ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ბოლო წამზე გაშვებული გოლის შემდეგ წააგო სკოპიეში, ბორის ტრაიკოვსკის არენაზე - 28-29.

მაკედონიის ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში, საქართველო კი ჯერჯერობით მხოლოდ მთავარ შესარჩევ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. ანუ, ფორმალურად ეს ორი მატჩი სხვადასხვა რანგის გუნდების შეხვედრა იყო, რეალობაში კი მოედანზე ორი თანაბარი გუნდი თამაშობდა. მაკედონიამ 25-21 და 29-28 მოიგო.

ჩვენმა გუნდმა მეორე თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თევზაძე, აბრამიშვილი, ჩიქოვანი, კბილაშვილი, არსენაშვილი, ცხოვრებაძე, დიხამინჯია. თავიდან ნიკოლა მაქსიმოვიჩმა დაცვაში 5-1 განლაგება არჩია წინწაწეული თემო ორჯონიკიძით. ამან ერთი ხანობა გაამართლა, თუმცა, 2-3 დასაწყისის შემდეგ ჩავარდნა გვქონდა და მეტოქე 8-3 დაწინაურდა - ზუსტად იე, როგორც პირველ მატჩში.

თამაში შესანიშნავად დაიწყო შოთა თევზაძემ (7 მოგერიება პირველ ტაიმში), თუმცა, ჩვენებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ - 7 დაკარგული ბურთი პირველ ნახევარში. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა თამაში გაათანაბრა და მეტოქეს კვალში ჩაუდგა. ერთადერთი, რაშიც მაკედონია პირველ ტაიმში აშკარად გვჯობნიდა, უფრო მრავალფეროვანი შეტევა იყო - მასპინძლებმა 4 გოლი გაიტანეს კუთეებიდან, ჩვენ კი ამ ორი პოზიციიდან ერთადერთხელ, ისიც უშედეგოდ შევუტიეთ.

საქართველოს ნაკრების დაცვა 6-0 განლაგებაზე გადავიდა და ეს ეფექტური გამოდგა, თუმცა, მასპინძლები კიდევ ერთხელ გაგვექცნენ 5 ბურთით - 14-9. პირველ ტაიმში მოედანზე შემოვიდა კბილაშვილი, ფლანგებზე თამაშში ჩაერთვნენ რუსტამოვი და გოგოლაძე. ჩიქოვანის ჩაჭრილი ბურთის შემდეგ არსენაშვილი წავიდა სწრაფ გარღვევაში 13-15, მაკედონიამ კი ბოლო შეტევაში გაგვიტანა და ტაიმი 17-14 მოგვიგო.

მეორე ნახევარში დაცვაში შემოვიდა ლექსო წითელიშვილი, თევზაძემ კიდევ სამი დარტყმა მოიგერია, ორჯერ ეფექტურად ჩაირბინა ხაზზე რუსტამოვმა, რეგულარულად გაჰქონდა ჩვენს ხაზის მოთამაშეს, არენაშვილს (9 გოლი), და დიხამინჯიამაც შეაგდო მარჯვენა კუთხიდან. კბილაშვილის ორი ძალისმიერი გარღვევისა და ერთი შედეგიანი პასის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (21-22) და ბოლომდე თანაბარი თამაში წავიდა. აქ თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ზურაბ ცინცაძე, რომელმაც 4 დარტყმა მოიგერია.

ჩვენმა ნაკრებმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა, წინ ვერა და ვერ გავიდა. ტრავმა მიიღო არსენაშვილმა და ის უჩა მაიურაძემ შეცვალა, ბოლო წუთები კი გიორგი ცხოვრებაძის იყო, რომელმაც ჩვენი ბოლო 5 გოლიდან 4 გატანა. ორჯონიკიძის გაძევების შემდეგ მაკედონია ორით დაწინაურდა (27-25), მაგრამ ცხოვრებაძემ 9 მეტრიდან ორჯერ გაათანაბარა - 27-27 და 28-28. დარჩენილი იყო წუთნახევარი.

მაკედონიელთა ბოლოსწინა შეტევაში ბურთი მათმა პივოტმა არსენოვსკიმ მიიღო. ირაკლი კბილაშვილმა მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, არსენოვსკიმ კი ხელის მოქნევა მოასწრო და დარტყმის იმიტაცია გააკეთა - შესაბამისად, კბილაშვილი შვიდმეტრიანითა და ორწუთიანით დაისაჯა - 28-27, რჩება 27 წამი.

დასრულებამდე ხუთიოდ წამით ადრე ცხოვრებაძემ მორიგი გოლი გაიტანა 9 მეტრიდან (28-28) და წესით თამაში ასევე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა მოასწრეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა და პოპოვსკიმ 9 მეტრიდან დაარტყა - გოლი გავიდა და სირენაც გაისმა. მაკედონიამ 29-28 მოიგო.

საქართველოს ნაკრებს ახლა იანვარში უწევს 5 ოფიციალური თამაში. 10-12 იანვარს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია გვაქვს იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინეთთან ორი მატჩი: 16 იანვარს თბილისში და 19 იანვარს - მეტოქის მოედანზე. სწორედ ფინეთთან დაპირისირებამ უნდა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპულ ელიტაში შესვლას და 32 უძლიერეს გუნდთან ერთან ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში თამაშს.

მაკედონია - საქართველო 29-28

მკდ: ტომოვსკი (6 მოგერიება), კიზიჩი (4), რისტოვსკი - ტალესკი 7, პოპოვსკი 6, დიმიტრიოსკი 6, პეშევსკი 3, კოსტესკი 2, ტანკოსკი 2, კრსტევსკი 1, იაგურინოვსკი 1, მაძოვსკი 1, მიშევსკი, არსენოვსკი, კუკულოვსკი, დიმიტრიევსკი, მლადენოვიჩი, ლაზაროვი, ველკოვსკი

საქ: თევზაძე (10), ცინცაძე (4) – არსენაშვილი 9, ცხოვრებაძე 8, ორჯონიკიძე 3, კბილაშვილი 3, რუსტამოვი 2, დიხამინჯია 2, ჩიქოვანი 1, გოგოლაძე, წითელიშვილი, მაისურაძე (ტორონჯაძე - ჭანტურია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე)

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში