ესპანეთი. ლა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ლიონელ მესი მორჩა, კრიშტიანო რონალდოს ბურთი და მოედანი დარჩა
დღეს,21 მაისს წერტილი დაესმება რიგით მე-80 მარათონს სახელად პრიმერადივიზიონი. ტურნირი, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყო და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ლა ლიგაში 370 მატჩი უკვე გაიმართა, 10-იღა დარჩა და უკვე 1006 გოლია გატანილი.

ჩემპიონატში უკვე ბევრი რამ გარკვეულია, მათ შორის მთავარი - ჩემპიონის ვინაობა: ლა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "ბარსელონამ" გაინაღდა 21-ე ტიტული. განაწილებულია პირველი ოთხეულიც და ცნობილია ევროთასების საგზურის 7-ვე მფლობელი (4 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ევროპის ლიგაზე), ვიცით იმ ორი გუნდის ვინაობაც, რომლებიც სეგუნდადივიზიონში დაქვეითდებიან. "პიჩიჩის" ტიტულს ვეღარავინ შეეცილება კრიშტიანო რონალდოს, რომელიც უკვე 7 გოლით უსწრებს უშუალო კონკურენტ ლიონელ მესის, რომელიც ამ სეზონში აღარ ითამაშებს. მაშ, რაღა დარჩა გასარკვევი?

მცირე ინტრიგები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და მათ სამ კატეგორიად ვყოფთ: 1. რომელი გუნდი გაიზიარებს "ალმერიას" და "ერკულესის" ბედს და პრიმერას დაემშვიდობება. "კანდიდატი" ექვსია, "საგზური" - ერთი. 2. როგორ გადაინაწილებენ ევროპის ლიგაზე გასული "ატლეტიკო", "სევილია" და "ბილბაო" მე-5 - მე-7 ადგილებს. ამას აქვს გარკვეული მცირე მნიშვნელობა. 3. შეძლებს თუ არა კრიშტიანო რონალდო ლა ლიგის ახალი რეკორდის დამყარებას. პორტუგალიელმა ძველი გაიმეორა და პირველივე გოლი "ალმერიას" კარში ისტორიული იქნება.

ჩემპიონი ლა ლიგას (და არა სეზონს, "ბარსელონას" ერთი და უმთავრესი მატჩი რჩება გასამართავი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი "უემბლიზე" ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ) ანდალუსიაში დაასრულებს. სულაც, რომ წააგოს, მაქსიმუმ, რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ "რეალი" სეზონს 1 ქულით ნაკლებით დაასრულებს. და რატომ უნდა წააგოს "ბარსელონამ", რომელსაც აქამდე მხოლოდ 2 მარცხი აქვს? თანაც მისმა მეტოქე "მალაგამ" უკვე დაიგულა თავი სამშვიდობოს 46 ქულით ცხრილის შუაშია.

"ბარსამ" მატჩისთვის ვარჯიში ოთხშაბათიდან დაიწყო, მას მერე, რაც პეპ გვარდიოლამ სამი დღე დაასვენა გუნდი. სამივე ტრავმირებული: გაბი მილიტო, კარლეს პუიოლი და ადრიანო ბაზაზე გამოჩდნენ. მილიტომ გუნდთან ერთადაც წაივარჯიშა, კაპიტანი მხოლოდ სპეციალურ ვარჯიშებს ატარებდა, ბრაზილიელ მცველს კი ექიმებმა მწვანე აუნთეს - ის ჯანმრთელია და შეუძლია თამაში.

მეორე დღეს პეპმა გადაწყვიტა ლიგის ფინალის გამო 8 ფეხბურთელი დაასვენოს, კატალონიაში რჩებიან: ვალდესი, მესი, ჩავი, ინიესტა,

ვილია, პუიოლი, პიკე და მილიტო. ამათგან მილიტო და პუიოლი ისედაც ვერ შეძლებდნენ თამაშს. პეპმა სამაგიეროდ უხმო სარეზერვო გუნდის ბიჭებს: ბარტრას, დოს სანტოსს, ალკანტარას, სერხი რობერტოს და მეკარე ოიერს. დანი ალვეშმა და ადრიანომ ვარჯიშზე შეიტყვეს, რომ ბრაზილიის ნაკრებში არიან გამოძახებულნი ჰოლანდიასთან და რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის (4 და 7 ივნისს).

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ აღიარა, რომ შაბათის მატჩზე მეტად მომავალ ფინალზე ფიქრობს: "რა თქმა უნდა, მომავალი მატჩისთვის ჩვეულად ვემზადებით, მაგრამ მცირე დეტალებშიც კი ჩანს, რომ ყოველი ჩვენგანი ლონდონზე ფიქრობს. ამიტომაც გადავწყვიტე "მალაგასთან" ახალგაზრდები ვათამაშო, მათ მეტი მოტივაცია აქვთ და ერთი სული აქვთ დამიმტკიცონ, რომ პირველ გუნდში თამაშს იმსახურებენ. სხვები კი აქ უჩვენოდ ივარჯიშებენ შაბათს და კვირას დაისვენებენ".

საუკეთესო შემადგენლობით არც "მალაგა" გამოვა. წინა ტურში გაძევებულ არგენტინელ მარტინ დემიკელისს დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო დიდებულ ფორმაში მყოფ ჟულიო ბაპტიშტას ტრავმა აწუხებს. მანუელ პელეგრინის მათ გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ტრავმირებულია კიდევ ერთი ფორვარდი - რონდონი.

მადრიდის "რეალი" შინ უკვე გავარდნილ "ალმერიას" მასპინძლობს და, არა გვგონია, მიზნის მიღწევა გაუჭირდეს. მით უფრო, რომ ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელების დასვენება, წესით, აღარაფერში ესაჭიროება. ამ შეხვედრით "რეალისთვის" საფეხბურთო სეზონი სრულდება.

ამ შეხვედრაში "სამეფო კლუბი" ერთიანი ძალებით შეეცდება რონალდოს ლა ლიგის რეკორდი დაამყარებინოს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა რეკორდი, რომელიც ლეგენდარულ ბასკ ფორვარდ ტელმო ზარას და მექსიკელ უგო სანჩესს ეკუთვნოდა უკვე გაიმეორა (38 გოლი ჩემპიონატში), მაგრამ მადეირელს რეზერვში 90 წუთი აქვს "ალმერიასთან". ზარა უკვე გარდაცვლილია და გუშინ "სანტიაგო ბერნაბეუს" უგო სანჩესი ეწვია და რონალდოს შეხვდა. უგო სანჩესმა აღნიშნა, რომ გახარებულია რონალდოს მიღწევით და სჯერა, რომ მასთან ერთად "რეალი" კიდევ ბევრ ტიტულს მოიპოვებს და ესპანეთის თასი მხოლოდ დასაწყისია. სანჩესი ამტკიცებს, რომ გაუხარდება კიდეც, თუკი რონალდო მის რეკორდს დაამხობს: "შაბათს მე მათ შორის ვიქნები, ვინც რონალდოს გოლს იზეიმებს. ეს იქნება ბრწყინვალე მომენტი კლუბის ისტორიაში. აი, სხვას რომ დაემხო ჩემი რეკორდი, ვთქვათ, მესის, ნამდვილად მეწყინებოდა".

ჟოზე მოურინიომ გუნდის ვარჯიში რომ განაახლა იქ გერმანელი სამი ხედირა გამოჩნდა, თუმცა ნახევარმცველმა მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა. რა თქმა უნდა, მისი თამაში "ალმერიასთან" გამორიცხულია. ჟოზემ სარეზერვო გუნდიდან ვარჯიშზე ხესუსი, ხოსელუ და მანდი იხმო. საინტერესოა, რომ გუნდის ვარჯიშს ზინედინ ზიდანი დაესწრო და მოურინიოს დიდ ხანს ესაუბრა.

გუშინ პორტუგალიელი თავკაცი იმ 18 ფეხბურთელზე შეჯერდა, რომელთაც აუტსაიდერთან მატჩში დაეყრდნობა. სიაში მოხვდნენ: კანალესი, პედრო ლეონი და ზემოთნახსენები ახალგაზრდები. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ლასანა დიარა და გაგო. მოურინიო ბოლო ტურში ასვენებს: კასილიასს, ადანს, მარსელოს, იგუაინს, დი მარიას და გარაის. "ალმერიას" არ ეყოლება ახალგაზრდა მარჯვენა მცველი მიჩელი, რომელმაც ისეთი ტრავმა მიიღო, რომ ერთ თვეს ვეღარ ივარჯიშებს. ტრავმირებულია მოდესტე მბამიც.

ახლა ტურის მთავარ ინტრიგას დავუბრუნდეთ: პრიმერადან გავარდნა კიდევ 6 გუნდს ემუქრება. ესენია: "სარაგოსა" (42 ქულა), "დეპორტივო" და "ხეტეფე" (43-43), "ოსასუნა", "რეალ სოსიედადი" და "მალიორკა" (44-44).

ხავიერ აგირეს გუნდს ამათში ყველაზე ცოტა ქულა აქვს, არაგონელები ვალენსიას სტუმრობენ, სადაც მათი მასპინძელი "ლევანტეა". აი, ასეთ გასაჭირში ჩაიგდო თავი "სარაგოსამ". წაგების შემთხვევაში აგირეს გუნდი ვარდება, თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ "სარაგოსას" ფრეც არ უშველის, მაგრამ მაინც ყველაფერი არაგონელთა ხელშია, მათ შეუძლიათ სხვა თამაშებზე არ იფიქრონ - მოგების შემთხვევაში "სარაგოსა" 100%-ით რჩება პრიმერაში. "ლევანტეს" უკვე თავი ქუდში აქვს მიუხედავად იმისა, რომ 45 ქულა აქვს და, თუ "სარაგოსა" მოუგებს ეწევა. ბოლო ტურში ერთი თამაშია, სადაც გავარდნის ორი კანდიდატი ეთამაშება ერთმანეთს და "ლევანტემ", რომც წააგოს ან "ხეტაფეს" გაუსწრებს ან მის მასპინძელ "რეალ სოსიედადს". სწორედ ამ მიზეზის გამო ჰყოფნის მოგება "სარაგოსასაც". გავარდნის სამი სხვა კანდიდატი ("დეპორტივო", "ოსასუნა" და "მალიორკა") თითქმის უმოტივაციო გუნდებს ეთამაშებიან. მოკლედ, მთავარი დაპირისპირება სან სებასტიანში, "ანოეტაზე" გაიმართება. საკმარისია, ბასკებმა მშობლიურ სტადიონზე ფრეს მიაღწიონ, რომ პრიმერადივიზიონში დარჩებიან, ხოლო "ხეტაფეს" თითქმის გაწირავენ. მოკლედ, ჩვენ შევეცადეთ გასავარდნი ინტრიგის მთავარი მომენტები გამოგვემზეურებინა. ძალიან რომ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, კალკულატორების მომარჯვება მოგვიწევს - ჩიტი ბრდღვნად არა ღირს! მოვა დღევანდელი საღამოც და ყველაფერი გაირკვევა.

დღეს

მალაგა-ბარსელონა 20:00

დისკვალიფიკაცია: დემიკელისი (მალ)

ტრავმა: კალა, კამაჩო, ასენხო, რონდონი, ოვუსუ, მალაგუენო, დუდა - მილიტო, ადრიანო, პუიოლი, მონტოია

ერკულესი-სპორტინგი 22:00

დისკვალიფიკაცია: დე ლას კუევასი (სპო)

ტრავმა: დრენტე, სარი, ვალდესი, პულჰაკი, კრისტიანი, რუფეტე, ტოტე, ტომერი - სასტრე, კუელიარი

რეალი-ალმერია 22:00

ტრავმა: გაგო, ხედირა, ლ. დიარა - ნიეტო, მბამი, ფეგული

ესპანიოლი-სევილია 00:00

ტრავმა: ბაენა, მარკესი, ს. გარსია, მატიონი, დატოლო, პენია, ალვარესი, ფორლინი - ფასიო, ნავასი, ჩიგარინი, გუარენტე, რაკიტიჩი, ნავარო

დეპორტივო-ვალენსია 00:00

დისკვალიფიკაცია: აიტამი (დეპ)

ტრავმა: ურეტა, ტომასი, ჟუკა, როდრიგესი, კასტრო, დეზმარე - ვისენტე (?), ტ. კოსტა (?), დომინგესი

ლევანტე-სარაგოსა 00:00

დისკვალიფიკაცია: ნადალი (ლევ)

ტრავმა: ხუანლუ, გონსალესი, დელ ორნო, სერხიო, პერესი - დიოგო (?), კონტინი, ლაგუარდია

მალიორკა-ატლეტიკო 00:00

ტრავმა: ენრიხი (?), ტეხერა, კორალესი - გოდინი, პერეა

ოსასუნა-ვილიარეალი 00:00

დისკვალიფიკაცია: კანი (ვილ)

ტრავმა: არანდა, რუპერი, რობერტო, ნელსონი, მასუდი - ა. ლოპესი, გონსალო, ოლივა

რეალ სოსიედადი-ხეტაფე 00:00

ტრავმა: დემიდოვი, ხ. ლორენტე (?) - ლოპესი, გომესი (?), გავილანი

რასინგი-ბილბაო 00:00

ტრავმა: სერანო, კენედი, სანტოსი, ტონიო, კოლსა - ოსიო (?), აურტენეჩე, სერიო, კასერასი, რამალიო, სუსაეტა, კამპო

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 37 29 6 2 92-20 93

2. რეალი 37 28 5 4 94-32 89

3. ვალენსია 37 20 8 9 62-44 68

4. ვილიარეალი 37 18 8 11 54-43 62

5. ატლეტიკო 37 16 7 14 58-50 55

6. სევილია 37 16 7 14 59-59 55

7. ბილბაო 37 17 4 16 57-54 55

8. ესპანიოლი 37 15 4 18 44-52 49

9. სპორტინგი 37 11 13 13 35-42 46

10. მალაგა 37 13 7 17 53-65 46

11. რასინგი 37 12 10 15 40-54 46

12. ლევანტე 37 12 9 16 40-50 45

13. მალიორკა 37 12 8 17 38-52 44

14. სოსიედადი 37 14 2 21 48-65 44

15. ოსასუნა 37 12 8 17 44-46 44

16. ხეტაფე 37 12 7 18 48-59 43

17. დეპორტივო 37 10 13 14 31-45 43

18. სარაგოსა 37 11 9 17 38-52 42

19. ერკულესი 37 9 7 21 36-60 34

20. ალმერია 37 6 12 19 35-62 30

ბომბარდირები: 38 - რონალდო (რეალი); 31 - მესი (ბარსელონა); 18 - ვილია (ბარსელონა), როსი (ვილიარეალი), ნეგრედო (სევილია); 17 - სოლდადო (ვალენსია), ფ. ლორენტე (ბილბაო), აგუერო (ატლეტიკო); 14 - რონდონი (მალაგა).

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ