რუსეთი. პრემიერლიგა. X ტური:რუსულ პრემიერლიგაში ტური არ გავა, ერთი-ორი მოულოდნელი შედეგი რომ არ დაფიქსირდეს; ასე იყო ახლაც
ტერეკი-ანჟი 1:0

გოლი: 1:0 ბ. გეორგიევი (45)

ყუბანი-სპარტაკი (ნალჩიკი) 1:1

გოლები: 1:0 გ. ბუკური (64), 1:1 ლეანდრო (87)

რუბინი-ლოკომოტივი 0:0

როსტოვი-ამკარი 3:0

გოლები: 1:0 რ. ადამოვი (50), 2:0 ა. გაცკანი (82), 3:0 დ. ბლატნიაკი (87)

ტომი-ზენიტი 2:1

გოლები: 1:0 ე. სტარიკოვი (37), 1:1 ა. იონოვი (41), 2:1 პ. გოლიშევი (52)

დინამო-კრილია 1:0

გოლი: 1:0 ა. ვორონინი (48)

სპარტაკი (მოსკოვი)-კრასნოდარი 4:0

გოლები: 1:0 არი (30), 2:0, 3:0, ა. ძიუბა (52, 65), 4:0 არი (90)

ვოლგა-ცსკა (გადაიდო)

რუსულ პრემიერლიგაში ტური არ გავა, ერთი-ორი მოულოდნელი შედეგი რომ არ დაფიქსირდეს; ასე იყო ახლაც: ქვეყნის ჩემპიონი „ზენიტი“, ბევრისთვის მოულოდნელად, ტომსკში დამარცხდა და ამ წაგებით იტალიელი სპეციალისტის ლუჩანო სპალეტის გუნდი IV ადგილამდე ჩამოქვეითდა. სხვათა შორის, ეს იყო „ზენიტის“ პირველი „ოფიციალური“ მარცხი ამ სეზონში - მანამდე, სანკტ-პეტერბურგელებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ „ლოკომოტივთან“ საშინაო შეხვედრაში.

ამ სეზონში „ტომის“ მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა გამოცდილი სპეციალისტის, 67 წლის ვალერი ნეპომნიაშჩის გუნდი ფავორიტებს ხშირად ამწარებს ხოლმე. ასე მოხდა ამ შეხვედრაშიც და საინტერესოა, რომ მასპინძელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ორი ახალგაზრდა ფორვარდის, 19 წლის მაქსიმ კანუნიკოვისა და 22 წლის ევგენი სტარიკოვის აქტიურმა თამაშმა,-არადა, ორივე თავდამსხმელი... „ზენიტის“ საკუთრებაა და „ტომში“ იჯარით ასპარეზობენ. ტურის ცენტრალური მატჩი ყაზანში ჩატარდა, სადაც „რუბინმა“ თავისი უდავო უპირატესობა ვერაფრით გამოიყენა და ამაში დამნაშავე „ლოკომოტივის“ ბრაზილიელი მეკარე, 25 წლის გილერმე იყო, ვინც მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. გილერმეს მსგავსად ჩინებულად ითამაშა ჩვენებურმაც, „ანჟის“ 24 წლის მეკარემ ნუკრი რევიშვილმა, მაგრამ ერთ ეპიზოდში ისიც უძლური იყო: „ტერეკისა“ და ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველმა, 29 წლის ბლაგოე გეორგიევმა მართლაც ეფექტური საჯარიმო დარტყმა შეასრულა. „ტერეკს“ ეს მატჩი რომ არ მოეგო, ამ გუნდის ჰოლანდიელ თავკაცს რუუდ გულიტს, ალბათ, შეხვედრის დასრულებისთანავე გაათავისუფლებდნენ. თუმცა, ახალ სტადიონზე (სადაც საზეიმო განწყობა სუფევდა და რუსული შოუ-ბიზნესის მონაწილეობით კონცერტიც ჩატარდა), „ტერეკის“ მოგება, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი იყო...

ზედიზედ ორი მოგებით საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა მოსკოვის „სპარტაკმა“ და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინიც ჯერჯერობით კვლავაც რჩება თავის პოსტზე. „სპარტაკმა“ ამჯერად სლავოლიუბ მუსლინის „კრასნოდარს“ აჯობა და რუსების სახალხო გუნდის ეს წარმატება ფორვარდების შედეგიანმა თამაშმა განაპირობა: 25 წლის არიმ (ბრაზილია) და 22 წლის არტიომ ძიუბამ „დუბლი“ შეასრულეს.

ჩემპიონატს დღესდღეობით იური კრასნოჟანის „ლოკომოტივი“ ლიდერობს, მაგრამ დაკარგული ქულებით ცსკა უნდა მივიჩნიოთ ლიდერად; ლეონიდ სლუცკის გუნდმა ეს ტური გამოტოვა, რადგან რუსეთის თასის ფინალში თამაშობდა და პირველლიგელ „ალანიას“ დაძაბულ ბრძოლაში (2:1) აჯობა. იმის გამო, რომ ცსკამ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა იასპარეზოს. პირველლიგელი „ალანია“ (სადაც პრეზიდენტად ვალერი გაზაევი მუშაობს) ევროპის ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას!

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა