ორი აზრი არ არსებობს, ნოიერმა ფანისგან ეს ალიყური იმის გამო დაიმსახურა, რომ „შალკესთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა
კვირას „შალკეს“ ფეხბურთელები გერმანიის თასის მოგებას ზეიმობდნენ და გელზენკირხენში თასით ხელდამშვენებულებმა დიდი მსვლელობაც მოაწყვეს, რომლის დროსაც გასაოცარი, მაგრამ არცთუ ალოგიკური რამ მოხდა. მანუელ ნოიერს, რომელმაც წინა კვირაში საჯაროდ განაცხადა, რომ „შალკესთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს, ერთერთმა გულშემატკივარმა სახალხოდ ალიყური უთავაზა.

მივყვეთ დეტალურად: ნაშუადღევს, ხუთის ნახევარზე, „შალკეს“ კოლონა კურტ შუმახერის ქუჩაზე მიემართებოდა. პირველ ავტომობილში ნოიერი და მისი შემცვლელი, „შალკეს“ მეორე მეკარე მათიას შობერი ისხდნენ, მომღერალ ფანებს ესალმებოდნენ, ხელს ართმევდნენ, ავტოგრაფებს არიგებდნენ. ერთ მომენტში მანუელს ბეისბოლისკეპიანი კაცი მიუახლოვდა და საჩვენებელი თითი სახესთან მიუტანა. ნოიერი ოდნავ განზე გადგა, მაგრამ კაცი არ მოეშვა და ლანძღვა დაუწყო. მანუელმა უკან არ დაიხია და უპასუხა, მერე კი, როცა კაცმა მარცხენა ხელი სახესთან მიუტანა, თავი სწრაფად გაწია, თუმცა გაბრაზებულ გულშემატკივარს დარტყმა მეორე ხელით ჰქონდა ჩაფიქრებული და ნოიერს

მარჯვენით მაგარი სილა გააწნა, რის შემდეგაც, მანუელი დაბნეული სახით განერიდა, მანქანაში დაბრუნდა...

ორი აზრი არ არსებობს, ნოიერმა ეს ალიყური იმის გამო დაიმსახურა, რომ „შალკესთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც, გერმანიის ნაკრების მეკარე უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. თუმცა ჯერ მაინც არაა ოფიციალურად დადასტურებული ის, რომ მანუელი მიუნხენის „ბაიერნში“ გადადის. გულშემატკივრების ერთი ნაწილი ნოიერს კონტრაქტზე უარის თქმას პატიობს, მეორე ნაწილი კი აკრიტიკებს. ამასობაში, ვითარება ოდნავ შეიცვალა და გამორიცხული აღარაა, რომ ნოიერი „შალკეში“ დარჩეს. საქმე იმაშია, რომ გელზენკირხენული კლუბის ბოსი კლემენს ტიონიესი მისი შენარჩუნებისთვის თავდაუზოგავად იბრძვის და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, მზადაა, მანუელს 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს. ტიონიესმა ბრძოლა მას მერე დაიწყო, რაც „გაზპრომს“ ახალ სასპონსორო ხელშეკრულებაზე მოურიგდა. მან ისიც თქვა, ვლადიმირ პუტინმა „შალკეს“ შესახებ ყველაფერი იცის და ნოიერის ფანიაო...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა