11 ოქტომბერს ევროპირველობის საკვალიფიკაციო მატჩები 3 ჯგუფში გაიმართა, რომლებიც უხვგოლიანი არ გამოდგა.

A ჯგუფში ჩეხეთმა ინგლისს თამაში შემოუტრიალა, 2:1 მოუგო და ახლა ეს ორი გუნდი 12-12 ქულით ლიდერია.

გამარჯვების გოლი 30 წლის ონდრაშეკმა ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა. ინგლისი ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2007 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა და მისი წაუგებელი 43-მატჩიანი სერია შეწყდა.

კეინმა "სამ ლომში" მეცხრე პენალტი გაიტანა და ლამპარდის რეკორდი დაამხო.

B ჯგუფში უკრაინამ პირთამდე სავსე ხარკოვის სტადიონზე "ატალანტას" ნახევარმცველ მალინოვსკის დუბლით 2:0 სძლია ლიეტვას, 16 ქულით პირველ ადგილზეა და ფინალური ტურნირის საგზურის მოსაპოვებლად დარჩენილ ორ შეხვედრაში 1 ქულის აღება ჰყოფნის, ხოლო პორტუგალიამ სახლში ლუქსემბურგი 3:0 დაამარცხა და 11 ქულით მეორე პოზიციაზეა.

პორტუგალიამ ბოლო 3 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ბერნარდუ სილვამ ბოლო 5 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, რონალდომ ნაკრებში 94-ე გოლი გაიტანა და მსოფლიოს რეკორდის დასამხობად კიდევ 15 გოლი სჭირდება. მან კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა.

H ჯგუფში საფრანგეთმა სტუმრად ჟირუს პენალტით 1:0 დაამარცხა ისლანდია, თურქეთმა კი 90-ე წუთზე გატანილი გოლით სახლში ასეთივე ანგარიშით მოუგო ალბანეთს. 18-18 ქულით ლიდერები საფრანგეთი და თურქეთი არიან.

ანდორამ ისტორიაში შესარჩევ ტურნირზე პირველად გაიმარჯვა და მოლოდვა 1:0 დაამარცხა - აქამდე 56 ჩატარებული შეხვედრიდან 55 წაგებული, ხოლო 1 ფრედ ჰქონდა დასრულებული.

A ჯგუფი

პრაღა. "სინობო"

ჩეხეთი - ინგლისი 2:1

გოლები: 0:1 კეინი (5, პენ), 1:1 ბრაბეცი (9), 2:1 ონდრაშეკი (85)

Video

11.10.19 ჩეხეთი - ინგლისი 2:1

პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"

მონტენეგრო - ბულგარეთი 0:0

B ჯგუფი

ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"

პორტუგალია - ლუქსემბურგი 3:0

გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (16), 2:0 რონალდო (65), 3:0 გუედეში (89)

Video

11.10.19. პორტუგალია - ლუქსემბურგი 3:0

ხარკოვი. "მეტალისტი"

უკრაინა - ლიეტუვა 2:0

გოლები: 1:0 მალინოვსკი (29), 2:0 მალინოვსკი (58)

Video

11.10.19. უკრაინა - ლიეტუვა 2:0

H ჯგუფი

ანდორა ლა ველა. "ნასიონალი"

ანდორა - მოლდოვა 1:0

გოლი: უოლესი (63)

გაძევება: გინსარი (55, მოლდოვა)

რეიკიავიკი. "ლაუგარდლსვოლიური"

ისლანდია - საფრანგეთი 0:1

გოლი: ჟირუ (66, პენ)

Video

11.10.19. ისლანდია - საფრანგეთი 0:1

ისტანბული. "ფენერბახჩე"

თურქეთი - ალბანეთი 1:0

გოლი: ტოსუნი (90)

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
საქართველოს ნაკრებმა ანდორას პირველი ტაიმი 1:0 მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ცალკარა თამაშში ანდორას პირველი ტაიმი 1:0 მოუგო
ანდორელთა მცველს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა [VIDEO]
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ყაზახეთის ნაკრებმა ანდორა გაანადგურა - 4:0 [VIDEO]
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ანდორაში პირველად ივარჯიშა
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
გურამ კაშია: ანდორა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა