დღეს, 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო ორი შეხვედრა იქნება - ტურინში "იუვენტუსი" საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, ხოლო დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" ზაგრების "დინამოს" ხარკოვში მიიღებს. სხვა შეხვედრების შესახებ კი ქვევით ვისაუბრებთ.

"გალათასარაი" - მადრიდის "რეალი"

დღის ყველაზე დამაინტრიგებელი შეხვედრა სწორედ აღნიშნული მატჩი გახლავთ "გალასა" და "რეალს" შორის. გარდა იმისა, რომ ამ ორი კლუბის თამაში მუდმივად უხვგოლიანი და სასიამოვნოდ სანახავი გამოდის, დღევანდელ საღამოზე მადრიდელთა თავკაც ზინედინ ზიდანის ბედი არის დამოკიდებული - ესპანური სპორტული გამოცემების მიხედვით, სტამბულში ვერმოგების შემთხვევაში ფრანგი "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაემშვიდობება.

გუნდები აქამდე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. აქედან 3 თურქებმა მოიგეს, 4 ესპანელებმა. სტამბულში გამართული ბოლო შეხვედრა მადრიდელებმა 6:1 მოიგეს. ზიდანის თემის მიღმა, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე. "გალას" და "რეალს" 2 ტურის შემდეგ 1-1 ქულა აქვთ და პსჟ-ზე რომ არაფერი ვთქვათ, "ბრიუგესაც" კი ჩამორჩებიან.

"გალათასარაი"

თურქულმა კლუბმა უკანასკნელი 6 შეხვედრიდან მხოლოდ ბოლო მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება და "სივასპორი" მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. სტამბულის მუშათა კლასის გუნდი თურქეთის სუპერლიგაში მე-6 ადგილზეა. პირველ ტურში "ბრიუგესთან" გასვლაზე 0:0 ითამაშა, ხოლო სახლში პსჟ-სთან 0:1 წააგო, თუმცა მეორე ტაიმი თურქებმა საკმაოდ კარგად ჩაატარეს. დღევანდელ მატჩში "გალათასარაის" ლემინა დააკლდება. საეჭვოა რადამელ ფალკაოს თამაშიც.

"რეალი"

მადრიდელთა ბანაკში გაცილებით უფრო რთულად არის საქმე. პირველ ტურში პარიზში დიდი სხვაობით (0:3) განცდილი მარცხის შემდეგ "ბრიუგესთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყველა გამარჯვებას ელოდა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ "თეთრები" 0:2 მარცხდებოდნენ და ფრეს დიდი გაჭირვებით მიაღწიეს. ამას დაემატა ლა ლიგაში "მალიორკასთან" წაგება და დაკარგული ლიდერობა. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული არაფერია და კატასტროფულ შედეგებთანაც არ გვაქვს საქმე, "რეალში" სხვა მოთხოვნებია.

დღევანდელ მატჩზე ზიდანის ბედი და შეიძლება უფრო მეტიც იყო დამოკიდებული, რადგან მარცხის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება. მადრიდელებს ბეილი, მოდრიჩი, ნაჩო და ლუკას ვასკესი ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

"გალათასარაი": მუსლერა, მარიანო, ლუიანდამა, მარკაო, ნაგატომო, ნზონზი, სერი, ფეღული, ბელანდა, ბაბელი, ანდონე

"რეალი": კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი, ხამესი, აზარი, ბენზემა

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა მატჩები

20:55 საათზე ორი შეხვედრა დაიწყება: მადრიდში "ატლეტიკო" "ლევერკუზენს" მიიღებს, ხარკოვში კი "შახტარი" - ზაგრების "დინამოს".

"ატლეტიკოს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და "იუვესთან" ერთად ჯგუფს ლიდერობს. "ლევერკუზენმა" კი ორივე მატჩი წააგო და ბოლო ადგილზეა. ამ მატჩში ყველა მადრიდელთა გამარჯვებას ელოდება, თუმცა გულშემატკივართა 1 თვალი "ლევერკუზენის" ახალგაზრდა ლიდერ კაი ჰავერცის მიმართ იქნება მიპყრობილი.

რაც შეეხება "შახტარსა" და "დინამოს", ორივე კლუბს 2 შეხვედრიდან 1-1 გამარჯვება აქვს მოპოვებული "ატალანტას" წინააღმდეგ. უკრაინელებმა ბერგამოში იმარჯვეს, ხორვატებმა - ზაგრებში. დღევანდელი მოცემულობით, მეორე ადგილისთვის სწორედ "შახტარი" და "დინამო" იბრძოლებენ. მასპინძლებისთვის დღევანდელი მატჩის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმედია, დავით ხოჭოლავა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

"რელისა" და "გალას" ჯგუფში "ბრიუგე" პსჟ-ს უმასპინძლებს. ძნელი სავარაუდოა, ბელგიელებმა დღესაც შეძლონ საფეხბურთო საზოგადოების გაკვირვება, თან პარიზელებს ლიდერი, კილიან მბაპეც დაუბრუნდათ.

ჩვენთვის საინტერესო იქნება "იუვენტუსისა" და "ლოკომოტივის" შეხვედრა. ტურინელები ჯუფში "ატლეტიკოსთან" ერთად ფავორიტები არიან, "ლოკომოტივი" კი მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს. იმედია, საბა კვირკველიას მოედანზე ვიხილავთ და კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაშში თავს არ შეირცხვენს.

"მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" უმასპინძლებს. იტალიელები თავიანთ სადებიუტო სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდად ატარებენ და 2 შეხვედრა წააგეს, თან ზაგრებში 0:4 დამარცხდნენ. ძნელი სავარაუდოა, რომ ბერგამოელებმა "სიტის" წინააღმდეგობა გაუწიონ.

უფრო საინტერესო მატჩი საბერძნეთში გველის. პირეოსში "ოლიმპიაკოსი" მიუნხენის "ბაიერნს" მიიღებს. პირველ ტურში ბერძნებმა საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემთან" არ წააგეს - 2:2. თუმცა, "ბაიერნისთვის", როგორც აღმოჩნდა, ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი ძლიერების საზომად არ გამოდგება. ლონდონში 7:2 გამარჯვების შემდეგ "ბაიერნი" პირეოსშიც გამარჯვებისთვის ჩავა და წესით, მაყურებელმა სანახაობრივი მატჩი უნდა იხილოს, ბევრი გატანილი გოლით.

"ტოტენჰემს" "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციის სურვილი უნდა ჰქონდეს, თუმცა, რამდენად შეუძლია ეს, მეორე საკითხია. მართალია, "ცრვენა ზვეზდა" ლონდონელებისთვის დაუძლეველი ბარიერი არაა, თუმცა პრემიერლიგის ბოლო ტურში ბოლო ადგილზე მყოფ "ბარნლისაც" ვერ მოუგეს.

აკაკი
ზიდან უყვარს რეალი და დაბრუნდა კიდევაც არ დატოვა დაშლილი გუნდი როდესაც ყველაზე ძალიან ჭირდებოდა მისი გვერდით დგომა ზიდანს არც გალათასარაი შეიწირავს და არც ელ კლასიკო აგერ არ ხართ ყველა კრიტიკოსი ყველა გაჩუმდებით
მიხო
ვეთანხმები ნუგზარს. რეალში დაბრუნება სისულელე იყო და იმას იღებს რაც ამ ნაბიჯით დაიმსახურა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ რონალდო შეუცვლელია!
valderrama
ერთია ე.წ. პრაგმატული მიდგომა- მე უკვე ყველაფერი მოვიგე და რისთვის დავბრუნდე? მეორეა- მე ეს გუნდი მიყვარს და აქ მინდა ვიმუშაო და კიდევ ბევრი მოვიგო. ზიდანმა მეორე აირჩია და ამისთვის ვერ გავამტყუნებდი (თუ მარტო დიდი ფულის მომენტი არაა, რაც არ მგონია, იმიტომ რომ სხვა გრანდებიც გადაუხდიდნენ საკმაოდ დიდ ფულს). პირველი მიდგომა უფრო ეგოისტური მგონია (მაგალითად, რაც გუარდიოლამ ბარსელონაში გააკეთა) და ჩემი აზრით, დაშლილ გუნდში დაბრუნების გამო ზიდანი მხარდაჭერას, პატივისცემას და მოთმინებას იმსახურებს
სსს
სტამბული კი არა, სტამბოლი!
ნუგზარი
მთელი ცხოვრება რეალის და ზიდანის გულშემატკივარი ვარ, შესაბამისად განვიცდი მათ წარუმატებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში თუ გალათასარაი ზიდანს შეიწირავს გული არ დამწყდება. ზიდანმა დაუშვა უდიდესი შეცდომა, როცა რეალში დაბრუნდა და ეს მაშინაც დავწერე. რის გაკეთებას აპირებდა ფულის გარდა როცა უკან ბრუნდებოდა? სხვათაშორის ზარზეიმით არ გაუშვიათ. მოგებული ქონდა ყველა ტიტული რაც კი არსებობს, მათ შორის ზოგიერთი ორჯერ-სამჯერ. ჩემი აზრით, უდიდეს-განუმეორებელ სახელს, როგორც ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ამ საქციელით დიდი ჩრდილი მიაყენა.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება