ქართულ მშვილდოსნობას აქამდე შერეულ წყვილებში მედალი არ ჰქონდა მოპოვებული
სომხურ ეჩმიაძინში დამთავრებულ ევროპის ახალგაზრდულ თასზე ჭაბუკთა შორის შერეულ წყვილებში მოასპარეზე ქართულმა დუეტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირაკლი ქვლივიძე და თეონა კუტალაძე ფინალში უკრაინელებთან - იგორ ომელჩენკოსა და ანასტასია პავლოვასთან დამარცხდნენ, თუმცა ეს მაინც ისტორიული შედეგია, ვინაიდან ქართულ მშვილდოსნობას აქამდე შერეულ წყვილებში მედალი არ ჰქონდა მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე ჩვენებმა მასპინძლებს, როზა და ლევონ გრეგორიანებს 132:122 მოუგეს, ლუკას დანიელისა და მადისონ შეპერსის ფრანგულ დუეტს ორი ქულით - 141:139 აჯობეს, ნახევარფინალში კი ასევე ორქულიანი უპირატესობით გერმანელები, მაქსიმილიან ვეკმიულერი და კატარინა ბაიერი დაამარცხეს - 145:143.

აღსანიშნავია, რომ ქვლივიძეს ბიჭებს შორის პირად პირველობაში ჩვენებურთაგან მეორე შედეგი ჰქონდა, კუტალაძე კი ეროვნული ნაკრების კორეელ თავკაც ან-იონ სეუნის კადრია - მან აღმოაჩინა და უკვე ორჯერ ეროვნულ ნაკრებშიც გამოსცადა. უფროსებთან ჭიდილი კუტალაძეს გაუჭირდა, აი, თანატოლებში კი ურიგოდ არ გამოსულა - 1318 ქულა დააგროვა, ოლიმპიური ნორმატივი კი 1350 ქულაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კუტალაძე ჯერ ჭაბუკთა ასაკისაა, ის შედეგი კი ბევრად უფროსებზეა გათვლილი, თან უცხოეთში მხოლოდ მესამედ ისროდა, ვფიქრობთ, საყურადღებო მაჩვენებელია - იმედია, წლებისა და გამოცდილების მატების კვალდაკვალ, ქულებიც აუცილებლად მოიმატებს და ოლიმპიურ ნორმატივამდე ააღწევს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების გაწვრთნის გარდა, კორეელს ასაკობრივი გუნდების კოორდინატორობაც ევალება. ამიტომ ერევანში ჭაბუკთა ნაკრებს მთავარ მწვრთნელ გია მაკიევთან ერთად ისიც ახლდა და აქტიურადაც ეხმარებოდა შეგირდებს.

კორეელს სულ მალე - 27-31 მაისს მშობლიურ აზიაშიც მოუწევს წასვლა ქალთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ოღონდ ბანგლადეშში და არა სულ მთლად სამშობლოში. ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში აზიის თასის მესამე გათამაშება ტარდება, რომელშიც ჩვენი ნაკრები ძველი, უცვლელი ტრიოთი მიიღებს მონაწილეობას: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მწვრთნელს, შესაძლოა, ნარიმანიძე დაესვენებინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წაყვანა გადაწყვიტა. თავდაპირველი გეგმით, ჩვენებს ახლა არა ბანგლადეშში, არამედ ფრანგულ ბოეში უნდა ეასპარეზათ ევროპის თასზე, რომელიც ხვალ იწყება, მაგრამ აზიელებმა უფრო ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს - საკუთარი ხარჯით იღებენ და ამათაც ამიტომ გადაწყვიტეს იქ წასვლა. თანაც აზიური სკოლა საუკეთესოა მსოფლიოში. ამიტომ, სავარაუდოდ, მშვილდოსნობის მთელი ელიტა იქ იქნება თავმოყრილი და არა საფრანგეთში ანუ უფრო ძლიერი ტურნირიც ის უნდა იყოს. ალბათ, ზემოაღნიშნული ტრიო გამოვა 6-12 მაისს ანთალიაში გასამართ მსოფლიოს თასზეც, თუმცა, შესაძლოა, იქ კორეელმა სხვებიც წაიყვანოს. მათ შორის - ვაჟებიც. ჯერჯერობით ამ რანგის მხოლოდ ერთი შეჯიბრება გაიმართა - ხორვატულ პორეჩში, სადაც ჩვენგან ყველაზე უკეთ ესებუამ ისროლა - ნახევარფინალში გავიდა. ქართველთაგან მსოფლიოს რეიტინგშიც ჯერ მხოლოდ ისაა შესული - 5 ქულით X-XVI ადგილებს იყოფს.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა