ევროშესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან თამაშით და მატჩის შედეგით ირლანდიელთა ნახევარმცველი კონორ ჰურიჰანი უკმაყოფილო დარჩა და irishmirror-ს გამოუტყდა, რომ გაუჭირდათ.

ირლანდიელთა მძიმე საღამო თბილისში

"მწვანე ბიჭებს" გაუჭირდათ საქართველოსთან, რადგან მეტოქე მთელ მოედანზე გასაქანს არ აძლევდა.

ირლანდიელ ნახევარმცველთა ტრიომ (ჰურიჰანი, ჰენდრიკი და უილანი) რთული ბრძოლა გადაიტანა, ნელა მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეები მუდამ ასწრებდნენ.

აი, რა თქვა ჰურიჰანმა, რომელიც შეხვედრის წინ საქართველოს კარში კიდევ ერთი გოლის გატანას გვპირდებოდა.

"მართალი გითხრათ, გაგვიჭირდა. არასასიამოვნო იყო. ვიცით, უკეთ შეგვიძლია თამაში. თუმცა ჯგუფში ჯერ კიდევ დაუმარცხებლები ვართ. ეს პოზიტივია. ამდენად, რამდენიმე დადებითი მომენტი არის.

ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ, ძალიან ტექნიკურები არიან და ბურთს იჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა გააჩნდათ, მომენტი პრაქტიკულად არ შეუქმნიათ, მხოლოდ შორიდან ურტყამდნენ კარისკენ და ჩვენ მოგების მეტი შანსი გვქონდა.

ეგანმა ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს კონოლისაც ჰქონდა შანსი. ქულა ქულაა და ჩვენ ვიცით, რომ უკეთაც შეგვიძლია ასპარეზობა.

თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, როგორც ბურთს მივიღებდით, გვართმევდნენ და ამაში თავად ვიყავით დამნაშავენი. კარგი იქნებოდა, მოედნის მათ ნახევარზე დაგვეჭირა ბურთი და ზეწოლა განგვეხორციელებინა.

ახლა ჟენევაში უკეთ თამაში გვმართებს. შვეიცარია ფავორიტი იქნება, გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ, მაგრამ ჩვენ ჩვენსას უნდა მივაღწიოთ".

სოსო
აქაც და 21 წლამდელებშიც თავდასხმაში ურთიერთქმედებაა ჩვენი აქილევსის ქუსლი.ერთმანეთს არ ამჩნევენ,მწვავე პასს არ აძლევენ,სისწრაფეზე არ აყოლებენ ბურთს.ბურთის ფლობას ბურთის ფლობისათვის,მხოლოდ ფრე მოაქვს,მოგებას კი შეტევა და კარში დარტყმა სჭირდება.ფლანგებიდან ჩაწოდებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი,თუ მასზე ვინმე გადის,იხსნება,დასწრებაზე თამაშობს და თვითონ პასიც ზუსტია.ამის მსგავსს,რაიმეს აკეთებს ჩვენი ნაკრები?არა
s.s.
ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ ტრენერი ყველამ კარგად ვიცით 75-ე წუთამდე არ აკეთებს შეცვლებს, ოქრიაშვილმა პირველი ტაიმი კარგად ითამაშა, მეორეში არ უნდა ეთამაშა, ტრენერი აშკარად სცოდავს. ფიზიკურად ირლანდიას ვერ აჯობებ, საჭიროა ინდივიდუალისტები და სწრაფი თამაში, სამწუხაროდ ზარანდიას არა და არ იძახებს!
odala
1-2 ისეთი პასი გააკეთა სულ ხაზი გადაუსვა ყველაფერს. კარგი რა. ფეხბურთელი რომ უწყინარ სიტუაციაში პასს ვერ აკეთებს, ის ფეხბურთელი არ არის. ასეთია ჩვენთან 10-და 9.
დათო
ან იმათ უყურეს სხვათამაშს და შესაძლოა ისინი არისნ მისასვლელნი ექიმთან
Vasili
თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, როგორც ბურთს მივიღებდით, გვართმევდნენ /მე მემგონი სხვა თამაშს ვუყურე ,, ან თვალის ექიმთან ვარ მისასვლელი უეჭველი!!!
chabuka
ნამდვილად ეგრეა.ყაზაიშვილს იქნებ ვილმემ აუხსნას,რომ ფეხბურთში ის ერთი წამი ფასობს როდესაც,დროულ პასს გაუკეთებ შენს თანაგუნდელს რომელიც უკეთეს პოზიციაში არის.გულშემატკივრები უფრო დაგაფასებს.მე მესმის ყაზაიშვილის, რომ ჩემზე უფრო უნდა გოლის გატანა,მაგრამ მეც არა ნაკლებ მინდა საქართველოს ნაკრების მოგება!
niko
სწორი ანალიზია. ლობჟანიძე ადრე უნდა შემოეყვანა, გახურებაც ვერ მოასწრო. არაბიძე დღითი დრით უკეთესად თამაშობს, ცოტა მარჯვვენა ფეხზე უფრო მეტად რომ იმუსაოს ბევრად გამოადგება. კედელთან ვარჯიშია მაგის წამალი, ცალფეხა რომ ასე თამაშობს ორი ფეხით რამდენად უფრო კარგი იქნებოდა? აბა? ოქრიაშვილი ნიჭიერი მაგრამ ფორმაშI ვერ არის და ეტყობა. ამ გუნდა უნდა უკეთ ითამაშოს და შეტევაშI ბევრად უფრო სჭირდებათ სწორი აზროვნება და მომენტის გრძნობა. Aდრე ამბობდნენ გოლის ყბნოსვა აქვსო ფეხბურთელზე, განსაკუთრბით რამაზ შენგელიაზე, რომელიც იმით გამოირჩეოდა რომ ყოველთვის პოზიციას სწორად არჩევდა და ზუსტად გრძნობდა ბურთის ასხლეტვის კუთეებს და დამათებით ბევრი ბურთები აქვს ახლო მანძილიდან გატანილი. Aმ ბოლო დროს ნაკრებში ყნოსვიანი ჯერ ვერ გამოჩნდა. თითქოს კაჭარავას აქვს ამის მონაცემები, მაგრამ რატომღაც ვერ ქაჩავს, არა და ბურთის კარგი მპლობელია და ორივე ფეხით და თავით ეხერხება, შეიძლება მწვრთნელები სცოდავენ, ან ვეღარ ჩადგა ფორმაშI. კვიპროსი მაინც ჭაობია და არ უნდ წასულიყო იქეთ. იქედა გაღწევა მხოლოდ ორი სამო წელი ბომბარდირი უნდა იყოს 25030 გოლით სხვანაერად მაგ ჩემპიონატს არავინ ყურადღებას არ აქცეევს. ჭაობიდა ამოსვლა ძნელია...ახალგაზრდებს ყოველთვის გზა ხსნილი უნდა ჰქონდეთ ნაკრებში, განსაკუთერბით როდესაც არავის გარანტია არ აქვს ადგილის. გაიმგრძელდა ბოდიშიძთ, მაგრამ ნაკრებოს მწვრთნელს უნდა ეწეროს 8 თვე მაი ც საქარVელოში ცხოვრება და არა ორი სამო კვირით ჩამოსვლა, რაც უკეთეს შედეგებს გამოიღებს.
გრიგოლ1408
ოქრიაშვილი ასოცით დარბოდა იმიტომ დაიღალა რაც მართალია გრიგალავამ მაგრად ითამაშა
rasa
პასუხისმგებლობა ქვია მაგას, სითავხედე კი არა. საქართველოს ნაკრები რომ ცუდად თამაშობს, ან მწვრთნელს ვაბრალით, ან სველ და უხარისხო მინდორს, ან ამინდს ანაც გაყიდული თამაში იყოო. არასოდეს საკუთარ თავს
გოჩა
ესენი,რომ ყველა ბაქიბუქობს გავიგეთ,მაგრამ,დააკვირდით,ჯერ ყაზაიშვილს პასის გაკეთება ჯიუტად არ უნდა,მერე შენგელია შემოვიდა და,რომ დაარტყა ჯანო ედგა გვერდზე,მიეცი პასი,იგივე ყაზაიშვილი,საჯარიმოში არ მისცა პასი,ამ მომენტებისაგან შედგება ფეხბურთი,კიტეიშვილი ყოჩაღ,ფიზიკურადაც კარგია,ვაისს ალბათ მხედველობა არ აქვს,ხომ ჩანდა,რომ ოქრიაშვილი დაიღალა ვეღარ დარბოდა,სანამ არ წაიქცა და დაწვა მინდორზე,შემცვალეთო არ იქნა მისი შეცვლა,ლობჟანიძე ყოჩაღ ცოტა ადრე უნდა გამოეყვანა რა კარგად ებრძოლა მაღალ ბურთებზე,ანანიძე კარგი იყო,გრიგალავა კარგი იყო,კაცი ყოველ წელს.მაღალ დონეზე თამაშობს ძლივს გამოიძახა ბოლო თამაშებში,ტაბიძეს არაუშავდა,კაშიას დროზე უნდა ჩანაცვლება,კანკავა ნუ პროფესიონალია დებს ყველაფერს, და დროის გაყვანა რაღა იყო,ლორიას,რომ გაჰყავდა დრო იმას ვამბობ,შეიძლებოდა მოგება,რატომ არ გვჯერავს,რომ შეიძლება ამათი დამარცხება ხანდახან უნდა გარისკვა,გადაალაგე და ბოლო ოთხი წუთი შეუტიე დიდი ძალებით ხომ შეიძლება,მით უმეტეს,რომ ხომ დაინახეთ მაღალ ბურთებზეც ჯობდა ლობჟანიძე,შეცვალე ადრე ოქრიაშვილი ანდა,რატომ აყენებ ძირითადში,შემოიყვანე ბოლო ნახევარი საათი,ირლანდიაც დაღლილი იყო,კაცი ფიზიკურად ვერ არი და ეგერ მეორე ლობჟანიძე დანიაში,ხარაიშვილი შვედეთში,მომზადება აკლიათ მაგათ,რაც იყო დადებითი ბურთის ფლობა იყო ჩვენი,მორჩა პასს არ აძლევენ უკეთეს პოზიციაში მყოფს თან ხედავენ, მაინც თავის თავზე იღებენ,მე მგონი დავითაშვილი,არაბიძე,კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,სასწრაფოდ ძირითადში.
Piper
არ უნდათ იმიტომ რომ თავს აპრიორი უკეთესებად თვლიან და სირცხვილია მათ თვალში როცა ჩვენნაირ ქვეყანას ვერ უგებენ. რაგბშიც იგივეა ბრიტანელები ყოველთვის ზემოდან გიყურებენ სანამ თავზე არ დაახევ ბურთს და არ დაუმტკიცებ რომ ერთი თავით ჯობიხარ. ამიტომ მინდოდა მაგათთან მოგება განსაკუთრებით მარა არ გვეღირსა რა.
dinamo
ჩაკი დაბრუნდი მალე
Dato
ძაან თავხედი ხალხია რა, ესეიგი ქართველები საათში ასი მილით დარბოდნენ და ბურთს ართმევდნენ და ამაში თვითონ ყოფილან თურმე დამნაშავე, ჩვენი დამსახურების აღიარება არაფრით უნდა, გვყოლოდა ერთი ჩაკვეტაძე და მისნაირი ვინმე კიდე და ვნახავდით რამდენს გამოიძრობდით კარიდან,
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]