ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"როლან გაროსი" ციფრებში

"როლან გაროსი" ციფრებში

საფრანგეთის ღია პირველობის ისტორიის მოკლე ექსკურსი
სეზონში "დიდი შლემის" მეორე ტურნირი უახლოეს კვირას დაიწყება. სანამ როლან გაროსის კორტებზე საჩოგბურთო ბატალიები დაიწყება, მანამდე საფრანგეთის ღია პირველობის ისტორიის მოკლე ექსკურსს შემოგთავაზებთ.

საფრანგეთის ღია პირველობის ისტორია 1891 წლიდან იწყება. ოთხი ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან ის რიგით მესამე იყო - უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის შემდეგ. სხვათა შორის, ტერმინი "დიდი შლემი" მხოლოდ 1933 წელს იქნა შემოღებული - ამ სერიის რიგით მეოთხე ტურნირის წარმოქმნიდან თითქმის 30 წლის შემდეგ. ის შემოიღო "ნიუ იორკ თაიმსის" მესვეტემ ჯონ კირანმა. იმ წელს ავსტრალიელმა ჯონ კროუფორდმა გაიმარჯვა ავსტრალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატებში და ამერიკის ღია პირველობის წინ კირანმა ოთხივე ტურნირზე მოგების შესაძლებლობა ბრიჯში "დიდ შლემის" აღებას შეადარა. მართალია, კროუფორდმა ამერიკაში ფინალი წააგო ლეგენდარულ ფრედ პერისთან, მაგრამ ტერმინი დღემდე შემორჩა.

დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული ტურნირი დახურული იყო გარე სამყაროსთვის - მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საფრანგეთის საჩოგბურთო კლუბების წევრებს ჰქონდათ. ამ კლუბებში შეიძლება ყოფილიყვნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეები, მაგრამ 1891-1924 (იქამდე, სანამ ტურნირმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო) წლებში იქ მხოლოდ ერთმა უცხოელმა გაიმარჯვა. ქალთა ერთეულების თანრიგში, რომელიც 1897 წელს გამოჩნდა, 30 წლის განმავლობაში მთავარ პრიზს მხოლოდ ფრანგი ქალები იგებდნენ.

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ 1925 წლიდან ტურნირი ყველასთვის ღია გახადა და ხელი შეუწყო მის მომავალ განვითარებას. თუმცა იმ წლებში ადგილობრივ გულშემატკივრებს შეეძლოთ არ ენერვიულათ ფრანგი ჩოგბურთელების გამო - ქალთა ჩოგბურთში სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგა სიუზან ლენგლენი, მამაკაცებში კი ბატონობდა "ოთხი მუშკეტერი".

სუზანმა, რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ 39 წელი იცოცხლა, ექვს-ექვსჯერ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი; გარდა ამისა, 1920 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი და ბრინჯაოს ერთი მედალი. დღეს მის სახელს ატარებს როლან გაროსის კომპლექსის მეორე კორტი. ცნობისთვის, ცენტრალური კორტი ფილიპ შატრიეს სახელობისაა - ეს პიროვნება მრავალი წლის განმავლობაში ედგა სათავეში საფრანგეთისა და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციებს.

რაც შეეხება "მუშკეტერების" ოთხეულს, მათზე განსაკუთრებული საუბარია. ესენი იყვნენ - ჟან ბოროტრა, ანრი კოშე, რენე ლაკოსტი და ჟაკ ბრიუნიონი, რომლებმაც ფრანგულ ჩოგბურთს დიდება მოუტანეს. ოთხმა ჯამში "დიდი სლემის" 43 ტიტული მოიპოვა, აქედან 20 ერთეულთა თანრიგში (მხოლოდ ბრიუნიონს არ ჰქონდა ერთეულებში "დიდი სლემის" ტიტული). გარდა ამისა, 1927-32 წლებში ისინი არავის უთმობდნენ დევისის თასს, რომლის პრესტიჟი მაშინ უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს.

როლან გაროსის კოპლექსის იდეა 1927 წლის ფინალში სტუმრად ამერიკელებთან დამარცხების შემდეგ წარმოიშვა. საქმე ისაა, რომ მაშინ საფრანგეთს არ ჰქონდა სტადიონი, რომელიც ღირსეულად უმასპინძლებდა დევისის თასის ფინალს (იმ წლებში მოქმედი ჩემპიონი მხოლოდ ფინალში თამაშობდა, დანარჩენები კი მასთან შესახვედრად იბრძოდნენ). საბოლოოდ, კლუბმა Stade Francais-მ, რომელიც ბულონის ტყის გვერდით მიწის ნაკვეთს ფლობდა, სამი ჰექტარი ფართობი გამოყო ახალი საჩოგბურთო კომპლექსის ასაშენებლად, ოღონდ ერთი პირობით - სტადიონისთვის ცნობილი ფრანგი მფრინავის, პირველ მსოფლიო ომში დაღუპული როლან გაროსის სახელი უნდა ეწოდებინათ. საქმე ისაა, რომ გაროსი Stade Francais-ის წევრი იყო. ასე გაჩნდა მფრინავის დაღუპვიდან ათი წლის თავზე პარიზში როლან გაროსის საჩოგბურთო კომპლექსი.

"მუშკეტერები" მორიგეობით იგებდნენ ტურნირს 1924-32 წლებში (ორჯერ გაიმარჯვა ბოროტრამ, სამჯერ - ლაკოსტმა და ოთხჯერ - კოშემ), რის შემდეგაც მათ დატოვეს საჩოგბურთო სცენა. სხვათა შორის, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში თასს "მუშკეტერთა" საპატივცემულოდ სწორედ მათი სახელი დაარქვეს. კარიერის დასრულების შემდეგ ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კვალი ლაკოსტმა დატოვა. მას ჯერ კიდევ კორტზე გამოსვლისას შეარქვეს "ნიანგი" და მოგვიანებით რენემ სპორტული ფორმის მწარმოებელი ფირმა დააარსა, რომელიც დღემდე პოპულარულია. საფრანგეთს ასეთი წარმატებული ჩოგბურთელები აღარ ჰყოლია და "მუშკეტერების" შემდეგ პარიზში მთავარი პრიზი მხოლოდ ორჯერ დარჩა. 1946 წელს უძლიერესი გახდა მარსელ ბერნარი, 1983 წელს კი სახელგანთქმული იანიკ ნოა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ საკმაოდ პოპულარული შოუმენი და მომღერალი გახდა.

საინტერესოა თვალი გადავავლოთ როლან გაროსის რამდენიმე რეკორდს, რომელიც Open Era-ში (1968 წლიდან მოყოლებული) დაფიქსირდა. ბიორნ ბორგმა ყველაზე მეტი ტიტული (ექვსი) მოიპოვა ერთეულთა თანრიგში; გარდა ამისა, შვედს ეკუთვნის ზედიზედ მოგებათა რეკორდით (ოთხი; 2008 წელს იგივე შედეგს მიაღწია რაფაელ ნადალმა).

ქალთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ კრის ევერტმა გაიმარჯვა - შვიდჯერ, მაგრამ ამასთან, მხოლოდ ორჯერ შეძლო ტიტულის დაცვა. ანალოგიური მიღწევა აქვთ მონიკა სელეშსა (1990, 1992) და ჟუსტინ ანენს (2005, 2007).

ტურნირის ყველაზე გრძელი მატჩები 2004 და 2010 წლებში ჩატარდა. შვიდი წლის წინ ფაბრის სანტორომ 6 საათი და 33 წუთი (ეს დრო აბსოლუტური რეკორდი შარშანდელ უიმბლდონამდე, სანამ ცნობილი მარათონული მატჩი არ გამართეს ჯონ ისნერმა და ნიკოლა მაუმ) მოანდომა თანამემამულე არნო კლემანის დამარცხებას. ქალების ტურნირზე კი ხანგრძლივობის რეკორდი დააფიქსირეს კურუმი ნარამ და მონიკა ნიკულესკუმ, რომლებმაც კვალიფიკაციის ფინალურ რაუნდში 4 საათი და 42 წუთი დაჰყვეს მოედანზე.

შესაძლოა, როლან გაროსის 110-ე გათამაშებამ ახალი რეკორდი შემოგვთავაზოს. ყველაზე რეალურია ერთი რეკორდის გამეორება - თუ რაფაელ ნადალი მოიპოვებს ტიტულს, საფრანგეთის ღიაზე ტიტულების საერთო რაოდენობით ბიორნ ბორგს გაუთანაბრდება.

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა