NBA. პლეი ოფი. 1/2 ფინალი: "ოკლაჰომა-სიტიმ" დიდი ხანი ვერ შეინარჩუნა მოედნის უპირატესობა, რომელიც მეორე მატჩში გამარჯვების შემდეგ მიიღო
"ოკლაჰომა-სიტიმ" დიდი ხანი ვერ შეინარჩუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა, რომელიც მეორე მატჩში შესანიშნავ სტილში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მიიღო. "თანდერმა" ძალიან სუსტად ჩაატარა სერიის მესამე შეხვედრა და "დალასმა" ლოგიკური და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის დებიუტმა დაგვანახა, რომ "მავერქისმა" წინა მატჩში დამარცხების შემდეგ საჭირო დასკვნები გამოიტანა. ამასთან, "კოვბოების" დამრიგებელმა რიკ კარლაილმა შესანიშნავი ტაქტიკური განსწავლულობა გამოავლინა და შესანიშნავად გადააწყო თავისი გუნდის თამაში. "მავერიქსი" მიხვდა, რომ მხოლოდ ჩვეული სწრაფი თამაშით რთული იქნებოდა "ოკლაჰომას" ძლევა. ამიტომაც "დალასმა" აქცენტი დაცვაზე გააკეთა და მაქსიმალურად შეუზღუდა თავისუფალი მოქმედების საშუალება მასპინძელთა ლიდერებს.

სტუმრებმა პირველივე წუთებიდან ძლიერ წნეხში მოაქციეს კევინ დურანტი და რასელ უესტბრუკი. "დურანტულა" საშინელი პროცენტით ისროდა, გამთამაშებელმა კი პირველ მეოთხედში ორი პერსონალური მიიღო, რამაც "დალასის" შთამბეჭდავი გაქცევა გამოიწვია - სტუმრებმა უკვე პირველ მეოთხედში 15-ქულიანი ფორმა მიიღეს.

მეორე მეოთხედი პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა. "მავერიქსი" აგრძელებდა მეტოქისთვის თავისი პირობების კარნახს და მატჩის მსვლელობისას მისი უპირატესობა 23 ქულამდე ავიდა. როგორც ყოველთვის, ამაში დიდი როლი სათადარიგო კალათბურთელებმა შეიტანეს, რომლებმაც მეორე შეხვედრის ჩაგდების შემდეგ ამჯერად ჩვეული დონე აჩვენეს. მოკლედ, "დალასის" უპირატესობა ეჭვვგარეშე იყო.

დიდმა შესვენებამ მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა. სკოტ ბრუქსი მიხვდა, რომ შეტევაში ვერაფრით სჯობდა მეტოქეს და ამიტომაც ყურადღება დაცვაზე გადაიტანა. თავიდან ტაქტიკის შეცვლამ "ოკლაჰომას" ვერ უშველა. "დალასი" ინარჩუნებდა 20-ქულიან უპირატესობას. იმ მომენტისთვის მასპინძლებს თამაშიდან ტყორცნების 28-პროცენტიაინი რეალიზაცია ჰქონდათ. "თანდერის" უსუსურობის ნათელი დადასტურება იყო ტაიმ-აუტი, რომელიც გუნდის ცენტრმა კენდრიკ პერკინსმა ისე აიღო, რომ მწვრთნელისგან თანხმობა არ მიუღია.

ასეა თუ ისე, დაგვიანებით, მაგრამ ტაქტიკის შეცვლამ "ოკლაჰომას" რაღაც შედეგი მოუტანა. მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს და ნოვიცკის ნეიტრალიზაციის საკითხიც მოაგვარეს. გარდა ამისა, "გაიღვიძეს" უესტბრუკმა და დურანტმა. ამ ყველაფერმა კი ის გამოიწვია, რომ ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 14 ქულამდე შემცირდა.

"თანდერმა", როგორც იქნა, დაიჭირა თავისი თამაში და უპირატესობის განვრცობა შეძლო. დურანტისა და უესტბრუკის შეჩერება სულ უფრო რთული ხდებოდა, ბუნებრივია, "ოკლაჰომას" გამოცოცხლებული პუბლიკაც დაეხმარა და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე "მავერიქსის" უპირატესობა მხოლოდ ექვს ქულას შეადგენდა.

თუმცა მასპინძელმა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა. სკოტ ბრუქსის ახალგაზრდა მოთამაშეები ემოციებს აყვნენ, მოუმზადებელი სამქულიანების სროლა დაიწყეს და აბსოლუტურად არ შეიმჩნიეს მოედანზე დურანტის ყოფნა. სწორედ ამან არ მისცა "თანდერს" წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მატჩში, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველა კომპონენტში წაგებული იყო.

როგორც ჩანს, "ოკლაჰომას" ამგვარი მოქმედება გამოცდილების ნაკლებობით არის გამოწვეული. "თანდერის" მოთამაშეთა უმეტესი ნაწილი წელს პირველად თამაშობს პლეი ოფში. ასეა თუ ისე, ტექსასელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და დაიბრუნეს საკუთარი მოედნის უპირატესობა. რაც შეეხება "ოკლაჰომას", ის ვალდებულია შინ მოიგოს შემდეგი მატჩი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიის ბედი გარკვეული იქნება.

ოკლაჰომა-დალასი 87:93

12:27, 24:25, 20:18, 31:23

ო: უესტბრუკი (30), დურანტი (24+12 მოხსნა), იბაკა (9+7 მოხსნა), კოლისონი (9), ჰარდენი (7+9 მოხსნა), სეფოლოშა (4), პერკინსი (4).

დ: მერიონი (18), ნოვიცკი (18), კიდი (13+8 პასი), ტერი (13+6 პასი), სტივენსონი (8), ჩენდლერი (8+15 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (7), ბარეა (4), ჰეივუდი (4).

სერია: 1-2

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა