ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტ უორიორსის" კონსულტანტი რომ გახდა, ვიცოდით, თუმცა დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს კალიფორნიულ კლუბში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა და ინტერვიუ NBC Sports-ს მისცა.

"შესანიშნავი დღეა "უორიორსში" ახალი ეტაპის დასაწყებად. აქაურობა რამდენიმე თვის წინ დავტოვე და მიუხედავად იმისა, რომ "პისტონში" ვთამაშობდი, ამ პერიოდს ხანგრძლივი შვებულება შეგვიძლია დავარქვათ. შესანიშნავია დაბრუნება. ძალიან ბევრი ნაცნობი სახეა, თან, ახალ სამსახურში ყოფნის პირველი დღე მაქვს და ძალიან მიხარია.

გასახდელში შევიარე და იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელის სახელია. ზოგიერთს ადრეც უთამაშია ლიგაში, ზოგისთვის ეს პირველი სეზონი იქნება. შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ გამოიყენონ ეს მომენტი და ჩემპიონის კალიბრის გუნდში თამაშისგან სიამოვნება მიიღონ.

დარწმუნებული ვარ, სტივ კერი ამ კალათბურთელებს სწორად გამოიყენებს და მომავალ წელს კარგი სეზონი გვექნება.

ამასთანავე, გუნდში ისეთი მოთამაშეები არიან, როგორებიც დრეიმონდი, კარი და ტომპსონია. კლეის ვესაუბრე, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, თან ბეისბოლის თამაშზე მისი საცეკვაო მოძრაობებიც ვნახე და ერთი რამ დარწმუნებით ვიცი, თავს შესანიშნავად გრძნობს.

ახლა კონსულტანტი ვარ და თან, მასთან შეჯიბრება იქამდე არ შემიძლია, სანამ დაბრუნებას არ მოახერხებს. თუმცა თავის დროზე უკვე დავამარცხე და კლეის მეორე შანსი აღარ ექნება (იცინის).

ჯერჯერობით არ წამომიდგენია კალათბურთის, ვარჯიშის გარეშე ცხოვრება. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებდი. სიმართლე რომ გითხრათ, თუ საჭირო გახდა, რამდენიმე წუთის სათამაშოდ მზად ვიქნები. თუმცა ვიცი, რომ ეს ჩემთვის ტრანზიციის პერიოდია. ჯერ ბოლომდე არ ვარ მზად კონსულტანტის პროფესიისა და მოვალეობებისთვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ დრო ამაში დამეხმარება. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მივიღე შანსი, ძალიან წარმატებულ კლუბში ვიმუშაო", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 16 სეზონი გაატარა. ჩაატარა 1171 შეხვედრა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ ჩემპიონობა ორჯერ მოიპოვა, ორივე შემთხვევაში "გოლდენ სტეიტთან" ერთად. გასული სეზონი "დეტროიტ პისტონში" გაატარა და წელს კარიერაც დაასრულა.

Status quo
კარგი ნაბიჯია მწვრთნელის კარიერის ასაწყობად, თუ აქ პოლიტიკაში არ უნდა მოსვლა სხვებივით. წარმატებები ზაზა, შენს გზაზე.
ბებია ეპრაქსინე
უტვინო მეტიჩრები აბობოქრდნენ. წარმოუდგენლად გასახარია უორორსში, სტივ კერის ასისტენტად მუშაობა. კერი ადრეც ამბობდა, ზაზა ძალიან ჭკვიანია და მისგან შესანიშნავი მწვრთნელი დაგებაო. კერი აღიარებულია, როგორც ჯადოქარი მწვრთნელი და არის უაღრესად განათლებული. მამამისი იოჰანესბურგის პრესტიჟული, ამერიკული უნივერსიტეტის რექტორი იყო. მაგრამ, თქვენ დიდი ბოდიში, კლავიატურაზე ცოფიანი მოტყლაპუნეების კურსები გაქვთ გავლილი და აბა ვინ გაგეჯიბრებათ. კახას თავი დაანებეთ ნაცარქექიებო, თუმცა არც არც ნაცარქექიად ვარგიხართ. სხვათა ლუკმის შემყურეებო, საცოდავებათაც აღარ ვარგიხართ.
777
ზაზუკას ისედაც ქონდა ცხოვრება აწყობილი!!!

ეს ჭკუიდან გადასული შტატნი ტროლი რათქმაუნდა იქ იქნება თავისი ფეიკური ნიკების არმიით სადაც ფაჩულიაა.
albat
მაგის დროც მოვა, ჯერ მასე ჯობია :)
Tom
აქეთ კალაძემ არქი დეველოპმენტი გადაუფორმა და აიწყო ცხოვრება ზაზუკამ
ddgfdf
აზრი არ აქვს თუ ქართულ კალათბურთს არ გამოგვადგება?
Status quo
ჭკვიანი ბიჭი, კალაძესავით პოლიტიკაში კი არ შეეტენა.
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ტიმბერვულვზმა" "კლიპერსი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
სანდროს მორიგი მაგარი მატჩი "სპურსის" შემადგენლობაში - "სან ანტონიო" "იუტასთან" დამარცხდა [VIDEO]