ბრესტის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველის თქმით, უკრაინა ბელარუსს სჯობს, ორივე - აქაურობას
23 წლის ნახევარმცველი ზაზა ჭელიძე ბრესტის "დინამოში" რუსთავის "ოლიმპიდან" 2009 წელს გადავიდა და ბელარუსული კლუბის ერთ-ერთ ლიდერი გახდა. ის ბელარუსში წელიწადნახევარია თამაშობს და ხშირად იქცევს მედიის ყურადღებას.

"ბრესტის "დინამოსთან" კონტრაქტი ნოემბრის ბოლომდე მაქვს. სასიამოვნო გარემო დამხვდა, მენდობიან და თამაშიც კარგად წამივიდა. ჩემი მწვრთნელი იური პუნტუსია, რომლის ჩამოყალიბებულიცაა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრილი "ბატე". ასეთი სპეციალისტის ნდობა კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. "დინამოში" გამოცდილება შევიძინე, ალბათ, უფრო ჩამოვყალიბდი და ფიზიკურადაც მოვუმატე, რადგან ბელარუსში ძალისმიერი ფეხბურთია და ფიზმომზადებას დიდ ყურადღებას აქცევენ" - ამბობს ჭელიძე.

გაზეთი "ბელარუს სეგოდნია" წერდა, რომ ბრესტელთა გუნდი ქართველის გარეშე წარმოუდგენელია.

"ბელარუსის ჩემპიონატის ყველა ტურის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებენ. რაც აქ ვარ, საუკეთესოდ ბევრჯერ დამასახელეს, მიმდინარე სეზონში კი - 3-ჯერ. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს, "დინამოს" სატურნირო მდგომარეობის გარდა - გუნდი ჩვეულად ვერ თამაშობს და ჩემპიონატში მე-10 ადგილზე ჩამოვქვეითდით, არადა, გასულ სეზონში სამეულში მოსახვედრად ვიბრძოდით".

ჭელიძეს იმედოვნებს, რომ ნოემბერში, როდესაც სეზონი დამთავრდება, უკეთეს გუნდში გადავა.

"კონტრაქტის გაგრძელებაზე ჯერ არ გვილაპარაკია. ისე, რამდენიმე საინტერესო ვარიანტი შემომთავაზეს. ბელარუსმა აგენტმა მითხრა, რომ უკრაინული კლუბია დაინტერესებული და გადასვლა თუ გსურსო. ასეთი რამდენიმე წინადადება მივიღე და ველოდები სეზონის დასრულებას. უკრაინაში ან სხვა ძლიერ ლიგაში სიამოვნებით გადავალ. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ლაპარაკია, კონკრეტული შეთავაზება დღემდე არ მიმიღია, მაგრამ დაინტერესება მაიმედებს, რომ კარიერას უკეთეს გუნდში გავაგრძელებ".

ზაზა ამბობს, რომ ახლა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას უკანგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს:"საქართველოში დაბრუნებას სულაც არ ვუკადრისობ, მაგრამ როცა უკეთეს ლიგაში უკეთეს პირობებს გთავაზობენ, ცხადია, არჩევანი აღარ გრჩება. ჩვენდა სამწუხაროდ, ბელარუსში ჩვენზე უკეთესი ჩემპიონატი და პირობებია. ასე რომ, თუ სადმე წავალ, მხოლოდ უკეთეს ლიგაში".

Burton
წადი უკრაინაში, თორემ ბელარუსიდან ნაკრებში მოხვედრა ძალიან ძნელია, თუ განსაკუთრებით არ ბრწყინავს =)
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა