საქართველოს ეროვნული ნაკრები კორეის რესპუბლიკის გუნდთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. სტამბოლში ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღეს 25 ფეხბურთელთან ერთად ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი უკვე ორი დღეა ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარეობს. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ქართველი ფეხბურთელები თამაშის მასპინძელ საფეხბურთო კლუბ ფათიჰ თერიმის სახელობის ბაშაქშეჰირის სტადიონზე 4 სექტემბერს გამართავენ.

სტამბოლში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოვა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის გააგრძელებს მზადებას. მოგეხსენებათ, გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას დანიის ეროვნულ ნაკრებთან ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. ამ დროისთვის ნაკრების კაპიტანი კორეასთან მატჩისთვის ემზადება.

საწვრთნელ პროცესში დღეს პირველად მონაწილეობდა "დინამო თბილისიდან" თურქულ "ქონიასპორში" გადასული ლევან შენგელია. 23 წლის ფეხბურთელი კიდევ ერთ დებიუტანტთან, ზურიკო დავითაშვილთან ერთად მოახლოებული ორი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია კიდევ 12 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი (ორივე დინამო, ბათუმი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო, თბილისი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ლუკა ზარანდია (ზულტ-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი, 17:30 (თბილისის დროით)

სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

კორეის რესპუბლიკა - საქართველო

8 სექტემბერი, 20:00

თბილისი, დინამო არენა, ევრო 2020 | საკვალიფიკაციო ეტაპი

საქართველო - დანია

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

დათო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე არის ჩანიშნული კორეასთან დღევანდელი თამაშის ტრანსლაცია, დრო 17:20 წარმატებები ბიჭებს!!!
x.x
არასწორია თურქეთში თამაში როცა ფაქტიურად 2-ი დღე გრჩება დანიასთან თამაშამდე, ამხელა გზა, სხვანაირი კლიმატი და ბოლოს კორეა არ არის დანიის მსგავსი გუნდი.
რეზი
ვაისი სათანადოდ არ იყენებს რესურსს!!! თუ გუნდი ამ ორ მატჩში შერცხვება მაყურებელმა მწვრთნელს ჭკუა უნდა ასწავლოს. ჭიაბრიშვილს უამრავმა ადამიანმა მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო ვაისზე არავინ ხმას არ იღებს. ჭიაბრიშვილმა შეცდომა აღიარა და ბოდიში მოიხადა, ხოლო ვაისი რაღაც სისულელეებზე იწყებს ლაპარაკს. წინა შეხვედრაზე თქვა იგივე შემადგენლობას დავაყენებდიო. ეს კაცი მაყურებელს აბუჩად იგდებს.
12345
თურქეთში რატომ თამაშობენ?
აჩი
კორეასთან მატჩის ტრანლაცია თუ იგეგმება?
გოგა
დანიას და ირლანდიას შინ ვეთამაშებით რაღაც მიზერული შანცი არსებობს და სამი დღით ადრე თურქეთში ამხანაგური რა ჩემ ფეხებად ჭირდებოდათ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა