ამერიკელმა ველომრბოლმა ტაილერ ჰემილტონმა ლენსი 1999 წელს დოპინგის მოხმარებაში ამხილა
ამერიკელმა ველომრბოლმა ტაილერ ჰემილტონმა, რომელიც დოპინგის გამოყენებისთვის რვა წლით არის დისკვალიფიცირებული, განაცხადა, რომ საკუთარი თვალით იხილა თუ როგორ მიიღო 1999 წლის ტურ დე ფრანსის დროს დოპინგი მისმა მაშინდელმა თანაგუნდელმა ლენს არმსტრონგმა.

ჰემილტონის სიტყვებით (მაშინ ის და ლენსი ერთად გამოდიოდნენ ამერიკულ გუნდ U.S. Postal-ში), მან არმსტრონგის მაცივარში ნახა საქვეყნოდ ცნობილი სისხლის დოპინგი - EPO, აგრეთვე თვალს ადევნებდა, როგორ იკეთებდა ლეგენდარული ლენსი ინექციებს.

"არმსტრონგი სხვა ველომრბოლებისგან არაფრით განსხვავდება. დამიჯერეთ, ის იგივე პრეპარატებს იღებდა, რასაც სხვები", - განაცხადა

ჰემილტონმა.

ამასობაში გაირკვა ალბერტო კონტადორის საქმის განხილვის თარიღი. საერთაშორისო სპორტული არბიტრაჟი ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონის წინააღმდეგ ორი საქმეს 6-8 ივნისს განიხილავს.

ესპანელ ველომრბოლს ორი ორგანიზაცია უჩივის - ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირი (UCI) და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA). ეს თარიღი სპეციალურად არის შერჩეული - საქმის განხილვიდან ორი კვირის თავზე ტურ დე ფრანსი დაიწყება და თუ კონტადორს გაამართლებენ, მას ფრანგულ ველომარათონში მონაწილეობის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გადაწყვიტეს გაასაჩივრონ ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა კონტადორის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია.

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის