26 ქულა, 18 მოხსნა, 6 დაფარება, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 2 ფოლი, 2 შეცდომა - ეს სტატისტიკა რიჩარდ მათიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ჩაიწერა
მსუყე ციფრებით დავიწყოთ: 26 ქულა, 18 მოხსნა, 6 დაფარება, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 2 ფოლი, 2 შეცდომა. ასეთი მონაგარით ნებისმიერი მაღალი დონის ცენტრი იამაყებდა, მაგრამ ერთი-ორად დასაფასებელია, რომ ეს სტატისტიკა რიჩარდ მათიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ჩაიწერა. თანაც სერიის გადამწყვეტ მატჩში, რომლის წაგების შემთხვევაში თსუ "არმიას" 0:2 ჩამორჩებოდა და ჩემპიონობის ბუზისოდენა შანსი დარჩებოდა.

თსუ-მ სულ 40-ჯერ მოხსნა, მათიაშვილმა - 18-ჯერ. თსუ-მ 64 ქულა ჩააგდო, რომელთაგან 26 რიჩარდის ანგარიშზე იყო... ამ სტატისტიკითაც ნათლად ჩანს, რომ შაბათს ნახევარი თსუ მათიაშვილი იყო. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს - 6 დაფარება მიმდინარე სუპერლიგის რეკორდია.

სერიის პირველ მატჩში თსუ-მ 71 ქულა ჩაგდო, თუმცა ოთხი ქულის სხვაობით დამარცხდა. რა ბედი ეწია მეორე შეხვედრაში თუ 64 ქულას მოუყარა თავი? - გაიმარჯვა. შეტევაში არმიელებმა არცთუ დამაჯერებლად ითამაშეს (53-დან 18 ორქულიანი, 20-დან 4 სამიანი და 20-დან 12 საჯარიმო გამოიყენეს). მათიაშვილს თუ გამოვაკლებთ, არც თსუ-ს ულხინდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, თუმცა საბოლოოდ "არმიაზე" ოთხით მეტი ჩააგდო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

სხვათა შორის, თსუ-მაც სწორედ ისე აჯობა "არმიას", როგორც წინა დღეს "არმიამ" - თსუ-ს: პარასკევის მატჩში სირენამდე 3 წამით ადრე არმიელმა კოტე ტუღუშმა ორივე საჯრიმო გამოიყენა, სხვაობა 4 ქულამდე (75:71) გაზარდა, რითაც თსუ-ს თამაშის თუნდაც სამქულიაით გადრჩენის შანსი მოუსპო. იგივე განმეორდა შაბათს, ოღონდ საპირისპირო მხარეს - მატჩის დასრულებას 11 წამი უკლდა, როცა მათიაშვილი საჯარიმოს ხაზზე დადგა (მასზე განზრახ დაჯარიმდნენ), ორივე ტყორცნა უშეცდომოდ შეასრულა და მანაც "მიუწვდომელი" სხვაობა დააფიქსირა - 64:60.

უსამართლობა იქნებოდა, "არმიელი" გიორგი შარაბიძის თამაშზე სიტყვა არ გვეთქვა. მან სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი მოხსნა (10) და ქულა მიითვალა (20). გიორგი "არმიას" მიერ შეთავაზებული ერთგვარი სიურპრიზის ნაწილი გახლდათ: რიგ ეპიზოდებში ძალოვნები იერიშზე მაღალ ტემპში გადადიოდნენ, გაქცევას ფეხს კარგად უწყობდა მობილური შარაბიძე და ქულას-ქულაზე აგროვებდა.

სისწრაფესთან დაკავშირებით. გასულ წლებში თსუ ნახევარფინალში რეგულარულად თამაშობდა, ფინალში შარშან გავიდა და "ენერჯისთან" დამარცხდა. აქამდე ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი შემადგენლობით ფავორიტებს ვერ უტოლდებოდა, თუმცა ორიგინალური ტაქტიკით (წრაფი თამაში, პრესინგი მთელს მოედანზე) არაერთი ფავორიტი დაუმარცხებია. ვაბანკზე წასვლა (რომელსაც ხშირად მოჰქონდა შედეგი) იმიტომ სჭირდებოდა, რომ შედარებით თანაბრად დაბალანსებული და გრძელსკამიანი მეტოქეებისთვის თამაშის დალაგების საშუალება არ მიეცა.

შაბათის მატჩში ფავორიტ "არმიასთან" ვაბანკი არ დასჭირვებია - მეოთხე პერიოდი დინჯად მიიყვანა დასასრულამდე. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფინალურ სერიაში ერთმანეთის წინაშე ორი ყოველმხრივ თანაბარი გუნდი დგას? არადა, პირველი მატჩის შემდეგ ნუგზარ ჭეიშვილმა აღნიშნა, ფინალში მოხვედრა ჩვენთვის დიდი წარმატებაა, "არმიას" ჩვენზე დიდი რესურსი აქვსო...

ზემოთ დასმულ კითხვას პასუხი სერიის მომდევნო მატჩებში გაეცემა. მესამე შეხვედრა დღეს, 23 მაისს 14 საათზეა.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა