მივანგრიოთ სიქა გამოაცალეთ თორემ ხო ხედავთ დარბიან და ვერ ვეწევით ჭკვიანი მწვრთნელი გვჭირდება შეირჩიოს ხოლმე მოწონააღმდეგეს ტაქტიკა ზუსტად მამუკა რომ თამაშობს ისეთი გვჭირდება მინიმუმ 3-4 კაცი მაჩხანელის განთქმული შებოჭვა კოლელიშვილიც აღარ გვყავს მსოფლიოზე მამუკას როლი უნდა გავზარდოთ მოთამაშე მწვრთნელი გ იფრო სწორად დაალაგებს გუნდს
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო