NHL. პლეი ოფი. 1/2 ფინალი
"ვანკუვერ კენაქსს" არ გამოუვიდა იოლი გასეირნება "სან ხოსესთან" სერიაში. მესამე მატჩის მოგების შემთხვევაში კანადელები პრაქტიკულად სტენლის თასის ფინალში იქნებოდნენ, მაგრამ "შარქსმა" გაქვითა სერიაში ანგარიში და ბრძოლის შანსი დაიტოვა.

მასპინძლებმა დებიუტშივე სცადეს მატჩის ბედი გადაწყვეტა და ეს თითქმის გამოუვიდათ. ამაში მეტოქე ჰოკეისტების გაძევებები და მეკარე ლოუნგოს არადამაჯერებელი თამაში დაეხმარათ. "ზვიგენების" კაპიტანმა ჯო ტორნტონმა ორი ბრწყინვალე პასით ორი გოლი გაატანინა პატრიკ მარლოს, მის გოლებს შორის ერთხელ თავი ქლოუმ გამოიჩინა.

3:0 დაწინაურების შემდეგ "სან ხოსემ" ისევ ჩართო თვითლიკვიდაციის რეჟიმი. მეორე პერიოდში მასპინძლები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ მოედანს გაძევებების გამო. "შარქსს" გაუმართლა, როცა "ვანკუვერმა" ორჯერ ვერ გამოიყენა ორით მეტი ჰოკეისტი. შემდეგ იყო მესამე პერიოდი, რომელსაც "სან ხოსე", როგორც წესი, კოშმარულად ატარებს, თუმცა ამჯერად გაუმართლა, რადგან მეტოქემ კარგი საჩუქარი გაუკეთა. მას შემდეგ, რაც ბაროუზმა ერთი შაიბა გაქვითა, მან და კესლერმა 25 წამის ინტერვალით 2-წუთიანი ჯარიმები მიიღეს და დენ ბოილმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა - 4:1.

"სან ხოსემ" მაინც ვერ აიცილა თავიდან ნერვული დასასრული. მე-12 წუთზე "ზვიგენების" ფორვარდმა ჯეიმი მაკგინმა ზურგში ჩასცხო "კენაქსის" მცველ აარონ როუმს, რომელიც მოედნის დამცავ ბარიერს თავით დაეჯახა. ის გასახდელში საკაცით გაიყვანეს, მაკგინმა კი ხუთწუთიანი ჯარიმა და მატჩის ბოლომდე გაძევება დაიმსახურა.

ეს ხუთწუთიანი რიცხობრივი უპირატესობა "ვანკუვერმა" მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა - ორი შაიბა გაიტანა. ასე რომ, "შარქსისთვის" ბოლო ექვს მატჩში მესამე პერიოდების საერთო ანგარიში 5:17 გახდა. თუმცა უფრო მეტის გაკეთება "ვანკუვერმა" ვერ შეძლო. ბაროუზისა და კესლერის აქტიურობა ანგარიშის გასათანაბრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ძმები სედინები კი, რომლებმაც მეორე მატჩში გაიბრწყინეს, ამჯერად ისევ ჩრდილში მოექცნენ.

დასავლეთი

სან ხოსე-ვანკუვერი 4:3

3:0, 0:0, 1:3

გოლები: 1:0 მარლო-6 (ჯ. ტორნტონი-12, სეტოგუჩი-3), 2:0 ქლოუ-5 (დ. ბოილი-12, ი. უაიტი-8), 3:0 მარლო-7 (ჯ. ტორნტონი-13), 3:1 ბაროუზი-5, 4:1 დ. ბოილი-3 (მარლო-4, ჯ. ტორნტონი-14), 4:2 ჰამჰუისი-1 (ჰ. სედინი-13), 4:3 ბიეკსა-4 (რეიმონდი-6, ჰანსენი-4).

სერია: 1-2

თითქმის იგივე სცენარით წარიმართა "ტამპა ბეისა" და "ბოსტონის" სერიის მეოთხე მატჩი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 0:3-ის შემდეგ "ლაითნინგმა" შეძლო გამარჯვების მოპოვება და სერიაში ანგარიშის გათანაბრება.

ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებისთვის თამაში კოშმარულად დაიწყო. დებიუტში "ბოსტონმა" სამივე შაიბა მეტოქის უხეში შეცდომების შემდეგ გაიტანა. მაგალითად, ბრეტ კლარკმა საკუთარ კართან პატრის ბერჟერონს ჩააბარა შაიბა და მან ახლო კუთხეში გაიტანა.

როგორც ჩანს, მცველების არადამაჯერებლობა მეკარე დუეინ როლოსონსაც გადაედო. ერთ მომენტში მან კინაღამ ბარიერიდან ასხლეტილი შაიბა გაუშვა, ცოტა ხანში კი ერთი წუთის ინტერვალით მის კარში ორი შაიბა აღმოჩნდა და ვეტერანი მაიკ სმიტით შეცვალეს.

თითქოს გი ბუშეს გუნდს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა, რადგან "ტამპას" ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ მეორე პერიოდში მასპინძლებს მეტოქე დაეხმარა - სტუმრებმა საკუთარი კარის უკან დაკარგეს შაიბა, რომელიც საიმონ განიემ ჩაიგდო ხელში და ტედი პურსელს გაატანინა. ზუსტად ერთ წუთში მანვე მახვილი კუთხიდან გაიტანა და დუბლი შეასრულა. მასპინძლებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და მალე ანგარიში გაათანაბრეს. შონ ბერგენჰაიმმა კარის უკან შაიბა მოპარა კრეისის და თავად დაასრულა შეტევა - 3:3.

მესამე გაშვებულმა გოლმა "ბოსტონი" გააქტიურა, მაგრამ როლოსონის შემცვლელი სმიტი კარგად იდგა კარში. მან ჯამში 21 დარტყმიდან ყველა მოიგერია და კარიერაში პირველად მოიგო პლეი ოფის შეხვედრა. ამასობაში, "ტამპამ" პირველად წინ გასვლის შანსი დაკარგა, როცა მელოუნმა ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა, ცოტა ხანში კი საიმონ განიემ ტიმ ტომასს ახლო მანძილიდან გაუტანა.

რა არ სცადა "ბოსტონმა" დარჩენილ დროში ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ სმიტს ვერაფერი მოუხერხა. ბოლო წუთზე კი მარტინ სენტ ლუისმა ცარიელ კარში გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა - 5:3.

აღმოსავლეთი

ტამპა ბეი-ბოსტონი 5:3

0:3, 3:0, 2:0

გოლები: 0:1 პ. ბერჟერონი-3, 0:2 რაიდერი-5 (კელი-6, ტ. კაბერლე-6), 0:3 პ. ბერჟერონი-4, 1:3 პურსელი-3 (საიმონ განიე-6), 2:3 პურსელი-4 (ოლუნდი-2, ლეკავალიე-11), 3:3 ბერგენჰაიმი-9 (მური-8), 4:3 საიმონ განიე-4 (მელოუნი-3), 5:3 სენტ ლუისი-8 (საიმონ განიე-7, ჰედმანი-6).

სერია: 2-2

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა