ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში შედეგიანად ჩაერთო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროგრამის მონაწილე გუნდი "საქართველო 2005".

ირაკლი ტომარაძის მიერ გაწვრთნილი 15-წლამდელთა გუნდი ქართული კლუბების მოთამაშებისგან გახლავთ დაკომპლექტებული და მისი მიზანი პერსპექტიული კალათბურთელებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიცემა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის კადრების მომზადება გახლავთ.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის 15-წლამდელთა ლიგაში "საქართველო 2005"-მა 18 ოქტომბერს 2 შეხვედრა გამართა და ორივეში იმარჯვა. ქართველებმა ორივე შემთხვევაში რუსული კლუბები დაამარცხეს. პირველ მატჩში ჩვენებმა მოსკოვის დინამოს 59:40 სძლიეს, რის შემდეგაც სანკტ პეტერბურგის "ზენიტს" დაუპირისპირდნენ და კვლავ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 76:52.

საქართველო 2005 მორიგ შეხვედრებს 19 ოქტომბერს გამართავს: ირაკლი ტომარაძის გუნდი კვლავ რუსულ გუნდებს - პერმის "ოლიმპიეცს" და მოსკოვის ცსკა-ს დაუპირსპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ჯერ პრემიერ ლიგაში დარჩით და მერე მოვალო - დე ძერბიმ "ტოტენჰემს" თანხმობა უთხრა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
პსჟ მატჩის გადატანას ითხოვს - "ლანსი" წინააღმდეგია
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს