ოქროს მედლების ბედი წლეულსაც ჩემპიონ "თბილისსა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბ "ლიგამუსის" პაექრობაში უნდა გადაწყვეტილიყო
შარშან წყალბურთელთა საქართველოს ჩემპიონატი "თბილისმა" მოიგო. ოქროს მედლების ბედი წლეულსაც ჩემპიონისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბ "ლიგამუსის" პაექრობაში უნდა გადაწყვეტილიყო.

პირველი ფინალური შეხვედრა, როგორც გაუწყეთ, ლიგამუსელებმა მოიგეს 17:13. განმეორებითი ორთაბრძოლა თბილისელთა იერიშებით დაიწყო და ერთ-ერთი შეტევა ჩერქეზიშვილმა დააგვირგვინა. პირველი პერიოდის ბოლომდე წონასწორობა "ლიგამუსის" კაპიტანმა რურუამ აღადგინა, მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც 1:1 დამთავრდა. შესვენების შემდეგ, როცა ანგარიში იყო 4:4, "თბილისის" გამოცდილმა მცველმა, ეროვნული ნაკრების წევრმა ქენქაძემ მე-3 პერსონალური შენიშვნა მიიღო და თამაშიდან შეცვლის უფლებით გააძევეს. ამის შემდეგ ილიაუნელებს, ასე ვთქვათ, ხელ-ფეხი გაეხსნათ და მე-3 პერიოდი 8:3 მოიგეს. მართალია, თბილისელებმა ბოლო 8 წუთში იძალეს (6:4), მაგრამ საერთო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "ლიგამუსმა" მეტოქე მეორედაც დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

"ლიგამუსი"-"თბილისი" 14:11 (1:1, 1:1, 8:3, 4:6)

"ლიგამუსი": სტრუიჩი, ბაქრაძე, შენგელია, პოპოვიჩი (3), კორდიჩი (2), ტაბატაძე (2), რუსიშვილი, რურუა (2), გეგელაშვილი (3), ნიკოლეიშვილი (2), მანძულაშვილი, მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე.

"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე, ყავლაშვილი (1), ჩომახაშვილი, ლაითაძე (3), ბაბუნაშვილი, მანძულაშვილი, ბაღათურია (2), ქავთარაძე (2), ჩერქეზიშვილი (2), გოგავა (1), მთავარი მწვრთნელი ირაკლი ბაქრაძე.

მესამე ადგილისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული "ივერია" და ვეტერანთა გუნდი "ზვიგენები" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. განმეორებითი შეხვედრის ოთხივე პერიოდი დაძაბულად და საინტერესოლდ წარიმართა. სამი რვაწუთიანი მონაკვეთის შემდეგ ახალგაზრდები მეტოქეს 7:5-ს უგებდნენ. ბოლო რაუნდში კიდევ უფრო გაზარდეს ანგარიშში სხვაობა. თამაშის დამთავრებამდე 3 წუთი და 42 წამი იყო დარჩენილი, როცა უხეში თამაშისთვის ივერიელი ქართველიშვილი შეცვლის უფლების გარეშე გააძევეს. კაცნაკლულმა "ივერიამ" ვერ გაუძლო "ზვიგენების" იერიშებს და ზედიზედ 4 უპასუხო ბურთი გაუშვა. მატჩი ფრედ _ 10:10 დამთავრდა. ამ ანგარიშმა ივერიელებს ბრინჯაო მოუტანა, რადგან პირველი პაექრობა მათ 10:5 ჰქონდათ მოგებული.

"ივერია"-"ზვიგენები" 10:10 (2:1, 1:1, 4:3, 3:5)

"ივერია": ფავლენიშვილი, ჩიქვინიძე (2), ყაზახიშვილი, დავითური (2), ცანკაშვილი (1), სხილაძე, ქართველიშვილი, გელაშვილი, ურუშაძე (2), ბუღაძე, გოჩიტაშვილი (1), პეიტრიშვილი (2), შუბლაძე, მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე.

"ზვიგენები": ჩიხლაძე, ალხაზოვი (1), ქერქაძე, თორდია, ბერიშვილი, კინწურაშვილი (2), ჟღენტი (2), ბროლაძე, ჩხეიძე (1), ალიბეგაშვილი (1), გიორგაძე (3), კანდელაკი, მაჭავარიანი, მთავარი მწვრთნელი მირიან ასათიანი

საქართველოს ჩემპიონატის მონაწილენი 28-29 მაისს ზუკა სახელაშვილის თასის ტრადიციულ გათამაშებაში იასპარეზებენ "ლაგუნა ვერეში". მასპინძლებთან ერთად აქ მთავარი პრიზისთვის რუსეთის გუნდიც იბრძოლებს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრები ბრიტანელებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის განმეორებითი მატჩისთვის მოემზადებიან, ძალების გამოსაცდელად 24-26 ივნისს "ოლიმპიკის" აუზში თბილისის აღდგენილ საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ, სადაც ყაზახეთის, ბელარუსისა და, სავარაუდოდ, ირანის ნაკრები გუნდები დაგვიპირისპირდებიან.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"