პოლონეთის ქალაქ შეზირკში ჭაბუკთა ევროპის თასი გათამაშდა ძიუდოში, რომელშიც საქართველოდან ძმები შალვა და რამზეს ჩოჩელები მონაწილეობდნენ
ამ უქმეებზე პოლონეთის ქალაქ შეზირკში ჭაბუკთა ევროპის თასი გათამაშდა ძიუდოში, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი მონაწილეობდა, ძმები შალვა და რამზეს ჩოჩელები. შალვა ფინალში გავიდა და იქ დამარცხდა, უმცროსი ძმა კი უმედლოდ დარჩა.

ძმები მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულ ცეზარ ჩოჩელის შვილები არიან და პოლონეთშიც საკუთარი ხარჯით წავიდნენ მწვრთნელ ვაჟა ბალხამიშვილთან ერთად. ძიუდოს ქომაგი უფრო უკეთ შალვას იცნობს, რომელიც წლეულს გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე, რამზესი კი პირველად ჭიდაობდა უცხოეთში. ამ ხანმოკლე პერიოდში შალვამ უკვე მოასწრო თვალსაჩინო წარმატებების მოპოვება - 90 კილოგრამში ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა 17-წლამდელთა შორის, მერე კი ზედიზედ იმარჯვა ანთალიასა და კიევში გამართულ ევროპის თასებზე. დასამალი არაა, რომ საქართველოს პირველობაზე მის გამარჯვებას უმალ მოჰყვა ხმები მამის გავლენის და მსაჯთა მიკერძოების შესახებ. მაშინ მართლაც იყო გარკვეული საკამათო მომენტი, მაგრამ უმრავლესობა მაინც იმ აზრზე დარჩა, რომ მსაჯები ობიექტურები იყვნენ და ბიჭმა ალალად დაიმსახურა გამარჯვება.

ეს მოსაზრება დრომ დაადასტურა - შალვამ დამაჯერებლად მოიგო ორივე ზემოხსენებული უცხოური შეჯიბრება და დღეს უკვე თამამად შეიძლება ლაპარაკი მის საჭიდაო ტალანტზე. რაც მთავარია, მშრომელი ბიჭია, ვარჯიშებს არ თაკილობს და მამის ავტორიტეტით არ ცდილობს ფონს გასვლას. ამბობენ, რომ, როგორც ელიტარულ ოჯახებშია მიღებული, მამას ფეხბურთზე სურდა მისი გადაყვანა, მაგრამ შვილმა ცოცხალი თავით არ ჰქნა და ძიუდოს არ უღალატა. აქედანაც კარგად ჩანს, რამდენად ფანატიკურადაა შეყვარებული სპორტის ამ სახეობაზე.

ანთალიისა და კიევის მსგავსად, შალვა ჩოჩელმა პოლონეთშიც უაღრესად დამაჯერებლად იჭიდავა - ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა წმინდად მოიგო. პირველ წრეში მასპინძელი კონრად შიმალა დაამარცხა, მეორეში - პორტუგალიელი პედრო სილვა, მესამეში - უკრაინელი რომან დემიანენკო. ნახევარფინალში ჩვენებურს საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა მეტოქეც ანგარიშგასაწევი ჰყავდა - ლიტველი როკას სიმონისი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრათა უმეტესობა ასევე წმინდად მოიგო. მათ შორის - რუს მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ ვლადიმირ ბოლოტინთან. ერთი სიტყვით, ყველაფრიდან ეტყობოდა, რომ ლიტველი იოლი ლუკმა არ იქნებოდა და ჩვენებურმა მართლაც მხოლოდ იუკო აართვა.

ამ ეტაპზე უკვე ცნობილი იყო, რომ ფინალში მისი მეტოქე აუცილებლად უკრაინელი იქნებოდა - მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს იქაურები, ანტონ სავიცკი და ოლექსანდრ ჩერნიაკი ხვდებოდნენ. ამ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით ჩერნიაკმა იმარჯვა, რომელსაც წინასწარ შეხვედრებში ნამდვილად არ დაუდია ისეთი დამაჯერებელი ანგარიშები, როგორიც - ჩოჩელმა, თუმცა ფინალი მაინც უკრაინელმა მოიგო იპონით. სამწუხაროდ, შეხვედრის პერიპეტიებზე ვერაფერს გეტყვით და არ ვიცით, რა მოხდა, როგორ წარიმართა იგი.

ამდენად, შალვა ჩოჩელმა წლეულს პირველი ფინალი წააგო, თუმცა შედეგი მაინც კარგია. სავარაუდოდ, მან უკვე გაინაღდა ზაფხულში მალტურ კოტონერაში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა.

ცეზარ ჩოჩელი (66) პირველივე წრეში იპონით დამარცხდა ებრაელ ჰასან ორთან. შეჯიბრება ძველი წესებით კი ტარდებოდა ანუ თუ ებრაელი ნახევარფინალში გავიდოდა, ჩვენებური სანუგეშო წრეში გადაერთვებოდა, მაგრამ არ დასცალდა - ორს მომდევნო წრეში უკრაინელმა ალექსანდრ კუზნეცოვმა აჯობა და ჩვენებურიც გავარდა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა