ნაკრების თავკაცის, ოთარ გაბელიას განკარგულებაში, ჯერჯერობით, მხოლოდ 18 ფეხბურთელია

დღეს, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრება დაიწყო. ოთარ გაბელიას განკარგულებაში, ჯერჯერობით, მხოლოდ 18 ფეხბურთელია. 26 მაისიდან, გუნდს ეტაპობრივად შეემატებიან დანარჩენი ფეხბურთელებიც. ხოლო სრული შემადგენლობა გაბელიას განკარგულებაში 31 მაისისთვის იქნება.

U21-ის მთავარმა მწვრთნელმა დღესვე გამართა პრესკონფერენცია.

ოთარ გაბელია: "საერთოდ, მაინცდამაინც მომხრე არ ვარ ხანგრძლივი საწვრთნელი შეკრებების, მაგრამ ვინაიდან თითქმის ყველა ჩემპიონატი დასრულდა და ფეხბურთელების უმრავლესობა უკვე თავისუფალია, შევიკრიბეთ. ისიც გავითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდები არიან და მოსამზადებლად და "ასაწყობად" ამათ ცოტა მეტი დრო სჭირდებათ.

აქვე გეტყვით, რომ ძალიან წაგვადგა ავსტრიაში წასვლა და თამაშების ჩატარება, რადგან ბევრ ფეხბურთელს მივეცით შანსი და კარგად დავაკვირდით. იქ კარგად გამოჩნდა, თუ ვინაა ამ დროისთვის მზად და სწორედ მათ ვუხმეთ ხორვატიასთან სათამაშოდ. როგორც იცით, შეკრებაზე სულ 26 კაცია გამოძახებული და აქედან, 18 ფეხბურთელს წავიყვანთ ხორვატიაში.

დღეს უკვე ველაპარაკე ბიჭებს და ავუხსენი, რომ ვინც სახორვატიო განაცხადში ვერ მოხვდება, არ ნიშნავს, რომ ნაკრებში აღარ გამოვიძახებთ. თავის გამოჩენისა და წარმოჩენის შანსი ამ შეკრებაზე ყველას ექნება და დასამტკიცებელი უნდა დაამტკიცონ. დაახლოებით, 30-31 მაისს, უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ის 18 ფეხბურთელი.

ძალიან რთული თამაში გველის. ხორვატების ერთი თამაშის ჩანაწერი გვაქვს. ველოდებით სხვა მეტოქეების თამაშების ჩანაწერებსაც. კარგი გუნდი ჰყავს ივოს (შუშაკს). საფუძვლიანად გავეცანით ამ გუნდის შემადგენლობას, ფეხბურთელებს...

კიდევ ერთი - ყველამ მინდა იცოდეს, რომ ჩვენთან უდიდესი ყურადღება ექცევა დისციპლინას. თუ რაიმე პატარა დარღვევას მაინც შევამჩნევთ, შეიძლება შეკრებიდანაც კი გავუშვა ფეხბურთელი და ამის შესახებ ბიჭები უკვე გავაფრთხილე.

რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, ის ჩამოვიდა და გუნდთან ერთადაა. გახსოვთ, ალბათ, ის პატარა გაუგებრობები... ჩვენ ვისაუბრეთ და ყველაფერი გარკვეულია.

თემურ ქეცბაიამაც თქვა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდა, მისი ნებაა. როცა ეროვნულ გუნდში გიძახებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ასაკობრივი გუნდია, რადგან ნაკრები ნაკრებია! და არ მეგულება ჭკუათმყოფელი ფეხბურთელი, ვისაც ნაკრებში თამაში არ სურს."

gff.ge

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა