"ბორჯღალოსნები" 9 სექტემბერს იაპონიაში ჩავიდა, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს - მასპინძლები ჩვენს გუნდს პლაკატით დახვდნენ: "GO Georgia, მიაწვა".

მსოფლიო თასი წელს მეცხრედ იმართება (1987 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ) და მას პირველად მასპინძლობს ეგრეთ წოდებული ტიერ2-ის ქვეყანა. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს (2003 წლიდან) თამაშობს და მიზნად ოთხი წლის წინ ნაჩვენები შედეგის გამეორება დაისახა - ორი თამაშის მოგება.

პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი პირველობისთვის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იბრძოლებს. ისინი ოთხ 5-გუნდა ჯგუფში არიან განაწილებულნი, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გადის, დანარჩენები კი ტურნირს ასრულებენ. ჯგუფის ოთხივე მესამეადგილოსანი, თასის მეოთხედფინალისტებთან ერთად, 4 წლით ადრე იბევებს 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს.

იაპონიაში, "ა" ჯგუფში ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, რუსეთი და სამოა ითამაშებენ; "ბ" ჯგუფში ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, იტალია, ნამიბია და კანადა მოხვდნენ; "გ" ჯგუფში ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ და ტონგა ითამაშებენ; "დ" ჯგუფშია საქართველო - ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად.

პირველი შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე, ქალაქ ტოიოტაში უელსთან გვაქვს; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე, კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს, ასევე 09:15 საათზე, ოსაკაში ფიჯის შევხვდებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე, შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

მოსამზადებელი ეტაპი
"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასისთვის მზადება 24 ივნისს დაიწყო და სამი ურთულესი ეტაპი გაიარა. პირველი, ფიზმომზადების 3-კვირიანი ეტაპი "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ჰქონდათ; მეორე, ასევე ფიზმომზადების 3-კვირიანი ეტაპი - თურქეთში, ანტალიაში; მესამე ეტაპზე გუნდი კომბინაციებს და სათამაშო ელემენტებს ამუშავებდა და სამი გასახურებელი თამაში ჰქონდა.

27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" პრო 14-ის სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი "საუზერნ კინგსი" გვეწვია და დასკვნით 12 წუთში გატანილი 3 ლელოთი 24:20 დავამარცხეთ; 31 აგვისტოს "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს დავუხვდით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ტიერ1-ის ნაკრები ჩამოვიდა და მეტოქემ 44:10 გაიმარჯვა. 6 სექტემბერს შოტლანდიას უკვე ლეგენდარულ "მარიფილდზე" ვეწვიეთ და კლასით მაღლა მდგომმა მეტოქემ აქაც გაიმარჯვა - 36:9. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ტიერ1-ის ქვეყნის ნაკრებთან ითამაშა.

"ბორჯღალოსნებს" 8 სექტემბერს ლონდონის აეროპორტში შეუერთდა ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელსაც სანაკრებო კარიერა სამი წლის დასრულებული ჰქონდა, თუმცა ტრავმების ფონზე მორაგბეების თხოვნა გაითვალისწინა და ნაკრებს დაუბრუნდა.

იაპონიაში "ბორჯღალოსნებს" საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი თემურ ლეჟავა, ასევე, საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.

ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ ჩვენს მომავალ მეტოქეებსაც. უელსმა ოთხი მოსამზადებელი ტესტ-მატჩი გამართა - ორ-ორჯერ ინგლისთან და ირლანდიასთან. პირველ შეხვედრაში მათ ინგლისმა 33:19 სძლია, 17 აგვისტოს კი იმავე მეტოქესთან რევანში შედგა. უელსმა 13:6 იმარჯვა და ერთი კვირით მსოფლიო რაგბის რეიტინგის სათავეში მოექცა. ირლანდიამ "დრაკონებს" სტუმრად 22:17 სძლია, ხოლო შინ 19:10 დაამარცხა და რეიტინგის სათავეშიც თავად აღზევდა.

სამი თამაში ჰქონდა ურუგვაის. მათ პირველ შეხვედრაში სამხრეთ ამერიკის XV (ნაკრები) 24:20 დაამარცხეს, მერე ბრაზილიას 43:5 სძლიეს, ხოლო 7 სექტემბერს არგენტინის მეორე ნაკრებთან 24:35 დამარცხდნენ.

ფიჯიმ ივლისის თვეში ახალზელანდიელ "მაორებთან" ორი ტესტი გამართა და პირველში 27:10 იმარჯვა, ხოლო მეორეში 17:26 დამარცხდა. მერე ის წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩაერთო და იაპონიასთან 21:34 დამარცხდა, კანადასა და სამოას კი, შესაბამისად, 38:13 და 10:3 სძლია. 31 აგვისტოს ფიჯელები ტონგას ეთამაშნენ და 29:19 დაამარცხეს.

ავსტრალიამ ზაფხულის პირველი სამი მატჩი ოთხი ერის, იგივე რაგბი ჩემპიონშიფის ეგიდით გამართა და სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად 17:35 მარცხის შემდეგ, შინ არგენტინას 16:10, ხოლო ახალ ზელანდიას 47:26 სძლია. ერთ კვირაში "ოლ ბლექსმა" უკვე "ბლედისლოუსთვის" განმეორებით მატჩში რევანში აიღო და "ვოლაბები" 36:0 დაამარცხა. ბოლო ტესტი ავსტრალიას 7 სექტემბერს სამოასთან ჰქონდა და 34:15 იმარჯვა.

მეხუთე მსოფლიო
"ბორჯღალოსნებმა" სადებიუტო მსოფლიო თასზე 2003 წელს, ფრანგი კლოდ სორელის ხელმძღვანელობით ითამაშა და ოთხივე თამაში დათმო - ინგლისთან 6:84, სამოასთან 9:46, სამხრეთ აფრიკასთან 19:46 და ურუგვაისთან 12:24.

2007 წლის მსოფლიო თასზე გუნდი ქართველი მწვრთნელების სამეულმა წაიყვანა - მალხაზ ჭეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი. გუნდმა პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგენტინას, მაგრამ მეორეში 4 ლელო გაუშვა (3:33); დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ირლანდიასთან, სადაც ტიერ1-ის გუნდი მარცხს სასწაულად გადაურჩა - 10:14 და გუნდმა მსოფლიო თასის ისტორიაში პირველი საცხრილო ქულა (მცირე სხვაობით მარცხისთვის) ჩაიწერა; მერე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ნამიბიას 30:0 სძლია; ბოლოს კი მასპინძელ საფრანგეთთან 7:64 დამარცხდა;

2011 წელს გუნდს ახალ ზელანდიაში რიჩი დიქსონი გაუძღვა. შოტლანდიისგან ლელო არ მივიღეთ, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (6:15); ინგლისთან ბრძოლა საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ მეტოქემ დასკვნით წუთებში უპირატესობა გაზარდა (10:41); სამაგიეროდ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა რუმინეთთან (25:9); ბოლოს კი არგენტინას ტაიმი მოუგო, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 7:25 დათმო.

2015 წელს, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, მსოფლიო თასზე მონაწილეობის ისტორიაში პირველად, გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა და ნაადრევად დაიბევა იაპონიის საგზური. "ბორჯღალოსნებმა" პირველ შეხვედრაში ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხა ტონგა - 17:10; არგენტინამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაილაღა და 54:9 იმარჯვა; მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას საქართველო მედგრად ებრძოლა, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა (10:43); ბოლოს კი ნამიბიას დაძაბულ მატჩში მინიმალური სხვაობით, 17:16 სძლია და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გლახუნა
ბუხრიკა - ნუ უყურებ-თ, არავინ გაიძულებ-თ ... მიუხედავად იმისა, რომ ტონგას, სამოას და აშშ-ს ნაკრებებს ვუგებთ, თურმე რაგბს ა რ ვთამაშაბოთ,არაა ?! -არა მაინც ნაკრების თამაშის კიდევ უფრო მაღალ ხარისხს როგორ ითხოვთ,როცა ეროვნული ჩემპიონატის ხარისხი არ იზრდება და მაყურებელს იმის ფინანსები -საშუალება არა აქვს - სტადიონზე წავიდეს და ემოციური მხარდაჭერა გამოუცხადოს, მით კიდევ უფრო დიდი სტიმული მიეცეს ქართული რაგბის სამყაროს ?! რა არის ამ ბოლო დროს, რა ი ე რ ი შ ი გაქვთ ქართული რაგბის მიმართ - რაღაც - რუსულ-ოსურ -მტრულ იერიშებს გაქვს მხოლოდ და რ ა ტ ო მ ?! ხან დროშას ,ხან ჰიმნზე გამოხატავთ აგრესიას , ხან ... რუსული ტროლების მანქანა ხომ არ ამუშავდით - სპეც-ოპერაცია - ქართული რაგბის რეგრესისათვის?! კარგად ვიცით რუსეთს როგორ აქვს ყელში გაჩხერილი ქართული რაგბი, ისევე როგორც - ქართული სახელმწიფო, რომელიც 2012 წლის სპეც-ოპერაცია - ,,2012 წლის არჩევნები,,-ს შემდეგ და სულ რაღაც 7 ,,საუკეთესო,, წელიწადშო ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო საქართველო- რუსულ გუბერნიად აქციეს, ანუ გაძარცვული, ნაკნინებული, გაღატაკებული, დაუსუსურებული, უიმედო და უპერსპექტივო (?!) -უკვე აღარ გამიკვირდება ჰეიგის წასვლის შემდეგ საქართველო ისევ რუსულ-რუმინულ დონეზე დააგდონ და ბოლო 15 წლის მანძილზე - 1-ლად დამარცხდეს რუსეთთან ...ვნახოთ, ვნახოთ - იმედი მაქვს არა- სწორად ვსჯელობდე, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი საქართველოს ,,სახელმწიფოს,, მდგომარეობას - 2012 წელს ვპროგნოზირებდი მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიტიკური მსჯელობის საფუძველზე, ანუ კრემლის რომ თავის კონტროლირებად ,,საზოგადოებას,, - ივანაშვილებს ეტაპობრივად და მიზანმიმართულად დააუსუსურებინებდა-გააღატაკებინებდა და უპერსპექტივოს გახდიდნენ (?!) ...
შოთა
სპორტალს მივმართავ, მთავარ გვერდს მიხსნის ტელეფონში კომპიუტერის ფორმატით და ძალიან არაკომფორტულია, გთხოვთ შეააწოროთ როგორც იყო მადლობა
Buxrika
და რომელს მოგწონთ აბა ჩვენი ნაკრების რაგბი.ჩართული სვარკაა რაღაც ამაზრზენი და საშინელება.ესენი რასაც თამაშობენ ეგ რაგბი არაა გვაყურებინებენ რაღაცას რაც ვერ გავარკვიე რაარის და ვარ გავცდით რუმინეთსა და რუსეთს.აი ამიხსენით რაუნდა საქართველოს 6 ერში.მე ვუყურებ 6 ერს ყველა თამაშს და დაფრინავე.ქმნიან მაგარ პროდუქტს რომელიც ვარგისია და საყურებლად კარგიასაქართველომ რა თამაში უნდა აჩვენოს ისეთი რომელიც ყურებად ღირდეს ქართველის გარდა ამათ თამაშს არავინ და არაფერი უყურებს ეგაა რეალობა.
paata
მიდით ბიჭებო,ღმერთი თქვენსკენ!
ლაშა
ბუხრიკ - მიდი რაა - "ა" ჯგუფს უყურე, რუსეთი თამაშობს და გესიამოვნება!!! ელემენტარული კულტურაა საკუთარ ეროვნულ გუნდს არ აგინო ეგრე, თორემ კრიტიკა ყველასთვის მისაღებია ............
Buxrika
ეხლა ამათაც არ გადარიონ მსოფლიო თავისი თამაშით.ითამაშებენ უსაზიზღრეს რაგბს და გამოაბუნძულებენ
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?