ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბოლო ტურის სალიგო ინტრიგა

ბოლო ტურის სალიგო ინტრიგა

სერია ა. XXXVIII ტურის წინ: ანდრეა პირლო ათწლიან მილანურ კარიერას ფრიულიზე, "უდინეზესთან" მატჩში დაამთავრებს
ერთი ტურიც და სერია ა-ს 2010/2011 წლების გათამაშება ისტორიის საკუთრება გახდება. შემდეგ იქნება ბევრი ანალიზი, სტატისტიკური მონაცემები და ამ ყველაფრის შეჯამება - თუმცა, იქამდე ჯერ კიდევ ათი მატჩია დარჩენილი და ჩვენც გადავხედოთ კვირის დაგეგმილ პაექრობათა ნუსხას.

ყველაზე დიდ ინტერესს “უდინეზე”-”მილანის” პაექრობა იწვევს, რაც ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონის სტატუსით ჩადის უდინეში, სადაც ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდთან მოუწევს შეტოქება. “უდინეზე” მეოთხე ადგილზეა, ორი ქულით უსწრებს “ლაციოს” და თუ ფრედ მაინც დაამთავრა თავისი შეხვედრა, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე სწორედ ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდი გავა. ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეტენდენტებმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, უპირატესობა “უდინეზეს” მიენიჭება, რადგან ურთიერთშეხვედრებში ფრიულელებს უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. მართალია, რომში "ლაციომ” მოიგო (3:2), მაგრამ “სტადიო ფრიულიზე” უკვე “უდინეზემ” იძალა (2:1) და სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა მოიპოვა. ერთი სიტყვით, რომაელებს იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ჩემპიონები სრული კონენტრაციით ითამაშებენ, მაქსიმალურად მოინდომებენ და დაამარცხებენ მოტივირებულ მეტოქეს.

იტალიაში ამის ნაკლებად სჯერათ, მაგრამ “მილანის” მწვრთნელ-ფეხბურთელები რიხიან განცხადებებს არ აკლებენ - მოვუსმინოთ მასიმილიანო ალეგრის: “სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა და გვსურს, რომ გამარჯვებით დავასრულოთ. “მილანი” ყოველთვის იცავდა ფეარპლეის პრინციპებს და გამონაკლისი არც “უდინეზესთან” პაექრობა იქნება. ასე რომ, ფრიულიში საბრძოლველად მივდივართ და გვჯერა, რომ სამ ქულას მოვიპოვებთ. ვათამაშებ თუ არა ძირითად შემადგენლობას? - ყველა ის ფეხბურთელი მიმყავს უდინეში, რომლებსაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ვეყრდნობოდი”.

“გაძეტა დელო სპორტის” ვერსიით, ალეგრი ტრადიციულ 4-3-1-2 ტაქტიკას გამოიყენებს და შეტევის წინა ხაზზე იბრაჰიმოვიჩი-პატოს ტანდემს გაამწესებს. მათ უკან რობინიო გაირჯება, რომელიც გამთამაშებლის ფუნქციას შეასრულებს, კიდევ უფრო უკან კი ჯენარო გატუზო, მასიმო ამბროზინი და ანდრეა პირლო იმოქმედებენ. ეს უკანასკნელი ცალკე სალაპარაკო თემაა - პირლო ათწლიან მილანურ კარიერას სწორედ ფრიულიზე ამთავრებს და თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, მომდევნო სეზონიდან “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს. “როსონერის” გულშემატკივრებისთვის პირლოსთან განშორება იოლი არ არის, თუმცა ასე გადაწყვიტა ალეგრიმ და მის აზრს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - მასიმილიანო სწრაფ ტემზე აკეთებს აქცენტს და როგორც ჩანს, ანდრეაზე მეტად მას კევინ პრინც ბოატენგი, მარკ ვან ბომელი, ან ვთქვათ მატიო ფლამინი სჭირდება.

ფრანჩესკო გვიდოლინი ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ აპირებს, გუნდს 3-5-2 ტაქტიკით განალაგებს და იმ ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რომლებსაც მთელი სეზონის განმავლობაში ენდობოდა. თავდასხმაში ანტონიო დი ნატალესა და ალექსის სანჩესს ვიხილავთ, მათ უკან კი ტრადიციულ ხუთეულს: ისლა, ინლერი, პინცი, ასამოა, არმერო. გვიდოლინის მატჩისწინა კომენტარი საკმაოდ ვრცელია:

“ფეხბურთელები დიდი წნეხის ქვეშ არიან და ყველანაირად ვცდილობ, რომ ისინი ამისგან დავიხსნა. ცივი გონებით, მშვიდად უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ფრეზე ნამდვილად არ ვფიქრობ, ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა და სწორედ ამ მიზნით გავალთ მოედანზე. მეტოქე უმოტივაციოდ იქნება? - სატურნირო თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა, მაგრამ "როსონერიში’ პროფესიონალი ფეხბურთელები ასპარეზობენ და დარწმუნებული ვარ, თავის დაზოგვას არ აპირებენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლიგის საგზური უკვე ჯიბეში გვიდევს, ძალიან ცდება - ასეთი მიდგომით, ხელმოცარული დავრჩებით”.

საბრძოლო განწყობაზეა ალექსის სანჩესი და აცხადებს, რომ ეს თამაში მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საფეხბურთო კარიერაში: “წინ დიდი ბრძოლა გველის, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. ძნელია, როდესაც მეტოქე გუნდში თერთმეტ ვარსკვლავს ხედავ, მაგრამ ცივი გონებით უნდა მივუდგეთ მატჩს და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. არ ვიცი რა პოზიციაზე გამამწესებს მწვრთნელი, მაგრამ სადაც არ უნდა დავდგე, ყველაფერს დავდებ გულშემატკივართა გასახარებლად”.

იმ იმედით, რომ “მილანი” უდინეში გაიმარჯვებს, “ლაციო” “ლეჩეს” სამი ქულის მოსაპოვებლად ესტუმრება. “ჯალოროსიმ” წინა ტურში დაიბევა ადგილი სერია ა-ში და ამის აღსანიშნავად ქალაქში დიდი ზეიმიც გაიმართა. საზეიმო ატმოსფერო იქნება სტადიონზეც და როგორც “ლეჩეს’ მთავარი მწვრთნელი, ლუიჯი დე კანიო გვპირდება, განწყობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას გამარჯვებით აპირებენ: “მესმის, რომ სამი ქულა “ლაციოს” უფრო სჭირდება, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრებისთვის ეს მეათეხარისხოვანია - ისინი გამარჯვებას ითხოვენ ჩვენგან და მათი გაწბილების უფლება არ გვაქვს. აუცილებელ მოგებაზე თავს ვერავინ დადებს, მაგრამ ბრძოლას რომ არ დავაკლებთ, ეს ფაქტია”.

რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ედუარდო რეია შეგირდებს ამხნევებს, “მილანის” ფეხბურთელებს კი სინდისზე აგდებს: “ჩვენი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ შემდეგ სანანებლად არ გაგვიხდეს საქმე. თანაც, მჯერა, რომ “მილანი” უდინეში მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ჩვენი გუნდი მოიპოვებს. საიდან ასეთი ოპტიმიზმი? - “როსონერიში” ნამდვილი პროფესიონალები ასპარეზობენ, მათ კარგად იციან ფეარპლეის პრინციპების შესახებ და ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მოედანზე წასაგებად არ გავლენ. მე მჯერა “მილანის” და მჯერა ჩემი შეგირდების”.

საინტერესო მატჩი გაიმართება ტურინში, სადაც “იუვენტუსი” “ნაპოლის” უმასპინძლებს. თუ ტურინელებმა მოიგეს ეს თამაში, “რომამ” კი სახლში წააგო “სამპდორიასთან”, ჯერ კიდევ ლუიჯი დელ ნერის გუნდი ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს. თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, რომ დედაქალაქელებმა “სტადიო ოლიმპიკოზე” სამივე ქულა დაუთმონ სერია ბ-ში გავარდნილ მეტოქეს - აქედან გამომდინარე, ფავოროტად სწორედ ვინჩენცო მონტელას “ჯალოროსი” უნდა მივიჩნიოთ.

ხვალ:

ბოლონია-ბარი 20.00

დისკვალიფიკაცია: ბრიტოსი, რამირესი - გლიკი, პარიზი.

ტრავმა: ბუშე, მონტელონგო, გარიჩი - რომერო, პარიზი, როსი, რუდოლფი, კუტუზოვი, ოკაკა, ს. მაზიელო, ბარეტო, კასტილო.

ბრეშა-ფიორენტინა 20.00

დისკვალიფიკაცია: ჰეტემაი, კონე - კროლდრუპი.

ტრავმა: დალამანო, კორდოვა, ძანეტი, მარეკო - ჯილარდინო, იოვეტიჩი, ბაბაქარი.

კალიარი-პარმა 20.00

დისკვალიფიკაცია: ჯემაილი (პარმა).

ტრავმა: ნენე, პიზანო - პალადინო, კრესპო.

ჯენოა-ჩეზენა 20.00

დისკვალიფიკაცია: დესტრო (ჯენოა).

ტრავმა: ფონ ბერგენი (ჩეზენა).

ინტერი-კატანია 20.00

ტრავმა: სნეიდერი, კორდობა - სპოლი, რიკიუტი, ბელუში.

პალერმო-კიევო 20.00

დისკვალიფიკაცია: ბაჩინოვიჩი, ერნანდესი (პალერმო).

ტრავმა: ბალცარეტი, პინილია - სარდო, ურიბე.

რომა-სამპდორია 23.45

დისკვალიფიკაცია: დე როსი (რომა).

ტრავმა: ჟუანი, კასეტი, ბრიგი, მექსე - მაკედა, სემიოლი.

იუვენტუსი-ნაპოლი 23.45

დისკვალიფიკაცია: მოტა - კავანი.

ტრავმა: სტორარი, გროსო, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა, იაკვინტა, გრიგერა (იუვენტუსი).

ლეჩე-ლაციო 23.45

დისკვალიფიკაცია: ტომოვიჩი (ლეჩე).

ტრავმა: გუსტავო, ფერარიო, ოფერე, ოლივერა, ბერტოლაჩი - დიაკიტე, რადუ, მეგნი.

უდინეზე-მილანი 23.45

ტრავმა: ბასტა, კოდა - იანკულოვსკი, ანტონინი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 37 24 9 4 65-24 81

2. ინტერი 37 22 7 8 66-41 73

3. ნაპოლი 37 21 6 10 57-37 69

4. უდინეზე 37 20 5 12 65-43 65

5. ლაციო 37 19 6 12 51-37 63

6. რომა 37 17 9 11 56-51 60

7. იუვენტუსი 37 15 12 10 55-45 57

8. პალერმო 37 17 5 15 57-60 56

9. ფიორენტინა 37 12 14 11 47-42 50

10. ჯენოა 37 13 9 15 42-45 48

11. კატანია 37 12 10 15 39-49 46

12. პარმა 37 11 12 14 38-46 45

13. კალიარი 37 12 8 17 43-50 44

14. ჩეზენა 37 11 10 16 36-47 43

15. კიევო 37 10 13 14 35-39 43

16. ბოლონია 37 11 12 14 35-48 42

17. ლეჩე 37 11 8 18 44-62 41

18. სამპდორია 37 8 12 17 32-46 36

19. ბრეშა 37 7 10 20 32-50 31

20. ბარი 37 4 9 24 23-56 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 28 - დი ნატალე (უდინეზე); 26 - კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია), მატრი (იუვენტუსი); 16 - რობინიო (მილანი); 15 - პაცინი (ინტერი).

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის