7-წლიანი პაუზის შემდეგ ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა. ფოთის "კოლხეთი 1913"-მა მშობლიურ სტადიონზე "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის 29-ე ტურში "ზუგდიდს" უმასპინძლა.

მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ფოთის სტადიონის ძირითადი ტრიბუნის მშენებლობა დასრულდა, დაიგო ბუნებრივი საფარი და 7-წლიანი პაუზის შემდეგ ფოთის "კოლხეთს" მშობლიურ სტადიონზე თამაშის საშუალება მიეცა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა", - განაცხადა კობიაშვილმა.

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში, დაიგო ბუნებრივსაფარიანი მოედანი და აშენდა 1 700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. ასევე მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

"მინდა, ყველა ფოთელს მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს სტადიონზე პირველი თამაში. მოგახსენებთ, რომ დასრულებულია სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი. ამასთანავე, მიდის სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციაზე და სულ მალე გამოცხადდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სამუშაოების მეორე ეტაპი და დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ გვექნება დასრულებული სტადიონი, რომელიც 5 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების მიერ აუცილებლად წარმატებით დასრულდება", - განაცხადა კურდღელიამ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

aburjga
ჟურნალისტებო ჩამოგეძინათ, ახლა რა რიცხვია, 22.10.2019/ და ეს სტატია ფოთის კოლხეთის შესახებ რომელ რიცხვს განეკუთვნება 07.10.19 ხომ არა? ან გათამაშების ცხრილი რომელი რიცხვის მდგომარეობას ასახავს?!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ეროვნული ლიგა 2. II ტური - "კოლხეთმა" და "მერანმა" სტუმრად გაიმარჯვეს
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება