ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ქუთაისი" მესამეა

"ქუთაისი" მესამეა

ქუთაისურმა გუნდმა სუპერლიგაში დაბრუნებისთანავე საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა, რაც კოხრეიძის შეგირდებისთვის წარმატებად უნდა ჩაითვალოს
ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა სუპერლიგაში დაბრუნების პირველსავე წელს საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. მალხაზ კოხრეიძის შეგირდებს ფინალში გასვლის კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ საგზური "თსუ"-თან ოთხმატჩიან ბრძოლაში დათმეს.

მიუხედავად ამისა, სუპერლიგაში ახლადაბრუნებული გუნდისთვის ბრინჯაოს მედლები წარმატებად უნდა ჩაითვალოს. მესამე ადგილისთვის პაექრობა კარგი შემადგენლობის "სოხუმთან" საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

თავდაპირველად სტუმრებმა მოიპოვეს უპირატესობა და პირველ პერიოდში 4 ქულით იმარჯვეს (19:23). განსაკუთრებით აღსანიშნავია კარლ დამუსის შესანიშნავი თამაში, რომელმაც საბოლოოდ ორმაგი დუბლიც შეასრულა (18ქ. 15მ.). სოხუმელთა ამერიკელი ლეგიონერი შეტევაშიც ნაყოფიერი იყო და დაცვაშიც. ჩვეულად აქტიურობდნენ ჰარისი და ლაშა ფარღალავაც. მეორე პერიოდის საწყის წუთებში ბაგატსკის შეგირდები 4-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ "ქუთაისს" მეორე სუნთქვა გაეხსნა და პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე 45:40 დაფიქსირდა - მასპინძელთა სასარგებლოდ.

ქუთათურებმა განსაკუთრებით კარგად მესამე პერიოდი ჩაატარეს, რამაც საბოლოოდ მათი მოგებაც განაპირობა. მასპინძლები ძალიან კარგად თამაშობდნენ დაცვაში და შეტევებშიც აგრესიულები იყვნენ. შესანიშნავად ისროდნენ სამქულიანებსაც. მაგალითად, გიგი ბარბაქაძემ ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო, მას კვიმსაძემ, დიდიამ და ცეკვავამაც მიჰბაძეს. ქუთათურები მესამე პერიოდის შემდეგ 17 ქულით დაწინაურდნენ.

მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ სოხუმელები. მათ იმდენი მოახერხეს, რომ ანგარიში 4 ქულამდე შეამცირეს. დროც საკმაოდ რჩებოდათ, თუმცა "ქუთაისმა" ბოლო ძალები მოიკრიბა, მდგომარეობა გამოასწორა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. მასპინძელთაგან საუკეთესო გიგი ბარბაქაძე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა შესძინა. აღსანიშნავია ბოლქვაძის კარგი თამაში დაცვაში, რომელსაც 12 მოხსნა დაუგროვდა.

გამარჯვებულებს მესამე ადგილოსნისთვის დაწესებული თასი და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. კალათბურთელებს წარმატება ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ პირადად მიულოცა და მათ მხარდაჭერასაც დაჰპირდა.

"ქუთაისი"-"სოხუმი" 91:84

19:23, 26:17, 29:17, 17:27

ქუთაისი: ბაბუნაშვილი (14ქ.), დიდია (15ქ.9მ.), კვიმსაძე (18ქ.), ბოლქვაძე (9ქ.7მ), გ.ბარბაქაძე (26ქ.7მ.), ლომინაშვილი, ცეკვავა (7ქ.6მ.), კოღუაშვილი (2ქ.)

სოხუმი: ფარღალავა (22ქ.), ჰარისი (17ქ.), კანკია, კ.დამუსი (18ქ.15მ.), ფაცაცია (17ქ.9მ.), ჩლაიძე (3ქ.), კვენეტაძე (1ქ.), შანიძე (2ქ.), სორდია (2ქ.), კოპალიანი, რ.დამუსი (2ქ.)

მსაჯები: მ.კუპატაძე, ზ.მაჩალაძე, დ.ბერეკაშვილი

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო

თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა