3 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე საოცარი ამბები მოხდა: გერმანია დომინიკელთა რესპუბლიკის გუნდთან 68:70 სენსაციურად დამარცხდა და ევროპული ნაკრებებიდან პირველმა დაკარგა მეორე ეტაპზე გასვლის შანსი, ხოლო საბერძნეთი ბრაზილიას 17 ქულით უგებდა და საბოლოოდ 78:79 წააგო. სათამაშო დღის მშვენება კი უთუოდ აშშ-თურქეთი გახლდათ.

NBA-ს ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულ Dream Team-ს ოფიციალურ მატჩებში აქამდე ოვერტაიმში არ უთამაშია. ისინი 15 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ თურქები, რომელთა შემადგენლობაში ატლანტიკის ორივე მხარეს მოთამაშე კალათბურთელები არიან, არ შედრკნენ და მესამე პერიოდის დასასრულს დაეწივნენ მეტოქეს, ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წამით ადრე კი წინაც გავიდნენ - 81:79. შემდეგ ოსმანმა ტატუმის სამქულიანის სროლისას ჯარიმა აიკიდა (არადა, ვერ აგდებდა), ამერიკელმა სამი საჯარიმოდან ორი გამოიყენა და დამატებითი დრო დაინიშნა.

ოვერტაიმში თურქები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ ნერვიულობამ იჩინა თავი - 9 წამით ადრე 92:91-ს იგებდნენ, ჯერ ბალბაის აუკანკალდა საჯრიმოებისას ხელი, მერე ოსმანს, სამაგიეროდ, საპასუხო შეტევისას ამერიკელებმა საჯარიმოების სროლის უფლება მოიპოვეს, მიდლტონმა ორივე გამოიყენა და გაიმარჯვეს.

გამოჩნდა, რომ აშშ-ის ნაკრები, რომლის შემადგენლობაში თამაში რიგმა სუპერვარსკვლავებმა არ ისურვეს, სულაც არაა დაუმარცხებელი. თურქეთი არ გახლავთ ტურნირზე ყველაზე ძლიერი ნაკრები და ამის გათვალისწინებით, სენსაციებს უნდა ველოდოთ. ვნახოთ.

"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით
"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება
გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?
თურქების პროტესტი ამაო გამოდგა - ფიბამ გადათამაშებაზე უარი უთხრა
ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]
სენსაცია. გერმანიამ აშშ-ს მოუგო - ევროპული ფინალი გველის
აშშ-მა იტალია გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა
17 წლის შემდეგ პირველად აშშ-ის ნაკრები ოლიმპიადაზე დამარცხდა
სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ