"რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა, როგორც იქნა, დუმილი დაარღვია და თავს ისევ ბარსას და უეფა-ს დაესხა

"რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ, როგორც იქნა, დუმილი დაარღვია, მას მერე რაც "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ გამონათქვამებისთვის დასაჯეს, მედიასთან სიტყვა არ დასცდენია. "განსაკუთრებულმა" "სამეფო კლუბის" ოფიციალურ საიტზე "რეალის" ფანებს მიმართა და ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა "ბარსელონასთვის" და უეფა-სთვის კბილი არ გაეკრა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მოურინიომ ევროპული ფეხბურთის მამები "ბარსას" მიმართ სიმპათიებში დაადანაშაულა, რისთვისაც უეფა-სგან 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო. მას მერე ჟოზე შეგნებულად აღარ მიდის პრესკონფერენციებზე, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ლა ლიგაში. მის მოვალეობას ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ასისტენტი აიტორ კარანკა ასრულებდა. აი, რა დაწერა 48 წლის სპეციალისტმა "რეალის" საიტზე:

"მე მაქვს ძალზე უბრალო სურვილი სამომავლოდ - რომ ამიერიდან ზოგიერთმა პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ან საფეხბურთო ინსტიტუტებმა არ დაივიწყონ ის, რაც მათ ნაკლებად ახსოვდათ გასულ სეზონში - "ფეარ პლეის" პრინციპები. და ვუსურვებდი, რომ მათაც ეს ჰქონოდათ საქმიანობის საძირკველი მომავალში, როგორც გვქონდა და მომავალშიც გვექნება ჩვენ. "ფეარ პლეის" მხოლოდ ლაპარაკი შედეგს ვერ მოგვიტანს, საჭიროა შესაბამისად ქცევაც. ვფიქრობ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის, რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რასიზმს. ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი უკეთ იქნება და ყველანი გავიხსენებთ ამ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ პრინციპებს."

მოურინიომ რასიზმი ტყუილად არ ახსენა. "რეალი"-"ბარსელონას" მატჩში სერხიო ბუსკეტსმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა ბრაზილიელ მარსელოს, თუმცა საბოლოოდ, საქმის განხილვის შემდეგ ფიფა-მ გადაწყვიტა, არ დაესაჯა კატალონიელი ნახევარმცველი.

ამის შემდეგ მოურინიომ მადლობა გადაუხადა "რეალის" გულშემატკივრებს: "სეზონი დასრულებულია და მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, ფეხბურთელები და მწვრთნელები ყოველთვის ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას და ეს დიდად გვეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. ახლა ყველა ჩვენ ნაკლს გავაანალიზებთ და ახალ სეზონში უფრო გაგახარებთ."

Giorgi-FCB
ნეტა აიაქსთან 2 "ხელოვნური" გაძევება ფეირ პლეიში ჯდება თუ გამონაკლისია "განსაკუთრებულებისთვის"
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა