ანჩელოტის კანდიდატურას "რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ დაუჭირა მხარი, რაც პატარა საქმე ნამდვილად არ გახლავთ
როდესაც “რომას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენო მონტელა დანიშნეს, გუნდი კრიზისში იყო და ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა სკუდეტოს მოპოვების შანსი. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ჯერ კიდევ რეალური გახლდათ და სწორედ ეს მიზანი დაუსახეს კლუბის მესვეურებმა ახალგაზრდა სპეციალისტს. სერია ა-ს 2010/2011 წლების გათამაშება გასულ უქმეებზე დასრულდა, “რომა” ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა - ანუ, ამოცანა არ შესრულდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მონტელასადმი იტალიურ საფეხბურთო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ბევრის აზრით, ვინჩენცომ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი და აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა, ნაწილს კი მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება. თავად მონტელა პრესასთან შემდეგ კომენტარს აკეთებს:

“გამოგიტყდებით და მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა იმაზე უფრო რთული ყოფილა, ვიდრე მეგონა. ერთია ის უდიდესი სამუშაო, რომელიც უნდა გასწიო და მეორე, წნეხი, რომელიც მედიის მხრიდან ხორციელდება. არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ ესა თუ ის სპეციალისტი რომში ჩამოვიდა და კლუბის მესვეურებთან მოლაპარაკებები გამართა, კარლო ანჩელოტის შესახებ კი უკვე როგორ “ჯალოროსის” მწვრთნელზე, ისე ლაპარაკობდნენ. ასეთ ვითარებაში რთულია სრული კონცენტრაცია მოახდინო საქმეზე, მაგრამ ჩემი აზრით, დაკისრებულ მოვალეობას თავი საკმაოდ კარგად გავართვი. შესაძლოა, ყველა თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ პროგრესი სახეზეა და ვფიქრობ, ამას გულშემატკივრებიც აფასებენ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გვინდოდა, მაგრამ მეოთხე ადგილს ვერ შევწვდით - იქნებ ასეც იყოს საჭირო, რადგან გუნდი შენების პროცესშია და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, ორ ფრონტზე ბრძოლას შესაძლოა გადაუჭრელი პრობლემები შეექმნა ჩვენთვის. მომდევნო სეზონში ის უნდა დავინახოთ, რასაც ჩემი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის დღიდან ჩავუყარეთ საფუძველი და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება.”

მონტელას ისე გამოუვიდა: “კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო”, მაგრამ ერთში კი უნდა დავეთანხმოთ - ასეთი ფორმაციის “რომას”, ორ ფრონტზე ბრძოლა ნამდვილად გაუჭირდება. სხვა საქმეა, თუ კლუბში დიდძალი ინვესტიციები ჩაიდო და როგორც ცნობილია, ტომას დი ბენედეტო სწორედ ამას აპირებს. იტალიური წარმოშობის ამერიკელმა ბიზნესმენმა რამდენიმე თვის წინ შეიძინა კლუბი და მიზნად მისი აღორძინება დაისახა. ახალ მეპატრონეზე მონტელას შემდეგი მოსაზრება აქვს:

“სენსების ოჯახის მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი და ძალიან მიხარია, რომ კლუბის მმართველობაში ისინიც რჩებიან. მივესალმები ტომას დი ბენედეტოს გამოჩენასაც, რადგან “რომას” გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდებიან ისეთ ცვლილებებს, რომელიც გუნდს განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანს. ახალ მფლობელს ჯერ არ შევხვედრივარ და არ ვიცი რას აპირებ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელს დავიმატებთ. დიახ, პირველ პირში ვლაპარაკობ, რადგან ჩემი “ჯალოროსის” სათავეში დარჩენის შანსი მინიმუმ 90%-ია. საიდან ვიცი? - მართალია, დი ბენედეტოს არ შევხვედრივარ, მაგრამ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ და სიტყვებს ჰაერზე ნამდვილად არ ვამბობ. თანაც, ობიექტური გადასახედიდან, განვლილი პერიოდი წესით დადებითად უნდა შეფასდეს და არა მგონია, ტომასი ჩემი არაკეთილმოსურნე იყოს. როგირც ვიცი, ძალიან უყვარს ფეხბურთი, რომი და “რომა” - გამომდინარე აქედან, მასთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება.”

მონტელა სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება "ჯალოროსის” სათავეში კარლო ანჩელოტის მისვლის შესახებ. მოგეხსენებათ, კარლეტო “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს და ჯერჯერობით, სრულიად თავისუფალია. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ჩაიბარებს “რომას”, რადგან ამ გუნდში თავის დროზე წლები აქვს გატარებული.

ანჩელოტის კანდიდატურას ფრანჩესკო ტოტიმ დაუჭირა მხარი, რაც პატარა საქმე ნამდვილად არ გახლავთ - მოვუსმინოთ კაპიტანს:

“იმედია, კლუბის მესვეურები განიხილავენ ანჩელოტის კანდიდატურას და იქნებ მთავარ მწვრთნელადაც დანიშნონ - მონტელასადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მოვლენათა ასეთი განვითარების წინააღმდეგი არ ვარ. ვინჩენცო ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მას უდიდესი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდს უფრო ანჩელოტი გამოადგება. კოლოსალური გამოცდილება აქვს, გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპეციალისტია, რაც დღეს “რომას” ყველაზე მეტად სჭირდება.”

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა