"მინესოტასთან" გამართული მატჩის შემდეგ "ინდიანა პეისერსის" მთავარმა მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში გოგა ბითაძის დებიუტი იყო.

"ძალიან კარგი იყო გოგას საქმეში ნახვა. ვიცოდით, რომ მისი მდგომარეობა პრობლემური საკითხი იქნებოდა. თავიდან არ ვაპირებდით, რომ 5-7 წუთზე მეტი გვეთამაშებინა ამ შეხვედრაში. გოგა და ჩვენ შეზღუდულები ვიყავით. მან ძალიან ბევრი ჩვენი კომბინაცია არ იცის და ამიტომაც ლიმიტირებულები გახლდით მისი გამოყენების კუთხით. თუმცა, ძალიან სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ ის პარკეტზე შევიდა და ითამაშა.

კარლ ენტონი თაუნსთან ჭიდილი მთლად საუკეთესო ვარიანტი არ არის NBA-ში დებიუტისთვის, თუმცა მე მინდოდა, რომ სწორედ თაუნსის წინააღმდეგ მიმეცა გოგასთვის წუთები. თაუნსი ამ ლიგაში ძალიან მაღალი დონის დიდი ბიჭია. გოგას მის მსგავს მაღლებთან არასდროს უთამაშია. თაუნსი კარგად ატარებს ბურთს, კონტაქტში ძალისხმიერად შედის, ისვრის პერიმეტრს შიგნიდანაც და გარედანაც. ამიტომ ბითაძისათვის ძალიან კარგი შანსი იყო ასეთი ტიპის კალათბურთელის წინააღმდეგ თამაში. ბუნებრივია, ხარვეზები იყო, თუმცა მე იმით ვარ კმაყოფილი, რომ ბოლოს და ბოლოს, გოგა პარკეტზე საქმეში ვიხილეთ.

გოგას ძალიან კარგად შეუძლია სროლა, კარგი მეპასეა. მომთმენი და რაციონალურია პერიმეტრიდან შეტევის დროს. ის კარგად იცავს ფარს. მართალია, დღეს თაუნსმა მასთან ორთაბრძოლისას ჩატენა, თუმცა გოგას არ ეშინია ამისი და დაფარებაზე მუდმივად მიდის. კარგად ისვრის სამიანს, შეტევაში ძალიან ეფექტიანია და მაილსის მსგავსად შეუძლია ფარის დაცვა.

სეზონის დაწყებამდე ის კიდევ უფრო უნდა მომჯობინდეს ფიზიკურად, ისწავლოს ჩვენი კომბინაციები, ისწავლოს, თუ როგორია ჩვენი დაცვა. თუმცა, ეს ხომ პირველი თამაში იყო. მას არ აქვს გამოცდილება NBA-ში მოთამაშე მაღალი ბიჭების ტიპის კალათბურთელებთან თამაშისა. პირველ სათამაშო დღეს დრამონდი და გრიფინი გვყავს მოწინააღმდეგედ, ხომ ხვდებით, რაზეა საუბარი?! პირველ სეზონში ის წუთები, რასაც გოგა მიიღებს, იქნება მისი გაზრდისათვის, იმისათვის, რომ შეეჩვიოს NBA-ში თამაშს.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ წინასწარ რამე გადაწყვეტილია. როცა სეზონი დაიწყება, მერე უნდა შევხედოთ ყველაფერს. თუ გოგა სწრაფად გაივლის ადაპტაციას და მზად იქნება თამაშისათვის, ის წუთებს მიიღებს. გაყინული არაფერია, არ ვამბობთ, რომ გინდა თუ არა, ესა და ეს კალათბურთელი ითამაშებს და გარანტირებულ წუთებს მიიღებს. ყველა, ვისაც შეეძლება ჩვენი დახმარება, პარკეტზე შევა და ითამაშებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გოგა არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აქვს პოტენციალი და მას ექნება შანსი, რომ ითამაშოს და დაგვეხმაროს.

არა მგონია, რომ დღეს გოგა ნერვიულობდა. უბრალოდ, ცოტათი გაკვირვებული იყო იმ ბიჭებით, ვის წინააღმდეგაც თამაშობდა. ყველაფერთან ერთად, მას ხომ თაუნსის წინააღმდეგ მოუწია დგომა. თუმცა, მისი დებიუტი ისეთი იყო, როგორსაც ველოდი: ცდილობდა გაერკვია, რა და როგორ ხდებოდა. ამასთანავე, უნდა ვთქვათ, რომ მას ძალიან კარგი სამიანი აქვს და დღეს 2-ჯერ ზუსტად ისროლა. ჩვენ გვინდა, რომ მან ყოველთვის გააკეთოს ეს, როცა ამის საშუალება მიეცემა", - განაცხადა ნეით მაკმილანმა.

ddgfdf
თაუნსი არ ვიცი, მაგრამ ამერიკა მეოთხედფინალს ვერ გაცდა და იუკოვიჩი ნახევარფინალიდან გამოაბუნძულეს.
lasha
ძალიან კარგი ბიჭია. ყველას სიყვარულს დაიმსახურებს. ერთ-ერთი გამორჩეული გახდება დარწმუნებული ვარ :)
Geo_Dinamo
გოგამ თუ ისეთივე პროგრესი გააგრძელა რაც მას ქონდა ევროპაში, რისი იმედიც მაქვს და დიდი სურვილიც. დარწმუნებული ვარ დიდ ვარსკვალავად ჩამოყალიბდება NBA-ში. წარმატება და გამარჯვება ბითაძეს!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა