უმკაცრესი განაჩენი ნაკრების წევრს მძიმე წონაში ნოდარ მეტრეველსა და საქართველოს ჩემპიონ იოსებ წელაურს (81) გამოუტანეს

ფეხბურთის შემდეგ ძიუდოს ჯერი დადგა - დღეს, 20 მაისს სპორტის ამ სახეობის აღმასკომმაც გამოიტანა განაჩენი საკუთარ სპორტსმენთა სამუდამო დისკვალიფიკაციით დასჯის შესახებ.

უმკაცრესი განაჩენი ეროვნული ნაკრების წევრს მძიმე წონაში ნოდარ მეტრეველსა და საქართველოს ჩემპიონ იოსებ წელაურს (81) გამოუტანეს. მეტრეველი ბაქოში, "დიდ პრიზზე" მომხდარი დანაშაულისთვის დაისაჯა - კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ქურდობის ფაქტს ეხება, წელაური კი ჩხუბის გამო დაისაჯა.

ინციდენტი გლდანში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრში, უნივერსიადის მიმდინარეობისას მოხდა, როცა წაგებით განაწყენებული სპორტსმენი ტატამიდან გასვლისას თავს დაესხა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ნიკო ზაუტაშვილს და ხელჩართულ ჩხუბში იმდენად მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, დაზარალებულს ექიმთა დახმარება დასჭირდა.

გუშინ აღმასკომმა კიდევ ორი სპორტსმენი დასაჯა, ოღონდ გაცილებით ლმობიერად, მხოლოდ 6-თვიანი დისკვალიფიკაციით. ასეთი სასჯელი ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანწინდელ ვიცე-ჩემპიონ არჩილ შინჯიკაშვილს (90) და ივანე დავითაშვილს (66) გამოუტანეს გლდანის ზემოაღნიშნულ ბაზაზე ჩადენილი არასპორტული საქციელისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს ბიჭები იქ ცხოვრობენ, როგორც ნაკრების წევრები. სამწუხაროდ, ფედერაციამ მიზეზი არ დააკონკრეტა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე აქაც ქურდობას ეხება.

"მკაცრი სანქციები მომავალშიც განხორციელდება ნებისმიერ არასპორტულ საქციელზე - მწვრთნელის დაუმორჩილებლობა იქნება, დაგვიანება, ვარჯიშის გაცდენა თუ სხვა სახის დარღვევა. სპორტი არაა ქურდობის და მაიმუნობის ადგილი. ვინც არ იქნება დისციპლინირებული, ის არც სპორტში იქნება", - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.

state
თუ დამნასჰავე სპორტმენებს ფეხებზე კიდიათ თავიანთი მომასვალი სხვები რატოჯმ უნდა გაისდარჯნენ მათ შეწყალებაზე ფიქრით? ზოგადად ქართულ სპორტში დისციპლინა რა არის ნაკლებად გვესმის...
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა