"არმიამ" ფინალური სერიის მესამე მატჩი მოიგო და ჯარისკაცებს სადებიუტო სეზონში გაჩემპიონებამდე ერთი მოგებაღა აშორებთ
"არმიამ" ფინალური სერიის მესამე მატჩი მოიგო და 2:1 დაწინაურდა. ასე რომ, ჯარისკაცებს სადებიუტო სეზონში გაჩემპიონებამდე ერთი მოგებაღა აშორებთ.

ეს დასაწერადაა იოლი, თორემ თსუ-ს ძლევა რამდენად რთული საქმეა, ეს თავად არმიელებსაც კარგად მოეხსენებათ. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ დღეს, 24 მაისს სერიის მეოთხე მატჩში ძალოვნებს ერთი-ორად გაუჭირდებათ, რადგან თსუ-სთვის ამ შეხვედრას გაადმწყვეტი მნიშვნელობა ექნება - წაგების შემთხვევაში ჩემპიონობაზე ოცნებას ემშვიდობება, ხოლო თუ მოიგო, 26 მაისს გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება წლევანდელი სუპერლიგის ჩემპიონი.

ლევან მოსეშვილის "ჯარისკაცებმა" 14 ქულის სხვაობით იმარჯვეს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას - მეტად გაუჭირდათ, ვიდრე 4 ქულით მოგებულ მატჩში. იყო ეპიზოდი, როცა სტუდენტები 13 ქულით დაწინაურდნენ, ხოლო მეოთხე პერიოდს თსუ 10-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. წინა შეხვედრაში ლევან მოსეშვილმა ბოლო რაუნდის დასაწყისში აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა, რადგან მანამდე, 30 წუთის განმავლობაში გიორგი შარაბიძე ბომბარდირობას არავის უთმობდა. გუშინ კი ბოლო პერიოდში მთლიანად გამოცდილებს დაეყრდნო: კოტე ტუღუშს, ზვიად ბაბიაშვილს, ვახტანგ მინაშვილს, ბუბა ბერიშვილს, ანატოლი ბოისას, დათო საყვარელიძეს... საინტერესოა ისიც, რომ მატჩის ბოლოს არმიელები ნომინალური ცენტრის გარეშე თამაშობდნენ, რამაც გაამართლა კიდეც - ფორვარდებმა, ბაბიაშვილმა და მინაშვილმა ფარქვეშიდან უხვად აგროვეს ქულები. შესაძლოა, "არმიას" ტანდაბალი ხუთეულით თამაშს არც თსუ-ელები ელოდნენ, რადგან ყველაზე მეტი კარგი ცენტრი სწორედ ძალოვნებს ჰყავთ.

გადამწყვეტ მომენტში "არმია" პერიმეტრზეც მყარად დადგა, ხოლო გამოცდილმა ტუღუშმა, მნიშვნელოვან ეპიზოდში სამქულიანი არ დაიშურა, რითაც თანაგუნდელთა უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა - 60:56. ამ ამბიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ მეხუთე შენიშვნა მიიღო რიჩარდ მათიაშვილმა. მისი გამოკლება განსაკუთრებული დანაკლისი იმიტომაც იყო, რომ თსუ-ს მწვრთნელს, ნუგზარ ჭეიშვილს განკარგულებაში ნომინალური მეოთხე-მეხუთე ნომერი (მძიმე ფორვარდი და ცენტრი) არ დარჩა. თსუ-ს მეორე მეფარემ, ილია ლონდარიძემ ხუთი პერსონალური შენიშვნის გამო მოედანი მესამე პერიოდში დატოვა. არადა, მან შენიშვნები ერთმანეთის მიყოლებით ისე მიიღო, რომ მწვრთნელმა მისი შეცვლა ვერ მოასწრო.

ამას დაერთო მიხეილ ჩიტაშვილისა და გიორგი მარხვაშვილის ტრავმები, რომლებმაც შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. პირველს შაბათს კოჭი გადაუბრუნდა, მეორეს კუნთი აქვს გაჭიმული. ასე რომ, თსუ განახევრებული შეხვდა მატჩის ბოლო წუთებს...

გუშინ, 23 მაისს "არმიის" მწრთნელი ლევან მოსეშვილი 71 წლისა გახდა. მისმა შეგირდებმა ეს თარიღი გამარჯვებით მიულოცეს.

კომენტარი

რიჩარდ მათიაშვილი:

- მძიმე თამაში იყო. ბოლო წუთებამდე კარგად ვიბრძოლეთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში რესურსი არ გვეყო. მე და ილია ლონდარიძემ ხუთ-ხუთი ჯარიმა მივიღეთ, ასევე გვაკლდა ორი ტრავმირებული მიხეილ ჩიტაშვილი და გიორგი მარხვაშვილი. ვიმედოვნებ, მეოთხე შეხვედრისთვის ყველაფერი წეს-რიგში იქნება და ფინალში გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი მატჩი დაგვჭირდება.

სუპერლიგა. ფინალი

23 მაისი, თბილისი

სპორტის სასახლე

თსუ-არმია 60:74

18:21, 21:8, 12:16, 9:29

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე

თსუ

5. მიხეილ ფანჩულიძე 31:24 1 4 25 1 5 20 3 4 75 0 1 1 1 0 1 2 2 8

6. გიორგი გაფრინდაშვილი * 35:50 2 8 25 1 7 14.3 2 4 50 1 3 4 6 2 5 1 0 9

8. შალვა კოხრეიძე * 09:53 0 1 0 0 1 0 0 0 0 1 0 1 1 1 2 1 0 0

9. ილია ლონდარიძე * 12:27 0 0 0 0 0 0 2 2 100 0 0 0 1 5 1 1 0 2

10. ზურაბ კორკოტაძე 29:21 2 8 25 3 4 75 1 2 50 4 6 10 0 4 3 0 0 14

13. რიჩარდ მათიაშვილი * 35:00 3 4 75 3 5 60 0 1 0 1 6 7 0 5 7 0 4 15

15. მიხეილ ბერიშვილი * 37:11 3 5 60 1 3 33.3 3 7 42.9 4 3 7 3 3 1 2 3 12

20. ზურა მაისურაძე 08:54 0 1 0 0 1 0 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 0 0

გუნდი 1 5 6 0 0 0 0 0

ჯამი 11 31 35.48 9 26 34.62 11 20 55.00 12 25 37 12 22 20 7 9 60

არმია

4. გივი ბაქრაძე 05:38 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0

5. ზვიად ბაბიაშვილი * 35:09 9 19 47.4 0 0 0 5 7 71.4 6 6 12 2 3 1 0 0 23

6. ანატოლი ბოისა * 26:28 0 2 0 1 3 33.3 0 0 0 3 4 7 1 4 2 0 1 3

7. ვახტანგ მინაშვილი 20:00 6 8 75 0 0 0 1 3 33.3 2 4 6 1 2 0 1 0 13

10. კოტე ტუღუში * 38:34 3 5 60 3 5 60 3 5 60 0 5 5 6 4 6 2 1 18

11. გიორგი პირველაშვილი 04:02 0 1 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 0 0

13. რევაზ ათანელიშვილი 06:50 0 5 0 0 0 0 1 4 25 2 1 3 0 1 0 0 0 1

21. დავით საყვარელიძე 21:06 0 4 0 0 1 0 0 0 0 1 4 5 1 4 1 0 1 0

23. გიორგი შარაბიძე * 13:59 0 2 0 0 1 0 2 2 100 1 0 1 0 1 2 0 0 2

24. ბუბა ბერიშვილი * 28:14 3 5 60 1 2 50 5 6 83.3 0 1 1 5 4 2 3 0 14

2 4 6 0 0 1 0 0

21 51 41.18 5 13 38.46 17 27 62.96 17 29 46 17 26 15 6 3 74

სერიას იგებს "არმია" - 2:1

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა