დღეს ღამით მაკედონიაში მიემგზავრება ხელბურთის ეროვნული ნაკრები, რომელიც 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან.

საქართველოს ნაკრები ემზადება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება. ამავე თვეში მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უწევს, 21-27 ოქტომბერს კი სანაკრებო კვირაა და ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს ამხანაგურ მატჩებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ნიკოლა მაქსიმოვიჩის განკარგულებაში 17 ხელბურთელი იქნება. ამ ჩვიდმეტიდან ევროპული კლუბების 8 წევრი საქართველოდან ჩაფრენილ 9 მოთამაშეს სკოპიეში დახვდება და საწვრთნელი შეკრებაც დაიწყება.

მაკედონიასთან ტესტ-მატჩებამდე გუნდი სკოპიეში შვიდჯერ ივარჯიშებს. მაქსიმოვიჩთან ერთად ნაკრების სტაფში იქნებიან ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, ასევე - დრაგან ჯუკიჩი, რომელიც ფედერაციაში ტექნიკური დირექტორის ფუნქციას ასრულებს.

ნაკრებს სკოპიეში ორი მოთამაშე დააკლდება. 37 წლის ვეტერანი რევაზ ჭანტურია ივნისში, IHF ერთა ჩემპიონატზე დაშავდა და მართალია, უკვე ვარჯიშობს და თამაშობს სკოპიეს "მეტალურგში", მაგრამ ტრავმა მაინც აწუხებს ხოლმე და მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, არ გაერისკათ. 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძე ახალ სეზონში საფრანგეთის "შამბერიში" გადავიდა, თუმცა, ამ კლუბის სამედიცინო სამსახურის რეკომენდაციით, ნიკოლოზს მცირე ტრავმა აქვს და უმჯობესი იქნება, თუ რეაბილიტაციის სრულ კურსს გაივლის. საბოლოოდ, ჩვენი შემადგენლობა ასეთია:

საქართველოს ნაკრები მაკედონიაში

GK შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი)

LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)

LB თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

CB ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგი, მკდ)

RB გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997)

RW ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)

P ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)

მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი.

ჩვენი მასპინძელი, მაკედონიის ნაკრები ჩვენამდე სტუმრად, ესქიშეჰირში, ორჯერ ეთამაშება თურქეთის ეროვნულ გუნდს. მწვრთნელ დანილო ბრესტოვაცს თურქეთში, ძირითადად, შინაურ ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი მიჰყავს, უძლიერესებს კი საქართველოსთან საშინაო მატჩებში ათამაშებს.

მათ შორის იქნებიან ცნობილი ვარსკვლავები: კირილ ლაზაროვი (ნანტი), დეიან მანასკოვი (ვესპრემი) და ძირითადი მეკარე ბორკო რისტოვსკი (ბენფიკა). კიდევ რამდენიმე მოთამაშე გუნდს ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო დააკლდება: ხაზის მოთამაშეები სტოიანჩე სტოილოვი (ვარდარი) და ნიკოლა მარკოსკი (ეუროფარმი), ასევე ორი ცაცია: გოცე გეორგიევსკი (CSM ბუკურეშტი) და მარტინ სერაფიმოვი (მეტალურგი).

მაკედონიის ნაკრები (17 ხელბურთელი თურქეთთან)

GK მარტინ ტომოვსკი (1997, ფრიზენჰაიმი, გერ), მარკო კიზიჩი (2001, ვარდარი)

LW დიმიტარ დიმიტრიოსკი (1998, ვარდარი), ბოიან მაძოვსკი (1994, ეუროფარმ-რაბოტნიკი)

LB დარკო დიმიტრიევსკი (1993, სინფინი, ესპ), დეიან კუკულოვსკი (1998, ვარდარი), მიჰაილო მლადენოვიჩი (2000, მეტალურგი), მარიო ტანკოსკი (1998, მეტალურგი)

CB გორან კრსტევსკი (1996, ლინცი, ავს), მარკო მიშევსკი (1999, გრენობლი, საფდ)

RB ტომისლავ იაგურინოვსკი (1998, მეტალურგი), მარტინ ველკოვსკი (1997, ეუროფარმ-რაბოტნიკი)

RW ნენად კოსტესკი (2001, ზაგრები, ხორ), მარტინ პოპოვსკი (1994, პროლეტი)

P ჟარკო პეშევსკი (1991, შტუტგარტი), ფილიპ არსენოვსკი (1998, მეტალურგი), მილან ლაზარევსკი (1997, მეტალურგი)

საქართველოსთან დაემატებიან: GK ბორკო რისტოვსკი (1982, ბენფიკა), LW დეიან მანასკოვი (1992, ვესპრემი, უნგ), LB ფილიპ ტალესკი (1996, ბალინგენი, გერ), LB ფილიპ კუზმანოვსკი (1996, მაგდებურგი, გერ), RB კირილ ლაზაროვი (1981, ნანტი, საფ)

მწვრთნელი დანილო ბრესტოვაცი.

მაკედონია-საქართველოს ორივე მატჩი სკოპიეში, "ბორის ტრაიკოვსკის არენაზე" გაიმართება. 25 ოქტომბერს თამაში ჩვენი დროით 22 საათზე დაიწყება, 26 ოქტომბერს - 20 საათზე.

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში