საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის პირველი ტურის 1 მატჩი გაიმართა, რომელშიც გასული სეზონის ფინალისტი "ქუთაისი" ლიგის დებიუტანტ "ვერას" შეხვდა. მატჩი ვერელების გამარჯვებით – 84:76 დასრულდა. დებიუტანტის მოქმედ ვიცე-ჩემპიონთან გამარჯვება იმის საფუძველს იძლევა, რომ ვივარაუდოთ – ახალი სეზონი საკმაოდ თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული იქნება.

"ვერას" საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ირაკლი ხოშტარია წვრთნის, რომელმაც დებიუტანტს ის დისციპლინა შეუნარჩუნა, რომელიც გუნდში გასულ წელს სერბმა სპეციალისტმა მილოშ პეიჩმა დაამყარა. ვერელებმა ძალიან სტაბილურად ითამაშეს და შეხვედრა ისე მიჰყავდათ, რომ ძალები გადამწყვეტი მომენტისთვის შემოინახეს. პირველი პერიოდის 4 ქულით წაგების შემდეგ ხოშტარიას გუნდმა თამაში დაალაგა და ქუთაისელებს სისწრაფეში აჰყვა. მეორე მეოთხედი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რომლის შუაწელში ქუთაისელებმა 10-ქულიანი უპირატესობა (32:22) მოიპოვეს, თუმცა ბრენდონ სლაის სწრაფი გარღვევებისა და ვახტანგ ქადარიას ფარქვეშ სიზუსტის წყალობით ვერელებმა ჩამორჩენა გააბათილეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური ლიდერობით გავიდნენ – 37:36.

ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. ბოლო პერიოდის წინ ფრე იყო, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ვერელები მხოლოდ 2 ქულით – 73:71 იგებდნენ. სწორედ აქ მოხდა ის, რაზეც დასაწყისში დავწერეთ – ხოშტარიას გუნდმა ისე ჩაამთავრა თამაში, რომ მეოქეს შანსი არ დაუტოვა. ქადარიამ, გივი ბაქრაძემ, ბრენდონ სლაიმ და ბექა ჩიკვილაძემ ზედიზედ ჩააგდეს უპასუხო ქულები და ვერა 82:73 გაალიდერეს, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს. საბოლოოდ დებიუტანტმა 84:76 დაამარცხა "ქუთაისი" და არსებობის მანძილზე სუპერლიგის პირველ მატჩში საამაყო გამარჯვება მოიპოვა.

ვერელებს ბრენდონ სლაიმ ულიდერა 24 ქულით, 7 პასით და 6 მოხსნით. 21 ქულა მიითვალა ვახტანგ ქადარიამ, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. 8-8 ქულა მიითვალეს ბექა ჩიკვილაძემ და ვენდელ ლუისმა. ეს უკანასკნელი გასულ წელს “ა” ლიგაში ასპარეზობდა, კავკავიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში. ქუთაისელთაგან 17 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 13 ქულა - შონ რაუნდთრიმ, ხოლო 12 ჯეიმს მილიკენმა მიითვალა.

სუპერლიგის პირველი ტურის მორიგი 2 შეხვედრა ხვალ, 14 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: "კაკტუსი" – "მგზავრები", "ოლიმპი" – "დინამო".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Degraf
va gastrochka veram
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
“მეგამ” “ვერა” დაამარცხა და მემორიალის ფინალში “ქუთაისს” შეხვდება
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში "მგზავრებმა" "ვერა" დაამარცხა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს