სერია ა. ბოლო ტურის შეჯამება; თუ კალჩოპოლს არ ჩავთვლით, “იუვენტუსი” პირველად დარჩა ევროტურნირებს მიღმა 1991 წლის შემდეგ
და პრიმავერელის საოცარი დებიუტი

ტურის სიმბოლური ნაკრები

ამელია (მილანი) - მაჯო (ნაპოლი), ტიაგო სილვა (მილანი), მორერო (კიევო), კრიშიტო (ჯენოა) - ვარგასი (ფიორენტინა), სტანკოვიჩი (ინტერი), კოპოლა (ლეჩე) - გრანდოლფო (ბარი), ფლორო ფლორესი (ჯენოა), სარატე (ლაციო).

უკანასკნელი ტურის სიმბოლური ნაკრები 4-3-3 ტაქტიკით განლაგდა. დაცვა ვარსკვლავური გამოვიდა - შესაძლოა მორეროზე ეს ნაკლებად ითქმის, მაგრამ მაჯო, კრიშიტო და ტიაგო სილვა საყოველთაოდ ცნობილი ფეხბურთელები არიან. მილანელი სულაც მეექვსეჯერ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელებს შორის და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა აპენინებზე. ნახევარდაცვის სამეული საკმაოდ შემტევია - დეიან სტანკოვიჩი ხშირად თამაშობს გამთამაშებლის პოზიციზე, მისი შორეული დარტყმების შესახებ კი ყველას კარგად მოეხსენება… “ლეჩელი” კოპოლაც შეტევაზე ორიენტირებული შუახაზელია - რომ აღარაფერი ვთქვათ ფლორენციელ ხუან მანუელ ვარგასზე.

თავდასხმაში არგენტინელ მაურო სარატეს და არგენტინული წარმოშობის იტალიელ ანტონიო ფლორო ფლორესს ვხედავთ - კინაღამ დაგვავიწყდა, აქვეა “ბარის” ახალგაზრდა თვდამსხმელი ფრანჩესკო გრანდოლფო, თუმცა მასზე უფრო დაწვრილბით ქვემოთ ვისაუბრებთ…

ტურის გმირი

როგორც უკვე მიხვდით, ამ ნომინაციაში ფრანჩესკო გრანდოლფოზე გვექნება საუბარი, “ბარის” 19 წლის თავდამსხმელზე, რომელსაც დებიუტი ჰქონდა სერია ა-ში და ყველასათვის მოულოდნელად, “ბოლონიას” სამი გოლი გაუტანა. მართლაც გასაოცარია, ნუთუ აქამდე ვერ შეამჩნიეს სერია ბ-ში გავარდნილი გუნდის მესვეურებმა, რომ პრიმავერაში ასეთი ტალანტი ჰყავდათ - მხოლოდ უკანასკნელ ტურში მისცეს თავის გამოჩენის საშუალება და მანაც ისე ითამაშა, რომ საფეხბურთო იტალია პირდაღებული დატოვა. გრანდოლფომ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აუცილებლად დარჩება “ბარიში” და გუნდს სერია ა-ში დასაბრუნებლად დაეხმარება. ყველაზე უფრო პარადოქსული კი ის გახლავთ, რომ ამ ერთი თამაშით ახალგაზრდა ფორვარდი გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა მთელი სეზონის მასშტაბით.

ტურის მოვლენა

იოლი მისახვედრია, რომ ტურის მთავარი მოვლენა “უდინეზეს” მიერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებაა. ფრიულელებმა საკუთარ მოედანზე სასურველ ფრეს მიაღწიეს “მილანთან” და მეოთხე პოზიცია შეინარჩუნეს. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, “სტადიო ფრიულიზე” დიდი ზეიმი გაიმართა და ამის შესახებ ტურის მიმოხილვაში დეტალურად ვისაუბრეთ. ამიტომ, უმჯობესია პირდაპირ ფრანჩესკო გვიდოლინის გადავცეთ სიტყვა, რომელმაც დანაპირები შეასრულა და ლიგის საგზურის აღსანიშნავად ცეკვა შეასრულა:

“საოცარია, როდესაც აცნობიერებ, რომ მიაღწიე იმას, რისთვისაც მთელი სეზონის განმავლობაში იბრძოდი. მადლობა მინდა გადავუხადო უკლებლივ ყველა ფეხბურთელს და გულშემატკივრებს, რომლებმაც მხურვალედ გვიქომაგეს. ჩვენი მიზნები ამით არ შემოიფარგლება და ამიტომ, ზაფხულში გაძლიერებას ვაპირებთ. უახლოეს დღეებში დაველაპარაკები კლუბის მესვეურებს და იმ გეგმებს დავისახავთ, რომელთა განხორციელებასაც მეთოდურად შევუდგებით. ასე რომ, მომავალში კიდევ უკეთეს “უდინეზეს” იხილავთ”.

ტურის ფრაზა

ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზეს მთავარი მწვრთნელი): “დავდე პირობა, რომ ვიცეკვებდი და ვიცეკვე კიდეც. მართალია, ისეთივე პლასტიური ვერ ვარ, როგორც კევინ პრინც ბოატენგი, მაგრამ ცდა არ დამიკლია და ვგონებ, გულშემატკივრებს თავი მოვაწონე”.

ციფრები და ფაქტები

ანტონიო დი ნატალე ზედიზედ მეორეჯერ გახდა სერია ა-ს ბომბარდირი. ასეთი შედეგი ბოლოს ჯუზეპე სინიორის ჰქონდა 1992/93-1993/94 წლებში;

- “ინტერის” შეტევა მესამე სეზონია პირველობას არ თმობს;

- თუ კალჩოპოლს არ ჩავთვლით, “იუვენტუსი” პირველად დარჩა ევროტურნირებს მიღმა 1991 წლის შემდეგ;

- ეს იყო პირველი სეზონი სერია ა-ს ისტორიაში, როდესაც ხუთმა გუნდმა მოიპოვა მინიმუმ 20 გამარჯვება;

- “კიევომ” პირველად დაამარცხდა “პალერმო” გასვლაზე.

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა