წყალბურთი, საქართველოს ჩემპიონატი
დასასრულს უახლოვდება წყალბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც წლეულს ოთხი გუნდი მონაწილეობს. გუშინ "ოლიმპიკის" აუზში ორი შეხვედრა გაიმართა. ოქროს მედლებისთვის პირველ ფინალურ მატჩში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" "თბილისს" დაუპირისპირდა. ამ გუნდების ჯგუფური ტურნირის პაექრობაში ილიაუნელებმა 15:11 გაიმარჯვეს.

ფინალში ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის ორ-ორი ორთაბრძოლაა დაგეგმილი. პირველი მატჩები, როგორც აღვნიშნეთ გუშინ ჩატარდა. თბილისელები რევანშის წყურვილით გავიდნენ სარბიელზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოეცარათ ხელი - ისევ "ლიგამუსმა" იმარჯვა 17:13. აქვე შევნიშნავთ, რომ ორივე გუნდი საქართველოს ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული. გუშინდელი წაგებით "თბილისს" ჩემპიონობის შანსი არ დაუკარგავს, თუმცა მისი მდგომარეობა გაცილებით რთულია, რადგან განმეორებით შეხვედრაში "ლიგამუსს" ფრე და სამი ბურთით წაგებაც ხელს აძლევს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად.

"ლიგამუსი"-"თბილისი" 17:13

"ლიგამუსი": სტრუიჩი, ბაქრაძე, შენგელია, პოპოვიჩი, კორდიჩი, ხვედელიანი, ტაბატაძე, რუსიშვილი, რურუა, გეგელაშვილი, ნიკოლეიშვილი, ჭუმბურიძე, მანძულაშვილი.

"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე, ყავლაშვილი, ჩომახაშვილი, ლაითაძე, ბაბუნაშვილი, მანძულაშვილი, ბაღათურია, ქავთარაძე, ჩერქეზიშვილი, გოგავა.

ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები - "ივერია" და "ზვიგენები" ბრინჯაოსთვის იბრძვიან. "ივერია" უმთავრესად 1993 წელს დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული, "ზვიგენებმა" კი ვეტერანები შემოიკრიბა. გუშინდელ დაძაბულ დაპირისპირებაში ახალგაზრდებმა 10:5 სძლიეს მეტოქეს და კვარცხლბეკის მესამე საფეხურისკენ ნაბიჯი გადადგეს.

"ივერია"-"ზვიგენები" 10:5

"ივერია": ფავლენიშვილი, ბუღაძე, დავითური, ცანკაშვილი, სხილაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე, სულაძე, ქარჩილაძე, პეიტრიშვილი, გოჩიტაშვილი.

"ზვიგენები": ჩიხლაძე, ალხაზოვი, ქერქაძე, თორდია, ბერიშვილი, ჟღენტი, კანდელაკი, ბროლაძე, ჩხეიძე, ალიბეგაშვილი, გიორგაძე, კინწურაშვილი, მაჭავარიანი.

"ოლიმპიკს" აუზში დღეს განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა