სუპერლიგაში პირველი მარცხი განიცადა დებიუტანტმა “ვერამ”. 2 გამარჯვების შემდეგ, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა “ტიტებთან” წააგო. გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდისთვის ეს შეხვედრა მიმდინარე სუპერლიგაში პირველი და იღბლიანი იყო. “ტიტებმა” ბრწყინვალედ ჩატარებული მეორე ნახევრის წყალობით ვერელები 62:49 დაამარცხა.

პირველი ნახევარი თანაბარი იყო და ქულა-ქულაში წარიმართა. ვერელებმა საწყისი ათწუთეული 17:16 მოიგეს, მეორე პერიოდი კი 14:16 დათმეს და დიდი შესვენებისთვის ქულას აგებდნენ. მწირი ანგარიშის მიზეზი ორმხრივი შეცდომები და აცილებული ბურთები გახლდათ. ორივე გუნდს უჭირდა ქულების მოხვეჭა. დიდი შესვენების შემდეგ “ტიტებმა” დაცვა კიდევ უფრო გაამაგრა, მანამდე შედეგიან თემურ ბაბუნაშვილს ლიუკ მეიერმა და ტრისტინ უოლემაც წააშველეს ხელი და გამყრელიძის გუნდმა 10-ქულაინ უპირატესობას მიაღწია.

ბოლო პერიოდში ვერელებს ჰქონდათ ვითარების გამოსწორების შანსი, მეტოქეს ჩამორჩენა 5 ქულამდე შეუმცირეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში “ტიტების” მოთამაშეებმა გუნდური სულისკვეთება და მეტი სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ. გამარჯვებულთაგან 18 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ტრისტინ უოლე. 16 ქულით გამოირჩა ლიუკ მეიერი, ბაბუნაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

მატჩის მესამე და მეოთხე პერიოდებს შორის იუბილარი ვეტერანი კალათბურთელები დააჯილდოვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დინამო თბილისის წევრი გია სანაძე 55 წლის გახდა. ხოლო “ვითას” შემადგენლობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ამროსი ორმოცაძე – 50-ის. სანაძე და ორმოცაძე მადლობის სიგელებითა და ეროვნული ნაკრების მაისურებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

მე-3 ტური “კაკტუსისა” და “რუსთავის” მატჩით დასრულდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
“მეგამ” “ვერა” დაამარცხა და მემორიალის ფინალში “ქუთაისს” შეხვდება
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში "მგზავრებმა" "ვერა" დაამარცხა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ