"ბოლო ხუთწლეულის ტოპ-5 მოვლენა ქართულ ფეხბურთში" - ასეთი სათაურის პუბლიკაციის გაკეთება რამოდენიმე წლის წინ რომ გადაგვეწყვიტა საფიქრალი და საძებნი ნამდვილად ბევრი გვექნებოდა.

ქართული ფეხბურთის მდგომარეობა წლების მანძილზე რომ სახარბიელო ნამდვილად არ იყო ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია, თუმცა ბოლო წლებში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.

ამას გასული 2018 წელიც მოწმობს, როცა ხალხი სტადიონზე მიდიოდა გამარჯვებისთვის და გუნდიც იმედებს უმართლებდა. დადებით ტენდეციას "ვითიბი ბანკის" საფეხბურთო სამყაროში შემოსვლაც უწყობს ხელს და მის მიერ ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა, რაზეც დიდწილადაა დამოკიდებული საქართველოს ნაკრებისა და საერთოდ, ქართული ფეხბურთის მომავალი.

ახლა გამოვარჩიოთ ბოლო ხუთწლეულის ტოპ-5 მოვლენა.

ერთა თასის პლეი ოფი
UEFA-მ 2018 წელს ახალ შეჯიბრებას ჩაუყარა საფუძველი - გუნდები დონეების მიხედვით ოთხად დაანაწილა და ოთხივე ლიგის გამარჯვებულს მისცა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

საქართველო D ჯგუფში მოხვდა ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან.

ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ანდორაში ითამაშა ფრედ, ყველა დანარჩენი მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 2020 წლის მარტში ქართველებს ნახევარფინალური მატჩი თბილისში ელით, შემდეგ ფინალია და გამარჯვებული ევრო 2020-ზე ითამაშებს.

ერთა ლიგაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ლატვიასთან გვქონდა - თბილისში მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. ბალტიელებმა "ავტობუსის" ტაქტიკა აირჩიეს დაცვაში ჩადგნენ, გოლის გატანა გართულდა, თუმცა საქართველომ მაინც ასწია ეს "ავტობუსი" და ოქრიაშვილის პენალტით 1:0 გაიმარჯვა.

იმედის დაბრუნება - ჩაკვეტაძე
არგენტინა 1986 წლის შემდეგ დიდხანს ელოდა მხსნელს, სჭრიდებოდა მარადონას მსგავსი ლიდერი, რომელიც გუნდს დიდი გამარჯვებებისკენ გაუძღვებოდა. სხვადასხვა დროს გამოჩნდნენ ორტეგა, აიმარი, რიკელმე... მაგრამ მათთან ერთად არგენტინამ მარადონასეული მიღწევა, მსოფლიოს ჩემპიონობა ვერ გაიმეორა.

2006 წელს არგენტინის ნაკრებში გამოჩნდა ლიონელ მესი, რომელმაც ტიტულებით მარადონასაც გადაასწრო, ეროვნული გუნდის ლიდერადაც იქცა, თუმცა ნაკრები მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მიიყვანა.

საქართველოს ნაკრებში გიორგი ქინქლაძის შემდეგ დიდხანს ველოდით ვარსკვლავს, რომელიც გუნდს გამარჯვებებისკენ გაუძღვებოდა.

...და 2018 წელს გამოჩნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ქართველები დიდ იმედებს ვუკავშირებთ. არგენტინასთან შედარებით მასშტაბი ნაკლებია, ჩვენ ხომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს არ ვითხოვთ, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანოს უბრალოდ ვინმემ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთა ლიგაზე ჯგუფი 19 წლის ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა. იმედი გვაქვს, ნახევარფინალსა და ფინალშიც იგივეს გაიმეორებს...

ესპანეთის ძლევა
2016 წელს საქართველოს ნაკრები ესპანეთში ჩავიდა. თითქოს წასაგებად განწირული იყო, მაგრამ "კორიდაზე" გასულმა ქართველებმა ევროპის ჩემპიონი ხარი წამოაქციეს.

გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი იყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლდათ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება. ასეთი დონის მეტოქე ხომ აქამდე არ დაგვიმარცხებია.

კანკავას გოლი გერმანიას
გერმანიის ნაკრების მეკარის, მანუელ ნოიერის კარში გოლის გატანაზე ბევრი საფეხბურთო ვარსკვლავი ოცნებობს. ბევრმა ისე დაასრულა კარიერა, ამას ვერ მოესწრო.

შეიძლება 2015 წელს გერმანია-საქართველოს მატჩის წინ კანკავას გოლზე სულაც არ უოცნებია, მაგრამ 53-ე წუთზე ისეთი გაიტანა, მატჩის შემდეგ ნოიერს "ბადის გაკერვა" დასჭირდა. ამ გოლით საქართველომ ანგარიში გაათანაბრა და ცოტაც რომ გაეძლო, გერმანიიდან ფრეს წამოიღებდა.

მესი თბილისში
ქართველებს მსოფლიოს მნიშვნელობის არაერთი თასი გვაქვს: ოთხი ათასი წლის წინანდელი თრიალეთის ოქროს თასი, 34 წლის წინანდელი თასების მფლობელთა თასი...

2015-ში ევროპის სუპერთასიც თბილისში გამოიფინა, მაგრამ ჩამოვიდა ესპანეთიდან ოქროზე დაგეშილი "მძარცველთა" გუნდი, ლიონელ მესის მეთაურობით და 11 აგვისტოს ღამეს სუპერთასი თბილისიდან გაიტაცა.

"ბარსელონამ" სუპერთასზე "სევილიას" 5:4 მოუგო.

...51 940 თვითმხილველის თანდასწრებით.

ქართული ფეხბურთი ნელნელა წინ მიიწევს. ყოველ შემთხვევაში მის თავგამოდებულ ქომაგებს იმედი, რომ სამი წლის შემდეგ ხუთი და ათი ტოპ მოვლენა ისევ გვექნება მოსაგონარი, ნელნელა გვიღვივდება.

გაუმარჯოს საქართველოს
ყველაფერი კარგად იქნება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?