თუ თქვენ ერთხელ მაინც გინახავთ ცხენოსნობა, მაშინ, ალბათ, წარმოუდგენელია, ეს შეგრძნება ოდესმე დაგავიწყდეთ.

ტრადიციულად, ცხენოსნობის რამდენიმე მიმართულება არსებობს. თითოეული მათგანი განსაკუთრებულად ავსებს მაყურებელს ადრენალინით და დადებითი ემოციებით.

ეს სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში.

მართალია, ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ცხენოსნობა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მას, ტრადიციებიდან გამომდინარე, განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს.

ახლა კი საინტერესო ფაქტები ცხენოსნობის შესახებ:

ძველი წელთაღრიცხვის 682 წელს საბერძნეთის იპოდრომზე იმართებოდა დოღი 4-ცხენიანი ეტლებით.

ბრიტანელები მსოფლიოში გამორჩეულები არიან იმით, რომ ბრიტანელი ცხენოსნები ცხენოსნობის ოლიმპიურ თამაშებში აუცილებლად იგებენ ერთ ოქროს მედალს მაინც.

1900 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშზე ცხენოსნობის შეჯიბრებაზე უფრო მეტი ათლეტი იყო, ვიდრე მაყურებელი.

ყველაზე ხანდაზმული ქალი, რომელმაც ცხენოსნობის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, 70 წლის ლორნა ჯონსტოუნი იყო. ეს ფაქტი 1972 წელს მოხდა.

1952 წლამდე ცხენოსნობის ოლიმპიურ თამაშებში მხოლოდ სამხედროები მონაწილეობდნენ.

1968 წელს მექსიკის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ცხენი დაიღუპა. მას შემდეგ ცხენების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მოთხოვნები გამკაცრდა.

ბრიტანეთის პრინცესა ანა 1976 წელს ოლიმპიურ თამაშებში ცხენოსნობის გუნდის წევრი იყო.

წამლების მიღება და დოპინგის გამოყენება ცხენოსნობის თამაშებში 1972 წელს უკვე აკრძალული იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს აღნიშნულზე ტესტს არ აკეთებდნენ.

რადგან ცხენოსნობა საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული სპორტია, გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს თანამედროვე ქართული ცხენოსნობის შესახებაც:

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს რამდენიმე წარმატებული ცხენოსანი ჰყავს. შალვა გაჩეჩილაძე სამჯერ გავიდა მსოფლიო თასის ფინალში. თორნიკე პაპიაშვილია ასევე ძალიან კარგი მხედარი. იგი მსოფლიო თასის ერთგზის ფინალისტია. ასევე ერთხელ გოგა ქევხიშვილი გახდა ფინალისტი, მაგრამ არასრულწლოვანი იყო, რის გამოც დიდების ასპარეზობაში არ დაუშვეს.

მცირე სახელმწიფო დაფინანსების ფონზე, წარმატება, რომელსაც დღეს ქართველი ცხენოსნები აღწევენ, "ვითიბი ბანკის" დამსახურებაა, რომელიც ცხენოსნობის ერთადერთი სპონსორია საქართველოში.

უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიური ტურნირი - VTB CUP, რომელიც მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით თბილისის იპოდრომზე იმართება და აქ ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ცხენოსნები ეჯიბრებიან. 2019 წლის ტურნირი 3,4,5 მაისს გაიმართა, სადაც მონაწილეობა აზერბაიჯანელმა, ბელორუსმა, ირანელმა, სომეხმა და ქართველმა მხედრებმა მიიღეს. "ვითიბი ბანკის" მიერ ორგანიზებული ტურნირი წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება მონაწილეების რაოდენობაც.

თბილისში, ლისის ტბაზე საცხენოსნო კერძო კლუბია, სადაც შესაძლებელია ცხენოსნობის მოყვარულები დაეუფლონ სპორტი ამ სახეობას. კლუბები შემდეგ რეგიონებშიც მდებარეობს: ბათუმში, ფოთში, სამტრედიაში.

სპორტულ ჯგუფებში მიღება 12 წლის ასაკიდან იწყება. 12 წლის ზევით ასაკი და სქესი შეზღუდული არ არის.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა