სფფ-ის ორგანიზებით და უეფას მხარდაჭერით, გრძელდება მასობრივი ფეხბურთის კვირეული. კვირეულის ფარგლებში, 24 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბექა ოშხრელთან და სფფ-ის თანამშრომლებთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებს ესტუმრნენ, მათ შორის, ცაგერის საჯარო სკოლას, სადაც წვრთნებს პროგრამის - "ფეხბურთი სკოლებში", ფარგლებში სფფ-ის მიერ გადამზადებული პედაგოგი ატარებს.

სფფ-ის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცეს და მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, პროგრამის - «ფეხბურთი სკოლებში“, პირველ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში 1000-მდე სპორტის მასწავლებელი გადამზადდა.

მასობრივი ფეხბურთის კვირეული 22 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბრამდე სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე:

"ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მასობრივი ფეხბურთის კვირეული მიმდინარეობს, რომლის შემადგენელი ნაწილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი "ფეხბურთი სკოლებშია". დღეს ვიმყოფებით ცაგერის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვებს სფფ-ის პროგრამით გადამზადებული მწვრთნელი ავარჯიშებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ საწვრთნელ პროცესში ბიჭებთან ერთად გოგონები არიან ჩართულნი.

ჩემი აზრით, ახალგაზრდების სპორტში და კონკრეტულად, ფეხბურთში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს სხვდასხვა პროექტის განხორციელებას".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს