ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სპორტკომპლექსმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის V ტურის დარჩენილ სამ შეხვედრას უმასპინძლა
გუშინ გლდანში ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სპორტკომპლექსმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის V ტურის დარჩენილ სამ შეხვედრას უმასპინძლა.

ჩემპიონატის ლიდერმა "თბილისისა" აგრარული უნივერსიტეტის გაერთიანებულმა გუნდმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და "ბათუმი" 41:39 დაამარცხა.

თბილისელმა ხელბურთელებმა საერთო ჯამში 24 გამარჯვება და ერთი ფრე მიითვალეს. 31:31 დასრულდა შეხვედრა "ქუთაისსა" და თსუ-ს შორის, ხოლო სტუმარმა აზერბაიჯანის ნაკრებმა "ქარიშხალა" 30:26 ძლია.

გათამაშების ცხრილში მეორე ადგილი და 25 ქულა მოიპოვა "ქუთაისმა", რომელსაც "ქარიშხალა" 5 ქულით ჩამორჩება. სამწუხაროდ, ჩემპიონატის განმავლობაში ცუდად იასპარეზეს "ბათუმმა" და თსუ-მ, შედეგად მე-4 და მე-5 ადგილებს დასჯერდნენ.

როგორც გახსოვთ, III ტურიდან გორის გუნდი უსახსრობის გამო ჩემპიონატში ვეღარ მონაწილეობდა. რადგან მეზობელ აზერბაიჯანში ეროვნული ჩემოიონატი უკვე დასრულებულია, საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ გორელების ნაცვლად მე-6 გუნდად აზერბაიჯანის ნაკრები გაამწესა. დარჩენილ ტურებში აზერბაიჯანელმა ქართველ ხელბურთელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ჩემპიონატის მოგების მსურველთ არაერთი ქულაც დააკარგვინეს.

244 გატანილი ბურთით საუკეთესო ბომბარდირი "ბათუმის" ხელბურთელი გოგიტა ნიკურაძე გახდა. აღსანიშნავია, რომ ნიკურაძე მიზეზთა გამო V ტურის შეხვედრებში ვერ მონაწილეობდა.

რევაზ ჭანტურია (სსაუ/თბილისის მწვრთნელი): "ბოლო ტურში ჩვენმა გუნდმა შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა, რადგან ძირითადის 4 მოთამაშე ჯარში გაიწვიეს. გასულ ტურში ტრავმა მიიღო ჩვენმა მეკარემ და ვერც ის გვეხმარებოდა. მოთამაშეთა დანაკლისი თამაშსაც დაეტყო და შეხვედრებს ადვილად ვეღარ ვიგებდით. მეტოქე გუნდები საკმაოდ ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. წლეულს საქართველოს ჩემპიონატმა ბევრი კარგი მოთამაშე, არამარტო ჩვენი, არამედ მეტოქე გუნდების შემადგენლობებშიც გამოავლინა".

სსაუ/თბილისი: კიკნაძე, გონჩაროვი, ქარდავა, წითელაშვილი, მაისურაძე, წივწივაძე, ყაველაშვილი, გელაშვილი, გოგეშვილი, თეთრუაშვილი, იობაშვილი, თევზაძე, ელგანდაშვილი, კალანდაძე, მჟავანაძე.

თ მ ფ წ ქ

1. სსაუ/თბილისი 25 24 1 0 49

2. ქუთაისი 25 12 1 12 25

3. ქარიშხალა 25 10 0 15 20

4. ბათუმი 25 7 3 15 17

5. თსუ 25 6 3 16 15

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა