წყალტუბოს "სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქით" ავრცელებს.

"წყალტუბოს ,,სამგურალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იმერულ კლუბს გამოცდილი სპეციალისტი, პრო ლიცენზიის მფლობელი უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2 წლითა და 4 თვით გაფორმდა. უჩა სოსიაშვილი წყალტუბოურ კლუბში მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ახალი მთავარი მწვრთნელის გულშემატკივრებთან შეხვედრა და მასმედიისთვის წარდგენა უახლოეს დღეებში იგეგმება.

უჩა სოსიაშვილს ახალგაზრდული ასაკის (30 წლის) მიუხედავად საკმაოდ მდიდარი სამწვრთნელო კარიერა უმაგრებს ზურგს.

მწვრთნელად მუშაობა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. შემდეგ სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო სკოლა „ავაზა-ტორპედოში“ გააგრძელა. 2 წელი იმუშავა საქართველოს ქალთა ნაკრებში. ,2013 წლის ივლისში „სამტრედიის“ მწვრთნელად დაინიშნა. იმავე წელს თბილისის ,,დინამო“2-ში უხმეს და „დინამოს“ მეორე გუნდთან ერთად პირველი ლიგის ა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. 2014 წელს 25 წლის ასაკში გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და 2015 წელს გორულ კლუბს საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოაპოვებინა. მომდევნო სეზონში კი მისი ხელმძღვანელობით ,,დილამ“ მე-3 ადილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

2018 წელს უჩა სოსიაშვილი ,,სამტრედიას“ ავარჯიშებდა. ბოლოს კი რუსთავის ,,რუსთავს“ წვრთნიდა და ქვემოქართლულ გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ახალგაზრდა სპეციალისტს გორის ,,დილასა“ და ,,სამტრედიაში“ მწვრთნელობისას ევროთასებზე (ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე) მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

,, მოხარული ვარ, რომ წყალტუბოს ,,სამგურალში“ მუშაობის საშუალება მომეცა. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, იმ ადამიანებს ვინც ,,სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემს კანდიდატურაზე გააკეთეს არჩევანი. გუნდის მიზანია, რომ განვითარდეს, წინ წავიდეს, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ბავშთა ფეხბურთის მიმართულებით, კარგი განვითარების გეგმა აქვს უშუალოდ კლუბსაც, რომელიც ამ ეტაპზე იმყოფება მე-3 ლიგაში, სამივე მიმართულებით კარგი პროექტებია, რომელიც უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება", - აღნიშნა უჩა სოსიაშვილმა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება