იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მასპინძელმა გუნდმა 6 ერის მეორე გუნდი - შოტლანდიაც დაამარცხა 28:21 და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. იაპონელებმა 4-ვე შეხვედრა მოიგეს და ესეც ისტორიული შედეგია, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო თასის პლეი-ოფში გასვლაზე, რომელიც იაპონური რაგბის ისტორიაში პირველად მოხდა.

იაპონელები, რამდენიმე მონაკვეთს თუ არ ჩავთვლით, შეხვედრაში დომინირებდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. შეხვედრაში პირველი ლელო ბრიტანელებმა მე-7 წუთზე დადეს, თავი ფინ რასელმა გამოიჩინა, ხოლო გარდასახვა ლეიდლოუმ შეასრულა ზუსტად. თუმცა, ამის შემდეგ იაპონელებმა პირველ ტაიმ ბრიტანელთა ჩათვლის მოედანში ბურთი 3-ჯერ დაამიწეს. ამის გაკეთება მაცუშიმამ, ინაგაკიმ და ფუკუოკამ მოახერხეს. 3-ვერ გარდასახვა ზუსტად ტამურამ დაარტყა და მასპინძლებმა პირველი ნახევარი 21:7 მოიგეს.

მეორე ტაიმიც იაპონელების ლელოთი დაიწყო. 43-ე წუთზე დუბლი ფუკუოკამ შეასრულა, გარდასახვისას კი ტამურა არ შემცდარა. ამის შემდეგ, 6 წუთიან მონაკვთში სკოტებმა ორჯერ დაალელოვეს მეტოქე- 50-ე წუთზე ნილმა , ხოლო 56- ფაგერსონმა. ლეიდლოუ ორივე შემთხვევაში ზუტი იყო. ამ დროს, თითქოს გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ შოტლანდიას თამაშში დაბრუნება შეეძლო, თუმცა მატჩის დარჩენილ წუთებში ქულების მოპოვება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და შეხვედრაც დასრულდა - 28:21.

იაპონიამ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას, სამოას, რუსეთსა და შოტლანდიას მოუგო, 1/4 ფინალში კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება, რომელიც წინა მსოფლიო თასზე სენსაციურად დაამარცხა. შოტლანდიის ნაკრებთან დაკავშირებით კი, ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ბრიტანელებმა მსოფლიო თასის 1/4-ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. პირველად ეს 2011 წელს იყო, როცა არგენტინასთან წააგეს.

მსოფლიო თასი, A ჯგუფი

იაპონია - შოტლანდია 28:21

ლელოები

იაპონია: ფუკუოკა, მაცუშიმა, ინაგაკი

შოტლანდია: რასელი, ნილი, ფაგერსონი

გარდასახვები

იაპონია: ტამურა (4)

შოტლანდია: ლეიდლოუ (4)

ddgfdf
უი მაგათაც ყოლიათ ნატურმორტები და რუმინეთი დაჩაგრეს.
მარი
ან ნიჟარაძე დააბრუნეთ, ან ვინმე წესიერი , მცოდნე კაცი დანიშნეთ რაგბის კავშირის უფროსად. მწვრთნელს კი ბიძინა მოძებნის იმედია როგორიც გვჭირდება
valka
აბა იაპონელები სად ნახეთ 2 კაცი ჰა??? კაით რა მასე ჩვენც დავიმატოთ 13 კაცი ფიჯიდან ზელანდიიდან ტონგადან სამოადან სამხრეთ აფრიკიდან და ჩვენც ვიზავთ რამეს, მირცევნია საქართველოს უბალეშიკო და ქართველებს და ესე ნელ ნელა დავიხვეწოთ ვიდრე საქართველოს ნაკრები გერქვას და 13 კაცი სხვა ქვეყნიდან იყვნენ რა. ტუმცა ულოცავ იაპონელებს)) მაგრები არიან დძძაან
საოცრება
40 წელია რაგბს ვუყურებ და რაც იაპონელებმა წელს ითამაშეს მსგავსი არაფერი მინახავს.ფეხს თითქმის არ ურტყავდნენ და სულ წნეხის ქვეშ ყავდათ მოწინააღმდეგე.თუ ფიზიკურად გაუძლეს გამორიცხული არ არის ფინალშიც გავიდნენ
beqa
სოსო მათიაშვილი ხარ? სასწაული შეფასებაა
მიროსან
მაგ ჩამონათვალში მთავარი დაგავიწყდა ჯიგარ... ფული ბაბააა, დიიიიდი ფული, რომელიც ჩაიდო იაპონიაში რაგბის განვითარებაში!!!
zura
იაპონიის ნაკრებში რამდენი იაპონელია და რამდენი ნატურალიზებული?
ozeki
აი ნაკრები. რა ზარ-ზეიმით დააბრუნეს გორგოძე?! ვავა, ვავა, შერცხვით. რაგბი იაპონელების თამაშია!
aleko
ამასობაში ჩვენი რაგბისტები თავისუფალ სტილში ჭიდაობენ
iyideba yveaferi
ყველაფერი იყიდება. სპორტი მითუმტეს. ვისაც ფული არ აქვს - პერსპექტივა ნოლი. ანუ პერსპექტივა არ გვაქვს
შაკო
Ai visa aqvs realuri progress chven ki ara
912
ეჰ იაპონია ისე მიდის მალე მიიღებენ 4 ერში ჩვენ ვიკითხოთ ღამურასავით რომ ვართ და არც ჩიტებში გვიღებენ და არც თაგვებში
ზურა
რაგბში სერიოზულად ერკვევი :D

გეთანხმები კახაბერ! მეც შორს ვარ მაგ აზრისაგან, მაგრამ თუ სასწრაფოდ არ ვიზრუნეთ მოთამაშეების კლასის ასამაღლებლად, წელს რაც ვნახეთ, ესეც მოგვენატრება. იქნება მუდმივად აიღე და დაეჯახე და გაიხედე-გამოიხედე
სოსო
ქართული რაგბი ძალისმიერია და ესეც უნდა გაგრძელდეს. კურდღელივით სირბილში ვერავის ვაჯობებთ, ვერც ურუგვაის, ვერც რუსეთს და ვერც სხვას
კახაბერი
ნატურალიზებული მორაგბეების მოწვევა , არ არის გამოსავალი ! არ ჰყავს არგენტინას ნატურალიზებული მთამაშეები , მაგრამ რა დონეს მიაღწიეს უკვე , კარგად სჩანს ! მთავარის სწორი არცევანის გაკეთება , მწვრთნელების არჩევისას და შემდეგ თავდადებული შრომა !
პაატა
იაპონია აღარ არის მეორე ეშელონის გუნდი, ასე რომ ტიერ 1-ის გუნდებმა მიიჩოჩონ!:) ეს არის სწორი მუშაობის შედეგი! მაგარი ფედერაცია, მაგარი მწვრთნელი და ზოგადად მაგარი ხალხია!:)
დგ
ყველა ისეთ რაგბს თამაშობს, როგორი ტრადიციაც აქვთ. ჩვენთან ლელო მიწოლასთან, დაჯახებასთან, გადათელვასთან და ომთან არი ასოცირებული. ქართველები ფეხბურთშიც კი ვერ დარბოდნენ სწრაფად და რაგბში როგორ გაიქცევიან. არასწორი მიმართულებაა აღებული და შედეგიც ცუდი მივიღეთ. ავსტრალიასთან შერკინება რომ დომინანტური ყოფილიყო, შეიძლება მოგვეგო კიდეც. ფეხით ბურთის დარტყმა და მოცილება რა სისულელე იყო, ან ცუნდრუკი ვითომ სწრაფად. ადრე უელსსაც და შოტლანდიასაც კინაღამ რო მოვუგეთ, ორივეჯერ ძალისმიერი ბრძოლით და შერკინებების მოგებით მივაღწიეთ რასაც მივაღწიეთ. არ გამოვა ჩვენგან მოკუნტრუშე მორბენალი ხალხი. ვერც ფეხით დარტყმულს მივუსწრებთ და ვერც პასებს ავაჩქარებთ. ბურთი გულდანდობილად და ზუსტად უნდა მივაწოდოთ და დაჯახებებით გავიდეთ. ესაა ქართული რაგბი და დანარჩენში ვერავის ვერ ვაჯობებთ. მორჩა

ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს გუნდმა დასახულ მიზანს.მიუხედავად ნატურალიზებული მოთამაშეების სიმრავლისა, ხახამშრალი დატოვა 6 ერის 2 მონაწილე. მალე შეიძლება 4 ერსაც შეუერთდეს და მათთან ტესტ-მატჩს სახვეწარი გაგვიხდეს, თუ რამენაირად დროზე არ ვიზრუნეთ გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე
ანდრი
ვიძმაკაცოთ იაპონელებთან, ყოჩაღი ხალხია. ჭაობში სიცო,ხლე შემოიტანეს. შოტლანდიის გავარდნას მერჩივნა ირლანდია ჩარჩენილიყო, მაგრამ ეგეც შკოტების ბრალია, იაპონიამ თუ ისწავლა ირლანდიის დამარცხება შკოტებს ვინ დაუშალა იგივე? ალბათექვსი ერის ტრადიციამ
დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
გერმანიის ნაკრები იაპონიასთან 1:4 დამარცხდა [VIDEO]
ასე დახვდნენ იაპონიის ნაკრებს გულშემატკივრები აეროპორტში [VIDEO]
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ლივაკოვიჩმა სამი პენალტი მოიგერია და ხორვატია მეოთხედფინალში გაიყვანა [VIDEO]
ფიფას დასკვნა: იაპონელთა გოლი იყო ნაღდი და უტყუარი
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
კატარი 2022. ყველა მერვედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი
მუნდიალის მეორე მხარე - იაპონელებმა მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავეს
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]