ზუსტად 20 წლის, 1999 წლის 17 ოქტომბერს, პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში, რბოლა მალაიზიაში გაიმართა. თუმცა ახალ ტრასაზე მეტად ყველას მიხაილ შუმახერის დაბრუნება აინტერესებდა: 3 თვით ადრე "სილვერსტოუნში" ავარიისას შუმახერმა ფეხები მოიტეხა.

ამასთანავე, მალაიზიის რბოლა ბოლოსწინა იყო და ჩემპიონობის შანსს ერთდროულად 4 მრბოლელი ინარჩუნებდა: შუმახერის თანაგუნდელი და "ფერარის" ნომერ 1-ლი პილოტი ედი ირვინი, "მაკლარენ-მერსედესის" 2 პილოტი - დეივიდ კულჰარდი და მიკა ჰაკინენი, ჰაინც ჰარალდ ფრენცენი "ჰონდადან".

პოლ პოზიცია მიხაილ შუმახერმა მოიპოვა, რაც რბოლას უკვე უფრო მეტად საინტერესოს ხდიდა. ედი ირვინი მეორე იყო, მესამე კი კულჰარდი გახდა. რეალურად, ყველაზე მეტი შანსები ედი ირვინსა და მიკა ჰაკინენს ჰქონდათ. კულჰარდი ჰაკინენს 14 ქულით ჩამორჩებოდა და უფრო მეტად, სწორედ თანაგუნდელის გაჩემპიონებაზე მუშაობდა. ფრენცენი ლიდერ ჰაკინენთან 12 ქულას აგებდა, თუმცა მას სხვაზე საზრუნავი არაფერი ჰქონდა. მისი თანაგუნდელი დეიმონ ჰილი მე-12 ადგილზე მიჩანჩალებდა. თან, გერმანელის მანქანა კვალიფიკაციის დროს გაფუჭდა, ჰანცენი იძულებული გახდა, სათადარიგო მანქანით ეასპარეზა და მხოლოდ მე-14 დრო აჩვენა. რბოლა კი მე-6 ადგილზე დაასრულა, თუმცა ეს ჩემპიონობისთვის ბრძოლიდან გამოთიშვას ნიშნავდა.

ყველაზე მთავარი მაინც შუმახერის პირველი ადგილი იყო, რაც ნიშნავდა, რომ გერმანელი მართლაც დაბრუნდა, თან ისე, თითქოს არც არსად წასულა. თუმცა, თავად შუმახერი ასე არ ფიქრობდა, რადგან იმ დროისთვის უკვე მეორე პილოტი იყო და მისი თანაგუნდელი ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ყველას ერთი კითხვა აწუხებდა: გაატარებდა კი შუმახერი ირვინს?!

მთელი რბოლის განმავლობაში 1-2 ადგილებს მუდმივად "ფერარის" პილოტები ინაწილებდნენ. ბოლო წრეებზე კი, შუმახერმა ირვინი გაატარა და რბოლა მოაგებინა. დასრულების შემდეგ ირვინმა ჰაკინენს 2 ქულით გაასწრო, ფინელი მალაიზიაში მე-3 ადგილზე გავიდა.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. FIA-ს ტექნიკურმა დელეგატებმა განაცხადეს, რომ "ფერარის" მანქანებზე დეფლექტორები რეგლამენტის მიხედვით არ იყო განთავსებული და ორივე პილოტი რბოლიდან მოხსნილად ჩაითვალა. თუმცა, "ფერარიმ" გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა მიკა ჰაკინენმა განაცხადა, რომ ტიტულის ასე დაცვა არ სურდა. საბოლოოდ, სასამართლომ "ფერარი" გაამართლა და მრბოლელთა ქულები აღდგა. ძალიან ბევრი წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება საჩემპიონო ინტრიგის შესანარჩუნებლად იყო მიღებული და FIA-ში გადაწყვიტეს, რომ სასამართლო დავა წაეგოთ.

სეზონის ბოლო, "სუძუკას" ტრასაზე გასამართი რბოლის კვალიფიკაციაში ირვინისთვის ყველაფერი ცუდად, თუმცა არა კატასტროფულად დაიწყო. მართალია, თვითონ მე-5 იყო რბოლის წინ, თუმცა პოლ პოზიცია მიხაილ შუმახერმა მოიპოვა და ჩრდილოირლანდიელსაც თანაგუნდელის იმედი ჰქონდა. თუმცა, იმედები სტარტზევე დაეკარგა, როცა ჰაკინენმა შესანიშნავად დაძრა მანქანა, შუმახერი შეცდა და პირველივე მოსახვევიდან რბოლას სათავეში ფინელი ჩაუდგა.

რბოლის ბოლომდე ბევრი არაფერი შეცვლილა. ირვინმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ჰაკინენს ბოლოს 1 წუთზე მეტით ჩამორჩა. შუმახერს არც კი ჰქონია შანსი თანაგუნდელის დახმარებისა, რადგან ირვინი ძალიან უკან იყო. არადა, დასანანი ის არის, რომ შუმახერმა იაპონიის რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, ირვინმა მე-3-ზე და საერთო ჩათვლაში ჰაკინენმა ირვინს 2 ქულით აჯობა. შუმახერის გამარჯვების შემთხვევაში, ჰაკინენი რომ მე-2 ადგილზე გასულიყო, ჩემპიონი ირვინი ხდებოდა, თუმცა შუმახერის შეცდომამ ირლანდიელს ჩემპიონობა დააკარგვინა.

აღნიშნული სეზონის შემდეგ ირვინმა "ფერარი" დატოვა. შუმახერის პარტნიორი რუბენს ბარიკელო გახდა და მომდევნო 5 წლის განმავლობაში "ფერარი" უძლეველი გახდა. შუმახერმა ჩემპიონობა ზედიზედ 5-ჯერ მოიპოვა. ამ წლებში ბარიკელო ვიცე-ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, ერთხელ მე-3 პოზიციაზე გავიდა, ერთხელაც - მე-4-ზე.

ივანე
ვერ ხდებოდა ირვინი ჩემპიონი მეორე ადგილით. მოგებების ოდენობით უსწრებდა ჰაკინენი და მაინც ის გახდებოდა ჩემპიონი.
"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
მიხაილ შუმახერი კომიდან 2014 წელს გამოვიდა - 11 სექტემბრის დაიჯესტი
ფორმულა 1. ბელგიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
ფორმულა 1. მიკა ჰაკინენი და ოპერა
"გავიდეთ და ბურთი თავზე დავახიოთ" - ზურიკო დავითაშვილის სიტყვა ხორვატიასთან თამაშის წინ - 17 ოქტომბრის დაიჯესტი
მიხაილ შუმახერი საუკეთესო მრბოლელის სტატუსს დაკარგავს? - 3 ნოემბრის დაიჯესტი
არის ფორმულა 1-ის დამტკიცებული კალენდარი
კომიდან გამოსული შუმახერის რეკორდი ჰემილტონმა დაამხო - 29 სექტემბრის დაიჯესტი
10 ყველაზე საშინელი შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ავტოსპორტი: ბარიკელო სამშობლოში იგებს
"ნოუ კამპის" დისკვალიფიკაცია ან 300-ევროიანი ჯარიმა - 17 სექტემბრის დაიჯესტი
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა